ნუ მოკლავ ჯაფარას
22,00 ₾
ავტორი | |
---|---|
მთარგმნელი | |
გამომცემლობა | |
ენა | |
გამოცემის წელი | |
გარეკანი | |
გვერდების რაოდენობა |
360 |
ISBN |
9789994054251 |
მარაგში
„ნიუ იორკერმა” ეს წიგნი მარტივად, ორი სიტყვით დაახასიათა: აბსოლუტურად გენიალური”. დარწმუნებული ვარ: როგორც კი წაიკითხავ, დაეთანხმები.
სულ ერთია, საკუთარი ბავშვობა ბედნიერად გახსენდება თუ არა – ჰარპერ ლი ბედნიერ ბავშვობაში დაგაბრუნებს. აღმოაჩენ, რომ მამა უბრალოდ ძალიან კარგი კაცი კი არა, არაჩვეულებრივი მსროლელიცაა, ყველაზე უშიშარიც და იცი, ნამდვილი გმირიც კი! აღმოაჩენ, რომ ვისიც გეშინოდა, ყველაზე კარგი მეგობარია. თურმე, ვისაც ზემოდან უყურებდი, ისეთი კარგები ყოფილან, ვერც კი წარმოიდგენდი. რა კარგი ყოფილა ბავშვობა!
რასაკვირველია, ამქვეყნად ძალიან დიდი ბოროტება და სიბნელეც არსებობს, მაგრამ ნახე, წიგნში რა ხდება, და აღარც ამ ბოროტების შეგეშინდება. თუმცა, ვტყუი. შეგეშინდება, მაგრამ ნაკლებად.
და კიდევ: თუ აქამდე არ იცოდი, დაუჯერე ყველაზე მაგარ ბიჭს და ნურასდროს მოკლავ ჯაფარას. „ერთადერთი, რასაც ჯაფარა შვრება, ისაა, რომ მღერის და გვართობს… ცუდს არაფერს სჩადის და ადამიანს არაფერს უშავებს, მხოლოდ გალობს და გალობს და გალობით გვატკბობს.”
აი, რატომაა ცოდვა ჯაფარას მოკვლა.
ანა კორძაია-სამადაშვილი