ჯეიმს ბოლდუინი
ადი მთაზე სახარებლად
23,90 ₾ჯეიმს ბოლდუინის ბრწყინვალე სამწერლო შესაძლებლობების ერთ-ერთი დასტურია მისი სადებიუტო რომანი „ადი მთაზე სახარებლად“. სიუჟეტი ჯონ გრაიმსის ბავშვობასა და მის ოჯახზე გვიყვება. ჯონი მამის, გაბრიელის მსგავსად მქადაგებელი უნდა გახდეს. ამ უკანასკნელის მიმართ კი, რომლის ფანატიზმსაც ოჯახისთვის ძალადობის გარდა არაფერი მოუტანია, ჯონის სიძულვილი იმდენად ძლიერია, რომ მტკიცედ განუზრახავს თავისი ცხოვრება სხვაგვარად წარმართოს. მწერალი წიგნის საწვავად საკუთარი ბავშვობის მოგონებებსა და განცდებს იყენებს. როგორც ამბობდა, უნდოდა გარკვეულიყო იმაში, რამაც ყველაზე მეტად დააზიანა და აქ მამამისი იგულისხმება.
ნაწარმოები იმდენად მძაფრად აღწერს მთავარი პერსონაჟის ემოციებსა და ვნებებს, რომ მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რას განიცდიდა ახალგაზრდა ბოლდუინი.
ჯოვანის ოთახი
20,90 ₾1956 წელს გამოცემულმა “ჯოვანის ოთახმა” დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მასში გაშლილი იმ თემების გამო, რომლებიც დღემდე აღელვებს თანამედროვე საზოგადოებებს: იდენტობის კრიზისი, გარიყულობა, მასკულინობა, სექსუალობა და თვითგამორკვევა. თუმცა ეს რომანი, პირველ რიგში, სიყვარულზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტექსტია ანაც ყველაზე ტრაგიკული ამბავია სიყვარულის შიშზე.
ჯეიმს ბოლდუინი ერთ-ერთი უდიდესი ხმაა მსოფლიო ლიტერატურაში და მის მიღმაც, რომელიც დღემდე ხმამაღლა გაისმის. იგი გასული საუკუნის 50-60-იანი წლების ამერიკის სამოქალაქო აქტივიზმის შეუცვლელი ფიგურა იყო. მაშინ ცოტა თუ ახერხებდა მასავით ლაპარაკს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე, ბოლდუინის საჯარო გამოსვლები კი ისეთივე სიზუსტითა და ხატოვანებით გამოირჩეოდა, როგორც მისი მხატვრული ტექსტები.
ბოლდუინის ნატიფი თხრობის საუკეთესო ნიმუშია “ჯოვანის ოთახი”, რომელშიც ყველაზე ინტიმური გრძნობების სიღრმეებში მიგვიძღვის და ქმნის ემოციურ, თუმცა დიდად საკამათო ამბავს სიკვდილსა და ვნებაზე, რომელიც არასდროს ძველდება.