მაიმუნი მაკაკი და სხვა ამბები

17,00 

შვილის ბედნიერებასა და წარმატებაზე მშობლები მისი დაბადებიდანვე ზრუნავენ, რადგან სამომავლო წინსვლას დიდწილად განაპირობებს ის უნარ-ჩვევები, რომელთაც საფუძველი სკოლაში მისვლამდე ეყრება. 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მხატვრული ტექსტების შექმნა საკმაოდ რთულია, რადგან ავტორმა კარგად უნდა იცოდეს ბავშვის ასაკობრივი განვითარების ფსიქოლოგია, ზუსტად უნდა ითვალისწინებდეს სკოლამდელთა გონებრივ შესაძლებლობებსა და ინტერესებს. იაკობ გოგებაშვილის საბავშვო და საყმაწვილო პრემიის ლაურეატის, მასწავლებელთა ეროვნული პრემიის მფლობელის, თამარ ადამიას კიდევ ერთი შემეცნებითი წიგნი სწორედ ამ თავისებურებებით გამოირჩევა. მხიარული ამბები ბავშვს ამშვიდებს და ფერად სამყაროში ამოგზაურებს. მის წარმოსახვაში ცოცხლდებიან პერსონაჟები, იბადებიან აზრები და ბავშვი მშვიდად იძინებს. ამ ტექსტებით ბავშვები გაიმდიდრებენ სიტყვათა მარაგს, აიმაღლებენ ემოციურ ინტელექტს, ისწავლიან გააზრებას, განივითარებენ წარმოსახვას, ყურადღებას, სმენით მეხსიერებასა და მეტყველებას.

რებუსებიანი წიგნი

5,90 

ჩემს კრებულში შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული რებუსი-ზღაპრებია თავმოყრილი და განკუთვნილია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებმაც ეს-ესაა წერა-კითხვა ისწავლეს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბავშვები (და არა მარტო ბავშვები) წაკითხულიდან 10 პროცენტს იმახსოვრებენ, დათვალიერებისას – 30 პროცენტს, მოსმენისას კი მხოლოდ – 20 პროცენტს. სწორედ ეს ფაქტორი გავითვალისწინე ჩემს ზღაპრებსა და მეთოდიკაში, რომელსაც უკვე მრავალი წელია, პრაქტიკაში ვიყენებ.