Showing all 2 resultsSorted by latest

ოკულტური მეცნიერება მედიცინაში

25,00 ₾

„ოკულტური მეცნიერება მედიცინაში“ გერმანელი ექიმისა და თეოსოფოსის, ფრანც ჰარტმანის 1893 წელს გამოცემული წიგნია. მისი მიზანია, ექიმებისა და მედიცინის სტუდენტების ყურადღება მიაპყროს წარსულის იმ ღირებულ სამედიცინო ცოდნას, რომელსაც თანამედროვეობა უგულებელყოფდა და ოკულტურის კატეგორიას მიაკუთვნებდა.
ნაშრომში განხილულია სხვადასხვა ეზოთერიკული კონცეფცია თუ საშუალება და წარმოდგენილია უნიკალური ხედვა იმისა, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ყოფიერების სულიერი და უხილავი მხარეები. კერძოდ, მიმოხილულია ისეთი თემები, როგორებიცაა: ენერგეტიკული მკურნალობა, ადამიანის სხეულის ნატიფი ანატომია, ფიქრებისა და ემოციების გავლენა ორგანიზმზე, ასევე სულიერი მეთოდების პოტენციური როლი განკურნების პროცესში.
ჰარტმანი იკვლევს კავშირს გონებას, სხეულსა და სულს შორის და ხაზს უსვამს მედიცინაში მთლიანობითი (ჰოლისტური) მიდგომის მნიშვნელობას. თეოსოფიურ და მისტიკურ მოძღვრებებზე დაყრდნობით, ის ხსნის, თუ როგორ მოქმედებს ადამიანზე სამყაროს უხილავი ენერგიები და მოუწოდებს მკითხველს, ტრადიციულ მედიცინასთან ერთად, ყურადღება მიაქციოს ჯანმრთელობის სულიერ და მეტაფიზიკურ ასპექტებსაც.
წიგნის მთავარი კვლევის საგანი ადამიანის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი მდგომარეობების ურთიერთკავშირია. ჰარტმანი გვთავაზობს მედიცინის შესახებ ცოდნის გაფართოებას თანამედროვე კურნების მიდგომებთან უძველესი სიბრძნისა და ეზოთერიკული გამოცდილების შერწყმის გზით.

მოგზაურობა როზენკროიცერთა შორის

25,00 ₾

ოკულტური ნოველა ეწოდება ისეთ ლიტერატურულ მიმართულებას, სადაც ეზოთერული საკითხები მხატვრულ სტილშია წარმოდგენილი და კითხვის პროცესში ორმაგად სასიამოვნო გამოცდილებას გვპირდება.
ფრანც ჰარტმანის „მოგზაურობა როზენკროიცერთა შორის“, არის ოკულური ნოველა, რომელიც ავტორმა პირველად 1887 წელს გამოსცა. ნაწარმოების გმირი ცხოვრებისეული მღელვარებისგან თავის დაღწევის მიზნით ალპების მთებში მიემგზავრება. ტყეში ჩვენი გმირი ხვდება იდუმალებით მოსილ ქონდრისკაცს, რომელსაც იგი ადეპტთან მიჰყავს.
ადეპტი ნაწარმოების გმირთან საუბარს იწყებს როზენკროიცერული გზის შესახებ, რომელიც ალქიმიის, ელემენტალებისა და ფსიქიკური ძალების დაუფლებას მოიცავს. ნაწარმოების გმირი ხვდება ორდენის სხვა წევრებსაც, მათ შორის ორ იდუმალ ქალბატონს, რომელთაც თავიანთი წარსული ინკარნაციები ახსოვთ.
ჰარტმანი პოეტურად აღწერს ალპების სილამაზეს და თხრობისას ოსტატურად აზავებს ძველი როზენკროიცერების პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც ალქიმიურ ლაბორატორიას, აზრების წამკითხველ ადეპტებს და მოულოდნელ აღმოჩენებს მოიცავს.