Showing all 4 resultsSorted by latest

შუაღამის შვილები

29,95 

1947 წლის 15 აგვისტო, საათის ისრები შუაღამეს უახლოვდება – ინდოეთი ბრიტანული იმპერიისგან დამოუკიდებლობას მოიპოვებს, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ათას ერთი ბავშვი იბადება. „შუაღამის შვილები” უჩვეულო ნიჭით არიან დაჯილდოებულნი, ერთ-ერთი მათგანია სალიმ სინაი – ბიჭი, რომლის ბედიც ახალშობილი სახელმწიფოს ბედისწერას გადაეჯაჭვა. რომანის შუაგულში მდგომი, დიდი ისტორიის მძევლად ქცეული სალიმ სინაი ცდილობს

საკუთარი ხმა ეპოქალურ ქაოსში იპოვოს.

„ᲛᲔ ᲕᲐᲠ ᲘᲡ, ᲕᲘᲜᲪ ᲑᲔᲓᲘᲡᲬᲔᲠᲐᲛ ᲬᲘᲜᲓᲐᲬᲘᲜ ᲒᲐᲓᲐᲯᲐᲭᲕᲐ ᲗᲐᲕᲘᲡᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐᲡᲗᲐᲜ“.

სალმან რუშდი

„შუაღამის შვილები” ერთგვარი მოგზაურობაა, სადაც კულინარიული რეცეპტები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ომის სტრატეგიები, ხოლო ოჯახური საიდუმლოებები – როგორც სახელმწიფო გადატრიალებები. ეს არის რომანი მათთვის, ვისაც ლიტერატურაში მასშტაბი, ფანტაზია და დაუნდობელი გულწრფელობა უყვარს.

სალმან რუშდი ოსტატურად აერთიანებს მაგიურ რეალიზმსა და ისტორიულ პროზას, ერთმანეთში აქსოვს მითებს, ზღაპრებსა და სასტიკ ისტორიულ სინამდვილეს. რომანის პერსონაჟები ყნოსვით, სურნელის ნაცვლად, მომავალს გრძნობენ, ხოლო პირადი ტრაგედიები ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისებს ემთხვევა. ინდური ბაზრების ხმაური და სანელებლების სურნელი მრავალხმიან ექსპერიმენტულ ენას ქმნის, რომელიც ფიზიკურ შეგრძნებებს იწვევს.

„შუაღამის შვილებმა” ბუკერის პრემია 1981 წელს მოიპოვა, მოგვიანებით 1993 წელს მიენიჭა „ბუკერებს შორის ბუკერის” (Booker of Bookers), ხოლო 2008 წელს – „ბუკერის საუკეთესო ნაწარმოების” (The Best of the Booker) ტიტული.

კიშოტი

30,90 

წიგნში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

შეიძლება, ბომბეიდან ლონდონამდე და ნიუ იორკამდე წარმოსახვითი გვირაბი გათხარო, გამოიარო, ბავშვობის მოგონებების ნაწილი თან წამოიღო, ზოგი კი უკან მოიტოვო ან, სულაც, ნაღმებივით გზადაგზა მიმოფანტო – ერთ დღესაც თავადვე რომ დაადგა არეული ფეხი.

შეიძლება, ვარსკვლავებს მინდობილმა ნატვრა ჩაუთქვა და ჯეპეტოს ახალი სადარდებელი გაუჩინო – საკუთარი წარმომავლობის, კანის ფერის, რელიგიური კუთვნილებისა და სიყვარულის საიდუმლოს მაძიებელი არსება.

შეიძლება, ერთდროულად ორი ადამიანიც იყო – მარადიული ღიმილით სახედადაღული მოხეტიალე მოხუცი ან ჯაშუშური რომანების ავტორი „დონ კიხოტეს“ გადაწერის ამბიციითა და თავის პერსონაჟზე არანაკლები ნაღმებით ფეხქვეშ.

პერსონაჟების კვალდაკვალ ამ გვირაბს კიდევ ერთხელ გაივლის სალმან რუშდი, რომელმაც თხრა მრავალი წლის წინ დაიწყო, უამრავ ნაღმზე გაიარა, სამყარო ორივე თვალით შეისწავლა და მიხვდა – შესაფასებლად ერთიც იკმარებდა.