ტრაქტატი ტოლერანტობის შესახებ
25,00 ₾
| ავტორი | ვოლტერი |
|---|---|
| მთარგმნელი | ვალერი ოთხოზორია |
| გამომცემლობა | Carpe diem |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2025 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 207 |
| ISBN | 9789941790058 |
მარაგში
…გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთმა მეორეს უთხრას: „ირწმუნე ის, რისიც მწამს, და რაც არ შეგიძლია, რომ ირწმუნო, თორემ მოკვდები… „ირწმუნე, თორემ მოგიძულებ; ირწმუნე, თორემ ყველანაირად გავნებ, როგორც შემეძლება; ურჩხულო, ჩემი რელიგიისა არა გწამს, მაშასადამე, რელიგია არ გაგაჩნია: ღირსი ხარ საშინლად მოგეპყრან სამეზობლოში, ქალაქში, პროვინციაში.“
ამგვარი საქციელი რომ ადამიანური სამართლიდან მომდინარეობდეს, მაშინ იაპონელი ჩინელს უნდა მტრობდეს, ჩინელი სიამელს ვერ იტანდეს; სიამელი დევნიდეს განგელს, ეს უკანასკნელი კი თავს ესხმოდეს ინდოელს; მონღოლი პირველსავე შემხვედრ მალაბარელს მკერდიდან გულს აგლეჯდეს, მალაბარელი სპარსელს ყელს ჭრიდეს, სპარსელი თურქს აღუვლენდეს წირვას: ხოლო ყველანი ერთად მუსრს ავლებდნენ ქრისტიანებს, რომლებიც მათ გარეშეც დიდი ხანია ერთმანეთს ჟლეტენ.
