გზა
14,90 ₾
| ავტორი | ნაჯიბ მაჰფუზი |
|---|---|
| მთარგმნელი | გოჩა კუჭუხიძე |
| გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2023 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 249 |
| ISBN | 9789941373800 |
| წიგნის სერია | ლიტოდისეა |
არ არის მარაგში
რომანი „გზა” ერთ-ერთი საუკეთესოა ნაჯიბ მაჰფუზის ნაწარმოებთა შორის და ფილოსოფიური აზროვნებითა და ადამიანის ფსიქიკის სიღრმისეული ცოდნით გამოირჩევა; მისთვის მრავალპლანიანობაა დამახასიათებელი;
ამასთან, ისე საინტერესოდ, ისეთი ექსპრესიით მოგვითხრობს მწერალი თავის პერსონაჟთა შესახებ, რომ ფილოსოფიური სათქმელი ოდნავადაც არ ამძიმებს ნაწარმოებს, ლაღად და ადვილად იკითხება და, ამავდროულად, მრავალგვარი ინტერპრეტაციის საფუძველს აძლევს მკითხველს.
ეს რომანი არაერთ ენაზეა თარგმნილი და მსოფლიოში კარგად არის ცნობილი, ქართულად იგი პირველად ქვეყნდება.
ნაჯიბ მაჰფუზი (1911-2006) დიდი ეგვიპტელი მწერალი, კლასიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ოცზე მეტი რომანისა და უამრავი მოთხრობის ავტორია.
მისი რომანი – „ჩვენი უბნის შვილები“ – „გარდიანის“ ბრიტანული ვერსიის მიერ მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო წიგნის სიაშია.
