უილიამ შექსპირი
რომეო და ჯულიეტა
14,95 ₾მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე სახელგანთქმული შეყვარებულების, რომეოსა და ჯულიეტას, ხანმოკლე ვნებისა და ტრაგიკული აღსასრულის ამბავი ნებისმიერმა იცის, მაგრამ ბევრმა მხოლოდ მეორადი წყაროდან – ფილმიდან, სპექტაკლიდან, ადაპტირებული ვერსიიდან. პირველწყაროს ხელში ასაღებად მკითხველს ბევრი წინაღობის გადალახვა უწევს. ერთ-ერთი ფორმაა – „რომეო და ჯულიეტა“ პიესაა (და არა რომანი), თანაც ალაგ-ალაგ გალექსილი. სხვა წინაღობა ავტორია – შექსპირი კლასიკოსია (და არა თანამედროვე), ეს კი, უმეტესად, რთულ და მოსაწყენ საკითხავს მოასწავებს.
კომედიები
14,95 ₾აღორძინების ეპოქის დიდი დრამატურგის უილიამ შექსპირის კომედიები დღესაც აქტუალურია. მათი სიუჟეტი ჟანრობრივად თუ თემატურად განსხვავებულია, მაგრამ ყველას ერთი რამ აერთიანებს – მხიარულება და საინტერესო გმირები. შექსპირი ადამიანს შეახსენებს, რომ სიყვარული და სამართლიანობა ინტრიგებზე, სიხარბეზე, სიჯიუტესა და ბოროტებაზე ძლიერია, რომ საკუთარი ბედნიერების შემოქმედი თავად ჩვენ ვართ.
პოემები
20,00 ₾თუკი დღეს უილიამ შექსპირის მნიშვნელობა პირველ რიგში მისი უდიდესი დრამატურგიული მიღწევებით განისაზღვრება, თანამედროვეთა თვალში იგი პირველ რიგში პოეტი იყო, თანაც საოცრად ჰარმონიული და თავისუფლად მოაზროვნე. მისი პოეტური ტექსტები აზრისა და გრძნობების ნამდვილი გამოხატულებაა, რომელშიც ადამიანური ვნებები ღვივის, ხოლო სამყარო მთავარი გმირების ბედისწერას ატრიალებს.
საშუალება გვაქვს ქართულ ენაზე გავეცნოთ დიდი ინგლისელი პოეტის ყველა პოემის ტექსტს, რომელიც არაჩვეულებრივად და დიდი პროფესიონალიზმით თარგმნეს: მედეა ზაალიშვილმა, ჯემალ აჯიაშვილმა და გიორგი ნიშნიანიძემ.