მალშტრემი Maelstrom: Franz Marc, German Expressionism and Modernism in Georgia

60,00 

ავტორი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

104

ISBN

9789941080043

მარაგში

აღწერა

ეს წიგნი გამოფენის კატალოგია, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით ორჯერ განხორციელდა თბილისში – 2015 წელს დ.შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში და 2017 წელს საქართველოს თეატრის, მუსიკის, ფილმის და ქორეოგრაფიის მუზეუმში (კურატორი ქეთევან კინწურაშვილი, დიზინერი დავით ჯანიაშვილი, ვიდეოინსტალაცია გიო ჯანიაშვილის). გამოფენის სრული დასახელება იყო: “მალშტრემი: ფრანც მარკი, გერმანული ექსპრესიონიზმი და მოდერნიზმი საქართველოში.” იდეა დაიბადა მცირე ზომის წიგნის საფუძველზე, რომელიც 1926 წელს გამოიცა თბილისში. მისი გარეკანის დიზაინი შესრულებულია გერმანელი მხატვრის, ფრანც მარკის ცნობილი ტილოს – “ვეფხვის” (1913) მიხედვით. წიგნში შესულია გრიგოლ რობაქიძის სამი დრამა: “ლონდა,” “მალშტრემი” და “ლამარა.” ქეთევან კინწურაშვილის და დავით ჯანიაშვილის წიგნში წარმოდგენილია ქართული თეატრისა და კინოს მხატვართა ესკიზები, შექმნილი 1920-30-იან წლებში, აღნიშნული დრამებისა და ასევე, თბილისში გერმანელი და ავსტრიელი ექსპრესიონისტი მწერლების პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლებისთის. ნამუშევრების ავტორები არიან: ირაკლი გამრეკელი, ლადო გუდიაშვილი, კირილე ზდანევიჩი, დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ბენო გორდეზიანი, პეტრე ოცხელი და სხვ. The book represents the exhibition held in 2015 at D. Shevardnadze Georgian National Gallery in Tbilsi. The exhibition “Maelstrom: Franz Marc, German Expressionism and Modernism in Georgia” was conceived as a multidisciplinary research within the exhibition environment. As a basis for the idea of exhibition a small-size book published in Tiflisi (Tbilisi) in 1926 was taken, representing a collection of Georgian Symbolist-Expressionist writer Grigol Robakidze’s early dramas. A basis for the cover design of the book is Franz Marc’s famous canvas “Tiger” (1912). The works created by W.Kandinsky, I.Gamrekeli, K.Zdanevich, L.Gudiashvili, D.Kakabadze, B.Gordeziani, P.Otskheli, and E.Akhvlediani presented at the exhibition tell us about the united strong wave of theater and cinema, literature and art created by the epoch of Modernism. (Author of idea and curator: Ketevan Kintsurashvili, designer of the exhibition: David Janiashvili, video installation: Gio Janiashvili).