ძებნა
KA
თემა
არქიტექტურა
ბიზნესი/ეკონომიკა
ბიოგრაფიული
ეთნოგრაფია/ გეოგრაფია
ელექტრონული წიგნი
ენციკლოპედია
ისტორია
ისტორია/პოლიტიკა
ისტორიული რომანი
იურიდიული
კულინარია
ლექსიკონები
ლიტერატურის თეორია/კრიტიკა
მედიცინა
მეცნიერება
მითოლოგია
პიესები
პოეზია
პოლიტოლოგია
პროზა
პროზა (ინგლისურად)
პროზა (რუსულად)
პუბლიცისტიკა/ კრიტიკა
ჟურნალისტიკა
რელიგია
საბავშვო
საქართველოს შესახებ
საყმაწვილო
საყმაწვილო შემეცნებითი
სახელმძღვანელო
სკოლის სახელმძღვანელო
სოციოლოგია
სპეციალური შემოთავაზება
სპორტი
სხვადასხვა
ტურისტული გზამკვლევი
უახლესი ლიტერატურა
უცხოური ლიტერატურა
ფილოსოფია/ ფსიქოლოგია
ხელოვნება
     
 

მაღაზიათა ქსელი "პარნასი"

წიგნის მაღაზია "პარნასი" 2002 წლის 26 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის 22-ში გაიხსნა. ეს იყო საქართველოში პირველი, თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე წიგნის მაღაზია. იმ დროის თბილისისთვის "პარნასი", უჩვეულო და უპრეცენდენტო მრავალფეროვნებით, სრულიად ახალი მოვლენა იყო ქართველი მკითხველისათვის.

გახსნის დღიდან "პარნასში" სისტემატიურად ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები, ახალი ქართული წიგნების პრეზენტაციები და შეხვედრები კლასიკოს და ახალგაზრდა მწერლებთან თუ პოეტებთან, საზოგადო მოღვაწეებთან.

სხვადასხვა დროს "პარნასში" გაიმართა ვახუშტი კოტეტიშვილის, ოთარ ჭილაძის, გურამ დოჩანაშვილის, ნუგზარ შატაიძის, ბესიკ ხარანაულის, გივი ალხაზიშვილის, ლანა ღოღობერიძის, დათო მაღრაძის, ზაალ სამადაშვილის, აკა მორჩილაძის, ანა კორძაია-სამადაშვილის, დათო ტურაშვილის, მიხო მოსულიშვილის, ლაშა ბუღაძის, ზაზა თვარაძის, ირაკლი კაკაბაძის, ბესო ხვედელიძის, ზვიად რატიანის, რატი ამაღლობელის, ნესტან კვინიკაძის, შოთა იათაშვილის, ბასა ჯანიკაშვილის, გაგა ნახუცრიშვილის, ნიკუშა ანთაძის და სხვა მრავალი მწერლის და საზოგადო მოღვაწის წიგნის პრეზენტაცია.

ზუსტად სამი წლის შემდეგ "პარნასის" კიდევ ერთი მაღაზია გაიხსნა თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე, სადაც გადაინაცვლა ჩვეულმა ღონისძიებებმა.

2006 წლის სექტემბერში "პარნასის" ქსელი დასავლეთ საქართველოში გაფართოვდა და გაიხსნა ფილიალი ფოთის ცენტრში.

"პარნასი" მარაგდება ქართული წიგნის ბაზარზე არსებული ყველა ქართული თუ უცხოური გამოცემით. გარდა ამისა მაღაზია გამოირჩევა უცხოენოვანი ლიტერატურის სიუხვით.

და ბოლოს, "პარნასის" არცთუ უმნიშვნელო ღირსების შესახებ: აქ მოგემსახურებიან თავაზიანობითა და ღიმილით!

 
როგორ შევიძინოთ წიგნი "პარნასის" საიტზე
თვის
ბესტსელერები
1. თუმოროფობი
ნანა ზარდიაშვილი
2. გურიის რესპუბლიკა
მახარაძე ირაკლი
3. ექსტაზი (კაიფში დაწერილი ნოველები)
ბეგბედერი ფრედერკ
4. მოთხრობები
მო იენი
5. ემიგრანტის დღიური (თბილისი - ნიუ იორკი 2015-2016 )
ქეთი რობაქიძე
6. წონასწორობის რთვევისკენ - OFF BALANCE
ალფაიძე ლევან
7. ლურჯი თოლიების პა-დე-დე
ბაკურაძე ნინო
8. სამოთხიდან გაქცეულები
ქურხული ბექა
9. ჩემი საყვარელი ორეული
ხარატიშვილი ნინო
10. საგზაო მოძრაობა - რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ
ვანდერბილთი ტომ
11. ქალაქის კონტურები: ურბანისტული ლექციები ბიოლის ფონდში
ვარდოსანიძე ვლადიმერ (ლადო)
12. კობა ბაბუ - ლექსები და გამოცანები
კობა ჭუმბურიძე
13. გალაქტიონი - ეპიზოდები ლიტერატურული სცენისათვის
მახარაშვილი თენგიზ