თორმეტი გასაღები

15,00 

ავტორი
მთარგმნელი
გამომცემლობა
ენა
გამოცემის წელი
გარეკანი
გვერდების რაოდენობა94
ISBN9789941886409

მხოლოდ 2 ცალია მარაგში

არტიკული: 9789941886409 კატეგორია:
აღწერა

ბასილ ვალენტინის „თორმეტი გასაღები“ თავდაპირველად მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში გამოქვეყნდა. იგი თორმეტ ნაწილად (გასაღებად) იყოფა, რომელთაგან თითოეული მათგანი ალქიმიური პროცესის კონკრეტულ ეტაპს განასახიერებს.

ტექსტში მოცემულია სიმბოლური აღწერილობები და ინსტრუქციები, რომელიც სხვადასხვა ნივთიერების განწმენდას და ფილოსოფიური ქვის ძიებას ეხება. ნაშრომს გამოარჩევს მისტიკურ-ალეგორიული ენა, რომელიც ერთგვარ საბურველს წარმოადგენს მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობის გასაგებად. ტექსტის ინტერპრეტაცია რამდენიმე საფეხურზე შეიძლება, რაც მკვლევართათვის ნაშრომს ერთნაირად მიმზიდველ და გამომწვევ ელფერს ანიჭებს.

„თორმეტი გასაღების“ შესწავლას სხვადასხვა ეპოქაში დიდ დროს უთმობდნენ ისეთი მოაზროვნეები, როგორებიც იყვნენ ისააკ ნიუტონი, ელიფას ლევი და კარლ გუსტავ იუნგი. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ნაშრომი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ალქიმიის ისტორია, ფილოსოფია და მისი სიმბოლური ენა აინტერესებს.