Showing all 8 resultsSorted by latest

მამლუქი

11,90 

„მამლუქის“ სიუჟეტი დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქის მკვიდრი ბიჭის, ბესოს გარშემო ვითარდება. საბჭოთა სამხედრო სამსახურის გაწვევით ავღანეთში აღმოჩენილი ბესო უცნაური შემთხვევის წყალობით გადაურჩება სიკვდილს. ამ შემთხვევის მიზეზი ისლამ სულთანოვია, ქირბალის ხანების შთამომავალი, საბჭოთა რეჟიმის მიერ გადასახლებული და შემდეგ თბილისიდან დასავლეთის იმ პატარა ქალაქში განდევნილი ბრძენკაცი, სადაც ბესოს ოჯახი ცხოვრობს. ისლამს კინოსტუდია აბარია. თანაქალაქელებს უჩვეულო, კარჩაკეტილ კაცად მიაჩნიათ, მაგრამ ბესოს მასთან განსაკუთრებული, საბედისწერო სიახლოვე აკავშირებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შავბნელი დრო დგება, ქვეყანა აირევა. ისლამ სულთანოვი აღმოსავლური სიდინჯით და შორსმჭვრეტელი თვალით აკვირდება ყველაფერს და ბესოს ხშირად არიგებს, მის ცხოვრებას მიმართულებას აძლევს.

„მამლუქი“ პირველად 2009 წელს გამოიცა. 2010 წელს მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „წლის საუკეთესო ქართული რომანის“ პრემია.

კანარის ჩიტი

15,00 

ეს წიგნი, სრულად ილუსტრირებული საშობაო ზღაპარი ბავშვებისთვის, წმინდა ნინოს სახელობის ფოკის დედათა მონასტრის პროექტია.

ძველი გულებისა და ხმლისა

11,90 

„სხვანაირი მოქცევა კი აქვთ, ჩვენთვის უცხო და მიუღებელი, მაგრამ რაღაცნაირი რაინდობა მოსდგამთ, რომელიც არ შეიძლება არ გხიბლავდეს,“ – ასე ახასიათებს აკა მორჩილაძის ახალი რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი, რუსი ქალბატონი, ქართველებს.

რომანში მოქმედება 1828 წელს ხდება: მალე რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყება, საქართველოს დაპყრობიდან კი თითქმის მეოთხედი საუკუნეა გასული. რუსი დამპყრობლები არ იცნობენ ქართველებს და მათ კულტურას. ანდა რა გასაკვირია, თავად ქართველებიც ხომ არ იცნობდნენ საკუთარ კულტურასა და ერთმანეთს: მათაც საქართველო ხან ერთი ეგონათ და ხან ორი – ლიხს იქით და ლიხს აქეთ.

რუსი პოლკოვნიკისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ მოკლა ბადუნა ფავნელმა ოფიცერი გეხტი, რომელიც თბილისის ბაზარში რუსი ქალიშვილების თავის მოსაწონებლად სპარსელ მეშაქარლამეს ტკბილეულს უნადგურებდა.

ტყვეებით მოვაჭრე თათარი აზიზ-ბეი, ადამიანების გამტაცებელი ქართველი აჩიკ-ბაში, რუსი პოლკოვნიკი ენკელი, მისი ქალიშვილი ეკატერინა, ყაჩაღი გოგია ნუკრაძე, პორუჩიკი მანველოვი და ახალგაზრდა ქართველი აზნაური ბადუნა ფავნელი – ამ პერსონაჟების ბედი უცნაური ხლართებით უკავშირდება ერთმანეთს და გმირების ტრაგიკული ისტორია ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

Maid in Tiflis

17,90 

აკა მორჩილაძის Maid in Tiflis ამბებითა და თავგადასავლებით დახუნძლული რომანია. ავტორი ამჯერად ორი თბილისელი ბიჭის თბილისურ მეგობრობაზე მოგვითხრობს.

თორმეტი წიგნისგან შედგენილ რომანში თბილისურ-ჰოლანდიურ-სანტაესპერანსულ-ლენინგრადული ამბები ძალიან ბუნებრივად და ჩვეულებრივად უკავშირდება და აგრძელებს ერთმანეთს.

აქ წაიკითხავთ სრულიად სხვადასხვანაირად და ძალზე საინტერესოდ მოთხრობილ სასიყვარულო ამბებს ვარსქენ პიტიახშისა და დედოფალი შუშანიკის ისტორიიდან მოყოლებული პლეხანოველი მოგელასა და შირაზის ვარდის და ბარნოველი ლევიკოსა და ხუთი საბჭოელი ქალის თავგადასავლებით დამთავრებული.