იდეათა სარკე

25,00 ₾

ავტორი
მთარგმნელი
გამომცემლობა
ენა
გამოცემის წელი
გარეკანი
გვერდების რაოდენობა250
ISBN9789941994111

მარაგში

არტიკული: 9789941994111 კატეგორია:
აღწერა

მიშელ ტურნიეს „იდეათა სარკე“ არის ერთგვარი ფილოსოფიური ესეების კრებული, სადაც ავტორი ორიგინალური ფორმით განიხილავს ადამიანის აზროვნების ფუნდამენტურ ცნებებს, რომლებიც დაჯგუფებულია წყვილებად (ბინარულად). ტურნიესთვის სამყარო დუალურია. ის მიიჩნევს, რომ ცალკე აღებული იდეა „გლუვია“ და მასზე გონება ვერ „ეჭიდება“, ხოლო როცა იდეას მის საპირისპიროდთან განვიხილავთ, მისი ნამდვილი ბუნება ვლინდება. წიგნის სათაურიც ამაზე მიანიშნებს: ერთი იდეა მეორის სარკეა.

ტურნიე იწყებს ყველაზე „მიწიერი“ და კონკრეტული საგნებით (მაგ. ცხოველები: კატა და ძაღლი. ნივთები: კოვზი და ჩანგალი.) და ნელ-ნელა ადის ყველაზე ზოგად, მეტაფიზიკურ ცნებამდე (სივრცე: სხვენი და სარდაფი. იდეოლოგია: მემარცხენეობა და მემარჯვენეობა. მეტაფიზიკა: ღმერთი და ეშმაკი. ყოფიერება და არარა). ეს არის მოგზაურობა საგნების ზედაპირული აღქმიდან მათი სიმბოლური სიღრმეებისკენ.