აჩვენებს %d შედეგს

დიდი უცხოელი

25,00 

„ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებითად, დღეს ჩვენ აღარ გვჯერა პოლიტიკური თავისუფლების, და ოცნება, ყბადაღებული ოცნება ბორკილახსნილ ადამიანზე დღეს უკვე სასაცილოდ იქცა. მრავალ ქიმერას შორის, რა დაგვრჩა ჩვენ? რამდენიმე სიტყვის ნაცარი. და ჩვენს შესაძლებლობას, ჩვენს დღევანდელ შესაძლებლობას, უკვე აღარ ვანდობთ არც საგნებს, არც ადამიანებს, არც ისტორიას, არც ინსტიტუციებს, ჩვენ მას ნიშნებს ვანდობთ.

სამყაროში, სადაც ღმერთი საბოლოოდ მკვდარია და სადაც იციან, მიუხედავად დაპირებებისა, მარჯვნიდან იქნება თუ მარცხნიდან, რომ ვეღარ იქნებიან ბედნიერები, ენა იქცევა ჩვენს ერთადერთ რესურსად, ერთადერთ წყაროდ. ჩვენი მეხსიერების ორმოში, და ჩვენს ყოველ სიტყვაში, ყოველ სიტყვაში, რომელიც ჩვენს თავში დაჭენაობს, გიჟად ყოფნის დიდებული თავისუფლება გვიბრუნდება. და შესაძლოა ამიტომაცაა, რომ ჩვენს ცივილიზაციაში შეშლილობის გამოცდილება გამორჩეულად მწარეა და გარკვეულწილად, ჩვენი ლიტერატურის საზღვარსაც წარმოადგენს, რომლის მიღმაც უღრანი ტყეა.

ტყუილია, რომ ენა საგნებს მიემართება იმისთვის, რათა ისინი თარგმნოს; საგნები, პირიქით, ენაში შეცულან და შეხვეულან ჩაძირული განძივით, ჩუმად, ზღვის დიად გრგვინვაში. სიტყვები, მათი შემთხვევითი შეხვედრა, მათი არევა, მათი პროტოპლაზმური ტრანსფორმაციები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ერთდროულად ნამდვილი და ფანტასტიკური სამყარო იშვას, ჩვენს ბავშვობაზე ბევრად ძველი…“

მიშელ ფუკო