გაცნობიერებული ცხოვრების საფუძვლები – ცხოვრება ტანჯვის გარეშე

40,00 

ავტორი
ენა
გამოცემის წელი
გარეკანი
გვერდების რაოდენობა302
ISBN9789941885501

მარაგში

არტიკული: 9789941885501 კატეგორია:
აღწერა

რატომ გადავწყვიტე ამ წიგნის დაწერა? მე მიყვარს ადამიანები და პროფესიიდან გამომდინარე, დიდი ხანია ვამჩნევ იმას, რომ ისინი იტანჯებიან, როცა ტანჯვის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. ცხოვრება არ არის ტანჯვა, თუმცა ის სწორედ ასეთ სახეს იღებს, თუ ადამიანი გაუცნობიერებლად ცხოვრობს. ზოგჯერ რაკურსის მცირე ცვლილებაც კი საკმარისია ხოლმე იმისთვის, რომ ადამიანმა ტანჯვა წარსულს მიაბაროს და აღმოაჩინოს, რომ თურმე მის გარეშე ცხოვრება სავსებით შესაძლებელი და მეტსაც გეტყვით, ბუნებრივი ყოფილა. თავისი არსით, ემოციები ბუნებრივია, ტანჯვა – არაბუნებრივი, თუმცა ტანჯვა გაუცნობიერებლად ცხოვრების ბუნებრივი შედეგია.

რეალობა მრავალკომპონენტიანია. რაც უფრო ნაკლებ კომპონენტს ხედავს ადამიანი, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ის დაიტანჯება ან მინიმუმ, უკმაყოფილო იქნება საკუთარი ცხოვრებით.

წიგნის მიზანია, მკითხველში განავითაროს ის შტრიხები, აქცენტები და ხედვა, რომლებსაც ის შემდგომში, ცხოვრების ბოლომდე გამოიყენებს და გააფართოებს იმისთვის, რომ მეტი გაცნობიერებულობა შეიტანოს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში.