სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან

19,50 

ავტორი

მთარგმნელი

გამომცემლობა

ენა

გამოცემის წელი

გარეკანი

გვერდების რაოდენობა

552

ISBN

9789941833335

მხოლოდ 1 ცალია მარაგში

აღწერა

ეს კრებული აერთიანებს სხვადასხვა დროს დაწერილ ოთხ, სტილისტურად სრულიად განსხვავებულ კინომოთხორობას – „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“, „შემოდგომის სონატა“, „პირისპირ“ და „გველის კვერცხი“, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმებს დაედო საფუძვლად. როგორც გიორგი გვახარია ამბობს წიგნის წინასიტყვაობაში, ეს სწორედ კინომოთხრობებია და არა – კლასიკური სცენარები. ეს არის კინოსახეებში დაწერილი მოთხრობები, ტექსტები, დაწერილი „ვიზუალური სიტყვებით“, რასაც სხვა სცენარისტები იშვიათად ახერხებენ. ბერგმანის ფილმების გაგება შეუძლებელია მხოლოდ სიტყვის წაკითხვით და მოსმენით – სიტყვის დანახვის სურვილი უნდა გქონდეს! ორიგინალში როცა არ კითხულობ, თავად მთარგმნელი უნდა დაგეხმაროს ამ უცნაური რიტუალის ჩატარებაში. ბოლოს და ბოლოს, ეს პროცესი – ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა, ფორმისა და განწყობილების ცვლილება, წინააღმდეგობათა მუდმივი ერთიანობა ხომ ინგმარ ბერგმანის პოეტიკის არსს განსაზღვრავს! ეს არის მთავარი მაია ფანჯიკიძისა და მზია გალდავაძის მიერ თარგმნილ ტექსტებში, რომლებიც ამ წიგნში შევიდა – კინემატოგრაფიული სახიერება და ისეთი რიტმი, რომელმაც ბერგმანის სიტყვა-სახეებში შეღწევის, მათი ჭვრეტის საშუალება უნდა მისცეს მკითხველს.