5 პოემა
19,95 ₾
| ავტორი | ბესიკ ხარანაული |
|---|---|
| გამომცემლობა | ინტელექტი |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2026 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 222 |
| ISBN | 9789941319310 |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
არტიკული:
9789941319310
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა, პოეზია
აღწერა
აღიარებულია, რომ გალაკტიონის ყოვლისმომცველ გავლენას ყველაზე მეტად ბესიკ ხარანაულმა დააღწია თავი. ენისა და ინტონაციების ახალ შესაძლებლობათა მიგნებით. გავლენის ახალი წყაროს შექმნით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მის სახელს უკავშირდება. ყოფითი ამბების/საგნების იმგვარ პოეტურ სიმბოლოებად გადაქცევით, რომელიც მაგიურ სენტენციებად აგვეკვიატა ყველას 60 წელზე მეტია.
ამ წიგნში „ძველი ბესიკი“ კი არ არის, არამედ უფრო Kharanauli classics. ამ ორ სიტყვას ქართულადაც დავწერდი, მაგრამ უცებ ავტორიტეტული უცხოური გამოცემის გარეკანად წარმოვიდგინე. „იდეები უნდა ეყაროს, იდეებს არ უნდა დაუყენო წინ რამე“ – მითხრა ერთხელ ბესიკ ხარანაულმა.
ზვიად კვარაცხელია
