ჟან ჟიონო
უსიხარულო მეფე
14,95 ₾ჟან ჟიონო მე-20 საუკუნის ფრანგული ლიტერატურის გამორჩეული ფიგურაა. პროვანსში დაბადებული მწერლისთვის სწორედ ეს რეგიონი და სოფლური ყოფა გახდა შთაგონების წყარო. მწერალი 1939 წელს ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე, თუმცა, მეორე მსოფლიო ომის წინ არაპოპულარული პაციფისტური შეხედულებებს გამო, არ მიანიჭეს. სამაგიეროდ, 1990 წლიდან მისი სახელობის პრემია Le Prix Jean Giono გადაეცემათ მაღალი ლიტერატურული ღირებულებების ერთგულებით გამორჩეულ მწერლებს. საფრანგეთის ტრიევის ოლქის ერთ შორეულ სოფელში ზამთრის მოქუფრულ დღეებში სოფლის მცხოვრებნი უკვალოდ ქრებიან. ჟანდარმერიის კაპიტანი ლანგლუა ცდილობს გაარკვიოს ამ გაუჩინარებათა საიდუმლო. ყველაფერი კი ასე დაიწყო: თავიდან პერსონაჟი იყო ხე _ წიფელი, მერე მოულოდნელად დანაშაული იხსნება _ ხის ტოტოებში გვამი აღმოჩნდება. ჯერ ხე იყო, მერე მსხვერპლი. მსხვერპლს მოჰყვება მკვლელი, მკვლელს _ განმსჯელი. და ეს რომანი დამნაშავის განმსჯელზეცაა. და კიდევ, ეს უსიხარულო მეფის უჩვეულო თავგადასავალია!