ღამე ჩილეში
13,90 ₾
| ავტორი | რობერტო ბოლანიო |
|---|---|
| მთარგმნელი | ირინა კვაჭანტირაძე |
| გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
| ენა | ქართული |
| გამოცემის წელი | 2024 |
| გარეკანი | რბილი |
| გვერდების რაოდენობა | 148 |
| ISBN | 9789941376184 |
| წიგნის სერია | FICCIONES – ფიქციები |
მხოლოდ 1 ცალია მარაგში
2000 წელს გამოქვეყნებული „ღამე ჩილეში“, რომელშიც მოქმედება ერთი ღამის განმავლობაში ვითარდება, ოპუს დეის წევრისა და ლიტერატურის კრიტიკოსის, პადრე სებასტიან ურუტია ლაკრუას შემაძრწუნებელი მონოლოგია. ის ფიქრობს, რომ კვდება. ციებ-ცხელების დროს მეხსიერებაში ამოუტივტივდება ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები და როგორც რეალური, ისე წარმოსახვითი პერსონაჟები ურჩხულებად ევლინებიან. მისი მოგონებები მე-20 საუკუნის შუა ხანების ჩილეს ისტორიასა და ლიტერატურას ერწყმის.
ნაწარმოები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ორი აბზაცისგან შედგება: პირველი აბზაცი პადრე ურუტია ლაკრუას მონოლოგია, მეორე კი მხოლოდ ერთი სტრიქონია.
ბოლანიოს სიტყვებით, მან „ღამე ჩილეში“ შეუჩერებლად დაწერა და, სტილის თვალსაზრისით, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ოდესმე აღმოჩენილა.
