სანამ ყავა გაცივდება
16,95 ₾
| ავტორი | ტოშიკაძუ კავაგუჩი |
|---|---|
| მთარგმნელი | თათია მემარნიშვილი |
| გამომცემლობა | პალიტრა L |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2026 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 209 |
| ISBN | 9789941386442 |
| წიგნის სერია | წლის ბესტსელერი |
მარაგში
მწერლებს ყოველ ეპოქაში ხელახლა უღვივდებათ ინტერესი ისეთი საკამათო და გადაუჭრელი საკითხის მიმართ, როგორიცაა დროში მოგზაურობის შესაძლებლობა. თანამედროვე იაპონელი დრამატურგი, ტოშიკაძუ კავაგუჩი (1971), დროთა კავშირის თემის ვარიაციას გვთავაზობს 2016 წელს იაპონურ ენაზე გამოცემულ სადებიუტო რომანში „სანამ ყავა გაცივდება“. რომანი, ერთი შეხედვით, მარტივი და კონკრეტული შეკითხვით იწყე ბა, რომელიც მის ეპიგრაფს წარმოადგენს და ერთგვარად აგვირგვინებს დროში მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეკითხვათა ჯაჭვს – ვისთან შეხვედრას ისურვებდა ადამიანი, რაიმე ზებუნებრივი გზით რომ შეეძლოს წარსულში ან მომავალში მოხვედრა? ამ კითხვაზე პასუხს იმ თავგადასავლებსა და ისტორიაში იპოვით, რომელთაც კავაგუჩი ქმნის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი განსხვავებული ასაკისა და პროფესიის სახასიათო პერსონაჟების მეტისმეტად ადამიანური განცდების შესახებ თხრობით.
