კრიმინოლოგია

42,00 

ავტორი
გამომცემლობა
ენა
გამოცემის წელი
გარეკანი
გვერდების რაოდენობა316
ISBN9789941989193

მარაგში

არტიკული: 2266 კატეგორია:
აღწერა

წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანია სამართალდამცავი სპეციალისტების განსაკუთრებული კრიმინოლოგიური აზროვნების განვითარება, რაც მთელი რიგი გარემოებებითაა განპირობებული.
მისი მიზანია გაგვაცნოს კრიმინოლოგიის მეცნიერების ძირითადი დებულებები და დანაშაულებათა თავიდან აცილების თეორია, რომელიც გამოიყენება სამართალდამცავი მოქმედებების დროს. ამიტომაც იგი შეიცავს ლოგიკურად ურთიერთდაკავშირებულ სამ ძირითად ნაწილს: საერთო კრიმინოლოგიას, განსაკუთრებულ კრიმინოლოგიასა და სპეციალურ კრიმინოლოგიას.
კრიმინოლოგიის საერთო ნაწილი წარმოადგენს კრიმინოლოგიის თეორიულ-მეთოდოლოგიური, ისტორიული და მეთოდური ასპექტების ერთობლიობას, რომელიც ქმნის ამ სოციალურ-სამართლებრივი მეცნიერების საგნობრივ ბაზას და ადგენს მისი კვლევების თეორიულ საზღვრებს. საერთო ნაწილის თემები ეხება:
პირველ რიგში _ კრიმინოლოგიის მეცნიერული საფუძვლების (კრიმინოლოგიური მეცნიერების სისტემა, მისი ისტორია, თეორია, მეთოდოლოგია, საგანი) შესწავლას;
მეორე რიგში _ საგნის თავისებურებების (დამნაშავეობა, დამნაშავეობის მიზეზები და პირობები, დამნაშავის ვინაობა, დანაშაულის თავიდან აცილება) შესწავლას;
მესამე _ დასახელებული მოვლენების შემეცნების საშუალებების (კრიმინოლოგიური გამოკვლევების მეთოდიკა, კრიმინოლოგიური პროგნოზირება) შესწავლას;
მეოთხე _ დანაშაულებათა თავიდან აცილების ორგანიზაციის ზოგადი საკითხების შესწავლას.
განსაკუთრებული ნაწილი, საერთო კრიმინოლოგიის თეორიულ დებულებებზე დაყრდნობით, განიხილავს კრიმინოლოგიური მახასიათებლებისა და დანაშაულისა და დამნაშავეობის ცალკეული ტრადიციული სახეობების საკითხებს (ახალგაზრდული, რეციდივური, პროფესიონალური, ჯგუფური, ორგანიზებული, ეკონომიკური, ძალადობრივი, ანგარებიანი, გაუფრთხილებელი), აგრეთვე, თანამედროვე რუსეთის დამნაშავეობის სპეციფიკაზე ასახულ იმ ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია ხარისხობრივად ახალ კრიმინალურ პროცესებსა და ტენდენციებზე (იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა, ერთაშორისი და კონფესიონალური კონფლიქტები, ტერორიზმი, კომპიუტერული დამნაშავეობა). განსაკუთრებული ნაწილი დამნაშავეობაზე სოციალურ-სამართლებრივი კონტროლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილების შესწავლით სრულდება.
სპეციალური ნაწილი ეძღვნება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში კრიმინოლოგიური ცოდნის გამოყენებას. აქ განხილულია პიროვნების, საზოგადოების, სახელმწიფოს (სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და ქვეყნის განვითარების თანამედროვე ეტაპის სამართლებრივი რეალიების გათვალისწინებით) კრიმინოლოგიური უსაფრთხოების თეორიისა და პრაქტიკის თავისებურებები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისათვის, ასპირანტებისათვის, იურიდიული სპეციალობის უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლებისათვის, აგრეთვე მოსამართლეებისათვის, სამართალდამცავი ორგანოების პრაქტიკოსი მუშაკებისა და ადვოკატებისათვის.