Showing all 3 resultsSorted by latest

ლავინია

18,95 

ლათინთა მეფის, ლათინუსის, ერთადერთმა ასულმა, ლავინია იცის, რომ მისი ბედი წინასწარმეტყველებებითაა განსაზღვრული: ის უცხოტომელს უნდა მისთხოვდეს, რის გამოც მისი სამშობლო სისხლიან ომში ჩაერთვება. როდესაც ტროელი გმირი, ენეასი, იტალიის ნაპირს მიადგება ქალაქის დასაარსებლად, ადგილობრივების მხრიდან მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდება, თუმცა მთავარი ქალაქის, ლავრენტუმის, სამეფო ოჯახში ენეასს მშვენიერი გულშემატკივარიც გამოუჩნდება. ლავინია — ვერგილიუსის ლეგენდარული ნაწარმოების უმნიშვნელო გმირი, რომელიც დუმილისთვის იყო განწირული — ხმას იმაღლებს ამერიკელი მწერლის წყალობით და თავად მოგვითხრობს სიყვარულისა და ომის, არჩევანის სიმძიმისა და ბედისწერის დაუვიწყარ ამბავს.

წყვდიადის მარცხენა ხელი

23,90 

გენლი აი გეთენზე ელჩად წარგზავნილი ადამიანია, რომელმაც ამ ყინულოვანი პლანეტის “ეკუმენში”, დიდ გალაქტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანება უნდა უზრუნველყოს. ახალ კულტურასთან კავშირის გაბმას მისი უცხოპლანეტელობა ართულებს — გეთენელებს ფიქსირებული გენდერული იდენტობა არ გააჩნიათ და გარეგან სქესობრივ მახასიათებლებსაც თვის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე დღით იძენენ. გენლი გეთენზე ჩაფრენისთანავე გაეხვევა პოლიტიკოსებისა და მეფეების მიერ გაბმული ინტრიგების სახიფათო ქსელში და მოუწევს იმის სწავლა, როგორ გადააბიჯოს ამ ფუნდამენტურ განსხვავებებს… როგორ ენდოს გეთენელ ესტრავენს, რომელიც შესაძლოა ამ არასტუმართმოყვარე მიწაზე მისი ერთადერთი მოკავშირეც კი იყოს.

ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და უცხო პლანეტაზე ადამიანური ემოციების კვლევაში სიღრმისეული წიაღსვლებით, “წყვდიადის მარცხენა” ხელი ამაყად იკავებს კუთვნილ ადგილს ინტელექტუალური სამეცნიერო ფანტასტიკის მონუმენტურ ნაშრომებს შორის.