პროფესია ფოტოგრაფი

67,00 

ამ შესანიშნავ. გასაგები ენით დაწერილ წიგნში, ეზიარებით, თუ რა არის ფოტოაპარატი და რა ტექნიკური ჯადოქრობის დამსახურებით ვიღებთ სურათებს,გაეცნობით ფოტოგრაფიის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს, ფოტოთხრობასთან დაკავშირებულ სასარგებლო რჩევებს, ღია და ფარული გადაღების ხერხებს; გაიგებთ, სად და რატომ ეზღუდებათ ფოტოგრაფებს მუშაობა, რა არის საავტორო უფლებები, როგორ იღებენ საარჩევნო კამპანიებს და სხვა უამრავ, თქვენთვის გამოსადეგ რამეს.

ვიდრე ვარ-ხარ

21,60 

წიგნი „ვიდრე ვარ ხარ“ ოლიკო ცისკარიშვილის ლექსების მეოთხე კრებულია, რომელიც მის ბოლოდროინდელ შემოქმედებას აერთიანებს. მის პოეზიაში მხატვრული ოსტატობით არის გადმოცემული ყოფიერებითი სევდა და გამოხატულია სხვადასხვა ადამიანური ცნებები სიყვარულთან, სიცოცხლესთან და სიკვდილთან დაკავშირებით. პოეტი თავისი სათქმელის გადმოცემას ალეგორიების მეშვეობით ცდილობს და ხშირად გარდაქმნის განცდებს ბუნებრივ მოვლენებად, როგორებიცაა: ქარი, წვიმა, გაზაფხული და ზამთარი…