ფიოდორ დოსტოევსკი
დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი
25,90 ₾„დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ (1861) ფიოდორ დოსტოევსკის (1821- 1866) პირველი რომანია, რომელიც მან კატორღიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა. მთხრობელი ახალგაზრდა ლიტერატორია, ივანი, რომელსაც ავტორმა თავისი ბიოგრაფიის კონკრეტული შტრიხები უსახსოვრა, თუმცა ზუსტი ქრონოლოგიური ხაზის აღდგენა რთულია.
რომანი სოციალურ უთანასწორობაზეა _ როგორ ილახება ინდივიდის ბედი და თავმოყვარეობა, როცა საშუალო და დაბალი ფენის ადამიანებს ეგოიზმითა და ცინიზმით, გონებითა და ფულით აღჭურვილი გარეწარი უპირისპირდება.
რომანში ორი სიუჟეტური ხაზია, რომლებიც მოულოდნელად იკვეთება და აჩენს გარკვეულ ინტრიგას, რაც მთელ ტექსტს მიყვება და ითრევს მკითხველს.
ავტორი, რა თქმა უნდა, დამცირებულებისა და შეურაცხყოფილების, პატარა ადამიანების მხარესაა. ისინი უძლურნი არიან დიდი, დამანგრეველი ძალის პირისპირ, თუმცა მორალური გადარჩენის შესაძლებლობა მაინც რჩებათ, რადგან დოსტოევსკისეული ქრისტიანული ხედვა ყოველთვის ინდივიდის პირადი ძალისხმევისკენაა მიმართული.
გადარჩებიან თუ ვერა დოსტოევსკის დამცირებული და შეურაცხყოფილი გმირები, მაშინ როცა ბოროტების დამარცხების საშუალება მათ არა აქვთ? ღრმა თანაგრძნობითა და სიყვარულით დაწერილი ეს რომანი ამ კითხვაზეც იძლევა პასუხს.
სხვისი ცოლი და ქმარი საწოლქვეშ
11,95 ₾წიგნი რუსულიდან თარგმნა პაატა ჩხეიძემ. ფიოდორ დოსტოევსკის მოთხრობა „სხვისი ცოლი და ქმარი საწოლქვეშ“ სატირულ-იუმორისტული ნაწარმოებია, თუმცა თავისი არსით ძალზე დრამატულია და „საშიში“ გრძნობის − ეჭვიანობის მსხვერპლზე გვიამბობს. გაეცანით ივან ანდრეევიჩის თავგადასავალს და გაიგეთ, რა შეიძლება გააკეთებინოს ეჭვიანობამ ადამიანს, სად შეიძლება აღმოჩნდეს, თუ რისხვამ დააბრმავა და რაციონალური განსჯის უნარი დააკარგვინა? სად და… არც მეტი, არც ნაკლები, სხვისი ცოლის საწოლქვეშ!
თეთრი ღამეები
11,95 ₾ფიოდორ დოსტოევსკის „თეთრი ღამეები“ სენტიმენტალური რომანია ახალგაზრდა მეოცნებე კაცის შესახებ, რომელსაც აქვს უნარი, ოთხ ღამეში შეიგრძნოს ცხოვრების მთავარი საზრისი — სიყვარული, ამ დროის განმავლობაში განცდილი ბედნიერება კი დარჩენილი ცხოვრების საგზლად აქციოს. “განა ცოტაა ნეტარების თუნდაც ერთი წუთი ადამიანის სიცოცხლისთვის?” — სვამს კითხვას მთხრობელი, პასუხს კი თავად ნაწარმოები სცემს.
მკვდარი სახლის ჩანაწერები
16,95 ₾„მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ეფუძნება ავტორის ციმბირის კატორღაში ყოფნის გამოცდილებას და არის ლიტერატურული ძიება იმისა, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდე გაუსაძლის ყოფას იმ სივრცეში, სადაც ფიზიკური თავისუფლება შეზღუდულია. ალექსანდრ პეტროვიჩ გორიანჩიკოვი ცოლის მკვლელობისთვის ციმბირის სასჯელაღსრულებით ბანაკში, „მკვდარ სახლში“ იგზავნება. პატიმრები, რომელთაც გორიანჩიკოვი ხვდება, ინარჩუნებენ იმედს გარემოში, სადაც ყოველი დღე ერთია; გამოხატავენ თანაგრძნობას მაშინ, როცა თავად ყველაზე მეტად იტანჯებიან, და განიცდიან ღრმა სინანულსა და თვითგვემას წარსულში სასტიკი დანაშაულების ჩადენის გამო. დოსტოევსკი აღწერს ციხის რეალობას, იქაურ მონოტონურობასა და „უსარგებლო შრომას“… „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ არის მცდელობა გახსენებისა და გააზრების — როგორ შეიძლება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტყვეობაში მყოფმა იპოვო შინაგანი თავისუფლების ფორმა. “