გაწ ჩვენ, თურმელები

12,95 

ავტორი
გამომცემლობა
ენა
გამოცემის წელი
გარეკანი
გვერდების რაოდენობა255
ISBN9789941355134
წიგნის სერია

არ არის მარაგში

არტიკული: 15548 კატეგორია:
აღწერა

თურმე… თეთრი, თლილი ქვის მრავალკარიან სახლში მცხოვრები თურმელები, ჯერ კიდევ ანთიმოზ თურმელის დროიდან, ამ კართა გავლით შედი-გამოდიოდნენ ერთმანეთის ყოველდღიურობაში. თურმე… ერთი მთავარი კარით გადიოდნენ და იკარგებოდნენ შეუცნობელ გარე წუთისოფელში, ხან უმნიშვნელო და ხანაც საბედისწერო მოგზაურობებში. თურმე… ზოგი ბრუნდებოდა, ზოგიც _ ვერ… “ჩვენ, თურმელები” _ ასე დაასათაურა ავტორმა, მისივე თქმით, ცხოვრების მთავარი წიგნი, ეპოქალური რომანი, რომელსაც საგვარეულო-გენეალოგიური არქიტექტონიკა აქვს, ხოლო წიგნს, ნაწარმოებში მრავალგზის ნახსენები საგვარეულო დიადემასავით, თავსართად უძღვის მრავალრიცხოვან თურმელთა უზუსტესი გენეალოგიური ხე. წიგნი თურმელთა გვარის ნაშიერთა ლამის უსრულ ხეტიალზეა ამ სამყაროს განედ-მერიდიანებზე. როდის? რატომ? როგორ? _ პასუხები კითხვებზე ამ მაღალოსტატურად მოთხრობილ, ერთი უზარმაზარი გვარის ცოდვა-მადლიან, სისხლითა და სიყვარულით გაჯერებულ საბედისწერო მატიანეშია.