დამკვირვებელი

16,90 

ავტორი
გამომცემლობა
ენა
გამოცემის წელი
გარეკანი
გვერდების რაოდენობა312
ISBN9789941378713

მარაგში

არტიკული: 9789941378713 კატეგორია:
აღწერა

„მე ვბრუნდებოდი 24 წლის შემდეგ, მაგრამ არა საქართველოში, არამედ მის ნარჩენში და ყოფილში, როგორც აქ უწოდებდნენ იმას, რაც ადრე საქართველო იყო.“

დესპოტის თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა მმართველობამ ამ ქვეყნისგან მხოლოდ აჩრდილი, ზონებად დანაწევრებული და იდიოტებით დასახლებული ტერიტორია დატოვა. უცვლელობის, მიწისქვეშ მალვისა და სიყალბის ოცდაოთხმა წელიწადმა ქართველებს – ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ – მომავლის შეგრძნება დაუკარგა. თბილისი გვირაბების ქალაქადაა ქცეული, ქვეყნის მკვიდრნი კი ზეცად ამაღლებულ ბაბას ეთაყვანებიან. ამ ვითარებაში, თითქოს მოულოდნელად, არჩევნების არჩევნები ინიშნება – გამოკითხვა, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობამ უნდა აირჩიოს, სურს თუ არა, არჩევნები იმართებოდეს. ამ პროცესზე დასაკვირვებლად კი მსოფლიოში გაბნეულ ქართველებს იწვევენ. მათ საკუთარი თვალით უნდა იხილონ სამშობლო, რომლის მცხოვრებლებიც აღარ აღიქმებიან თანამემამულეებად; დედაქალაქი, რომლისგანაც ძველებური თითქმის აღარაფერია შემორჩენილი; ენაც კი, რომელიც ყველას ერთი ჰქონდა, სხვაგვარად ჟღერს.

„დამკვირვებელი“ აღწერს დრო-სივრცეში დაკარგულ რეალობას, რომელსაც არა დისტოპიის, არამედ შავბნელი სარკის ეფექტი აქვს და დამთრგუნველი სიმძაფრით გვიჩვენებს დიდ გეოპოლიტიკურ ქარცეცხლებს შორის მოქცეული პატარა ქვეყნის პერსპექტივას.