დონ კიხოტი
32,95 ₾
| ავტორი | სერვანტესი |
|---|---|
| მთარგმნელი | ბაჩანა ბრეგვაძე |
| გამომცემლობა | პალიტრა L |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2021 |
| გარეკანი | მაგარი |
| გვერდების რაოდენობა | 1048 |
| ISBN | 9789941385384 |
| წიგნის სერია | პალიტრა კლასიკა |
მხოლოდ 2 ცალია მარაგში
ყველა დროის ყველაზე პოპულარული ლიტერატურული გმირი – „პალიტრა კლასიკაში“! მას ძეგლებს დღემდე უდგამენ, მასზე ფილმებს იღებენ და სპექტაკლებს დგამენ. დონ-კიხოტი – ჩაგრულთა ქომაგი, უკეთესი მომავლის იმედით სავსე მეოცნებე, მელანქოლიური ფილოსოფოსი, მებრძოლი და ფანტაზიორი – დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ სახედ, რომლის შექმნითაც მიგელ დე სერვანტესმა სამუდამოდ დაიკავა განსაკუთრებული ადგილი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. სერვანტესის წიგნი მარადიულ თემებზეა – მშვიდობაზე, ომზე, ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირებასა და ამ ბრძოლის დაუსრულებლობაზე, ხვალინდელი დღის იმედზე. ქართველ მკითხველს წილად ხვდა ბედნიერება, ამ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ ძეგლს ჩვენი დროის უდიდესი მოღვაწის, ბაჩანა ბრეგვაძის, ბრწყინვალე თარგმანით იცნობდეს.
