ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა
15,00 ₾
| ავტორი | კატერინა ბაბკინა |
|---|---|
| მთარგმნელი | ნინო ნასყიდაშვილი, სოფიო ჩხატარაშვილი, ივანე მჭედელაძე |
| გამომცემლობა | სიესტა |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2023 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 160 |
| ISBN | 9789941987700 |
| წიგნის სერია | თანამედროვე უცხოური პროზა |
მხოლოდ 1 ცალია მარაგში
„ეს კრებული ჩაფიქრებულია, როგორც სხვადასხვა ამბის მეშვეობით მოთხრობილი ერთი ისტორია, – ამბობს კატერინა ბაბკინა მოთხრობების კრებულზე „ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა“. ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალი აღნიშნავს, რომ მას აინტერესებს თავისი ქვეყნის წარსული, ოღონდ არა როგორც რაღაც აბსტრაქტული მოვლენების ნუსხა, არამედ როგორც კონკრეტული, სრულიად უბრალო ადამიანების გამოცდილება. „მინდა ვიცოდე, რამ ჩამოაყალიბა თანამედროვე უკრაინელები ისეთად, როგორებიც ისინი დღეს არიან: რომელმა ტრაგედიებმა, რა გასაჭირმა, რა გარემოებებმა, რომელმა საზოგადოებრივმა ნორმებმა.“ „ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა“ აერთიანებს მცირე ზომის 12 მოთხრობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული ხუთი ოჯახის ისტორიას გვიამბობენ. მოქმედება ხან 1920-იანი წლების ხარკოვში ხდება, ხან 21-ე საუკუნის დონბასში, ავტორი გვერდს არ უვლის არც მეორე მსოფლიო ომის ტრავმებს, და არც ჰოლოდომორის ტრაგედიას, ოღონდ ამ ყველაფერს ახერხებს ცალკეული ადამიანებისა და მათი ოჯახების ისტორიების გადმოცემის გზით.
