არტურ შნიცლერი
ლეიტენანტი გუსტლი
10,00 ₾ავსტრიელი პროზაიკოსი და დრა¬მა¬ტურგი არტურ შნიცლერი (1862-1931), განათლებით ექიმი, იშვიათი წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს სამედიცინო და სამწერლო მოღვაწეობას. 1880-იანი წლების მეორე ნახევარში გამოაქვეყნა თავისი პირველი მოთხრობები და პიესები და მალე „იმპრესიონიზმად“ მონათლული ლიტერატურუ¬ლი მიმართულების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლადაც იქცა. მე-20 საუკუნის დამდეგს შნიცლერის შემოქმედებით დაინტერესება საქართველოშიც დიდი იყო. მისი რამდენიმე ნოველა ითარგმნა და დაისტამბა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში, ხოლო 1907 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა პიესა „ფერხული“. ნოველა „ლეიტენანტი გუსტლი“ შინაგანი მონოლოგის ტექნიკის ერთ-ერთი პირველი ძეგლია მსოფლიო ლიტერატურაში. იგი 1900 წელს დაიწერა – ჯეიმზ ჯოისის „ულისეზე“ 22 წლით ადრე.
ტერეზა ქალის ცხოვრების ქრონიკა
34,90 ₾ამბავი, რომელსაც ავსტრიული ლიტერატურის კლასიკოსი, ვენური მოდერნიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მე-19-20 საუკუნეების მიჯნის საზოგადოების ფსიქოპორტრეტის მკვლევარი არტურ შნიცლერი გვიყვება, ასი წლის წინ მოხდა, თუმცა ასი წლის წინ არ დაწყებულა.
„ტერეზა“ არ გახლავთ ერთი ქალის ამბავი, არამედ ამბავია ქალისა, რომელიც არაფერს ითხოვდა დანახვის, აღიარების, სიყვარულის, ბოლოს კი სიმშვიდის გარდა – მხოლოდ იმას, რაც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ცხოვრების, ცხოვრების ხალისის, ცხოვრების სურვილისათვის.
ტერეზა წიგნის მთავარი გმირია, თუმცა ავტორისთვის, მასთან ერთად კი მკითხველისთვისაც, უფრო საინტერესო იმ საზოგადოების კვლევაა, რომელიც ფართოდ დახუჭული თვალებით მიუყვება ერთი გოგონას ცხოვრებას. ეს არის საზოგადოება, რომელიც გაკიცხვისა თუ შეცოდების, თანაგრძნობისა თუ გამხნევების პოლუსებზე ისე ინაცვლებს, რომ ვერც ხვდება, რომ ამ სამსჯავროს ერთ ჩვეულებრივ, თავისნაირ ადამიანს უწყობს.