იასუნარი კავაბატა
ძველი დედაქალაქი
17,95 ₾იასუნარი კავაბატა — პირველი იაპონელი ავტორია, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. თავდაპირველად მხატვრობაზე მეოცნებე კავაბატა მწერლობის გზას 12 წლის ასაკში დაადგა და იაპონური ლიტერატურის ერთ-ერთ უმთავრეს ხმად იქცა.
„ძველი დედაქალაქი“ ავტორის ყველაზე ლირიკულ და პოეტურ რომანად ითვლება. კავაბატა ნატიფი, თითქმის მუსიკალური ენით აღწერს ტრადიციებისა და ბუნებრივი ჰარმონიის თანდათანობით გაქრობას თანამედროვე იაპონიაში — მტკივნეულ პროცესს, რომელსაც თითოეული პერსონაჟი დიდი სიფაქიზით და ღრმა სევდით ეხება.
კიოტოში, ძველ დედაქალაქში, ცხოვრობს ახალგაზრდა ქალი — ჩიეკო, რომელიც ბავშვობაში ტაძართან მიტოვებული იპოვეს და იშვილეს. მისი ცხოვრება, ერთი შეხედვით, ჰარმონიულია, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა მოულოდნელად ჩიეკო თავის ტყუპისცალს გადაეყრება. ეს შეხვედრა ჩიეკოს აიძულებს, თავისი წარსული, იდენტობა და მთელი სამყარო ხელახლა გადააფასოს
მთის ხმა
27,00 ₾იასუნარი კავაბატა (1899-1972) პირველი იაპონელი მწერალია, რომელიც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოეს. მან ადრე დაკარგა მშობლები და ბიჭის აღზრდა ბაბუამ ითავა; თუმცა, 15 წლისას ბაბუაც გარდაეცვალა და მოზარდი სრულიად ობლად დარჩა. კრიტიკოსები და ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ კავაბატას შემოქმედება ამ ობლობისა და მარტოობის ტრავმის დაძლევის მცდელობაა. რომანი „მთის ხმა“ ისეთივე თვითმყოფადია, როგორიც თავად იაპონური კულტურაა, რომლის წვდომასაც მწერალი ემსახურება. რომანის მთავარი პერსონაჟია შინგო ოგატა, სამოც წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელიც ებრძვის ცხოვრების სასრულობას. „მთის ხმა“ უჩვეულოდ მშვიდი, ფაქიზი და „არომატული“ ტექსტია, როგორც შინგოს მიერ საკუთარ ბაღში გასხლული ბუჩქების ნაზი ტკაცუნი, ანაც – ტოტებს შორის ამოსული საკურის ყვავილის სურნელი. ერთმა კრიტიკოსმა რომანს „მშვენიერი სიმშვიდით“ დაწერილი „ბობოქარი წიგნი“ უწოდა.