მრავალგზიანი სახლი

26,90 

შარმეინ ბეიკერისთვის დიდი ბიძია უილიამის პატარა სახლის მოვლა ადვილი უნდა ყოფილიყო. საქმე იმან გაართულა, რომ მისთვის “დიდი ბიძია უილიამი” სხვებისთვის სამეფო კარის ჯადოქარი ნორლანდია. პატარა სახლი კი — დროსა და სივრცეს ამრუდებს, მისი კარი მრავალ გზას ხსნის: საძინებლისკენ, სამზარეულოსკენ, მთისქვეშა ქვაბულებისკენ, სამეფო რეზიდენციისკენ და ხანაც წარსულისკენ.

ამ კარის შეღებით შარმეინმა არა მარტო სახლზე აიღო პასუხისმგებლობა, არამედ ერთობ ჯადოსნურ მაწანწალა ძაღლზე, ჯადოქრის გონებაგაფანტულ შეგირდსა და მეფისთვის ფრიად მნიშვნელოვანი დოკუმენტების დასტაზეც.

მისივე წყალობით გადაეყარა თავზარდამცემ ლაბაკს, გააღიზიანა პატარა ლურჯი არსებების მთელი ტომი და განძზე გაჩაღებული ძიების შუაგულშიც ამოყო თავი. მეფე და მისი ასული სასოწარკვეთით ეძებენ ზღაპრულ ელფთაძღვენს და დასახმარებლად გრძნეულ სოფისაც კი უხმობენ. და სადაც სოფია, იქვე ახლოს ხომ ჯადოქარი ჰაული და ცეცხლის დემონი კალციფერიც იქნებიან? რა თქმა უნდა, ასეთი მაგიური ოჯახის მონაწილეობით ქაოსი და მოულოდნელი აღმოჩენები სრულიად გარდაუვალია.

ციხე-კოშკი ღრუბლებში

24,90 

დაიანა უინ ჯონსის ჰაულის ტრილოგიის მეორე წიგნში მოქმედება ინგარის სამეფოსგან შორს, სამხრეთით მდებარე რაშპუტის სასულთნოში ხდება.

ხალიჩების ახალგაზრდა ვაჭარი, აბდულა, მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევა და თავის ფარდულში, გასაყიდ ხალიჩებზე გაშოტილი ოცნების კოშკებს აგებს, სანამ უდაბნოს მწირი მფრინავ ხალიჩას არ მიჰყიდის. ამის შემდეგ იწყება აბდულას თავგადასავალი, მაგრამ ის მარტო არ არის. წინაღობების დაძლევაში მას ხან ეხმარებიან, ხანდახან კი ხელს უშლიან, გაქუცული ხალიჩა, ჭირვეული ჯინი, გაიძვერა ჯარისკაცი და თავნება შავი კატა. ამ ჭრელ საზოგადოებასთან ერთად, იფრითების, მოჯადოებული არსებების, ხალხმრავალი ბაზრების, უდაბნოში მოთარეშე ყაჩაღებისა და სულთნების სამყაროში იმოგზაურებთ.

დატრიალებულ ამბებში ჩვენს საყვარელ მოკინკლავე წყვილსა და ცეცხლის ბურთსაც აღმოაჩენთ.