იკითხე კლასიკა
ძარცვა ერთი სიყვარულის ამბავი
16,95 ₾“არც ვიცი, არის ვითომ ჩემი ამბავი ისეთი მნიშვნელოვანი, ტრაგედიად რომ ჩაითვალოს? ისე, რა აღარ შემემთხვა. რის მოყოლასაც ვაპირებ, რა თქმა უნდა, სიყვარულის ამბავია, მაგრამ ეგ რომ დაიწყო, ჩემი უბედურებების ნახევარი უკვე დატრიალებული იყო. იმ დროისთვის მარტო ჩემი რვა წლის ბიჭი კი არ მყავდა დაკარგული; სიდნეიში, სადაც ოდესღაც ისეთი სახელი მქონდა, ბევრი მხატვარი რომ ვერც იოცნებებს, სახლიც დავკარგე და სახელოსნოც”, — ასე იწყება ბუკერის პრემიის ორგზის ლაურეატის, ავსტრალიელი მწერლის პიტერ კერის რომანი მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთ საოცარ სიყვარულის ამბავზე, ქალისა და მამაკაცის, ძმების, ხელოვნების სიყვარულზე. ერთ დროს ცნობილი მხატვარი მაიკლ ბოუნი და მისი აუტისტი ძმა გვიამბობენ იმ თავგადასავალს, მათ ცხოვრებაში ერთი ქალის გამოჩენას რომ მოჰყვა.
პორნოგრაფია
14,95 ₾“ვიტოლდ გომბროვიჩის რომანი „პორნოგრაფია“ ფილოსოფიური რეალიზმის ნიმუშია, რომლის თხრობაც მეორე მსოფლიო ომის ფონზე, პოლონეთში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში ორი შუახნის მამაკაცი დგას. ვიტოლდი და ფრედე რიკი ახალგაზრდა კაროლსა და ჰენიას შორის „ეროტიკული ინტრი გის“ ინსცენირებას ცდილობენ. ფრედერიკი, ნიჰილიზმით შეპყრო ბილი ათეისტი, პროცესის აქტიური მაკონტროლებელია, ვიტოლდი კი მთხრობელი, რომელიც რომანში მოქმედი პირიცაა და მოვლენე ბის მორალური შემფასებელიც. მათი ქმედებები, ერთი მხრივ, ავ ლენს ობსესიურ ლტოლვას ახალგაზრდობისა და ცხოვრების ვნებია ნობისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, ცხადყოფს ძალაუფლებისადმი მისწრაფებას, რომელიც მანიპულაციის გზით ხორციელდება. რომანი არ გვთავაზობს მზა პასუხებსა და „მორალურ დასკვნებს“, ის ირონიითა და შიშით მიგვანიშნებს ჩვენში არსებულ იმ ბნელ წერტი ლებზე, რომლებიც ხშირად კულტურის, ეთიკისა და სიყვარულის სახელში ინიღბებიან.”
მკვდარი სახლის ჩანაწერები
16,95 ₾„მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ეფუძნება ავტორის ციმბირის კატორღაში ყოფნის გამოცდილებას და არის ლიტერატურული ძიება იმისა, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდე გაუსაძლის ყოფას იმ სივრცეში, სადაც ფიზიკური თავისუფლება შეზღუდულია. ალექსანდრ პეტროვიჩ გორიანჩიკოვი ცოლის მკვლელობისთვის ციმბირის სასჯელაღსრულებით ბანაკში, „მკვდარ სახლში“ იგზავნება. პატიმრები, რომელთაც გორიანჩიკოვი ხვდება, ინარჩუნებენ იმედს გარემოში, სადაც ყოველი დღე ერთია; გამოხატავენ თანაგრძნობას მაშინ, როცა თავად ყველაზე მეტად იტანჯებიან, და განიცდიან ღრმა სინანულსა და თვითგვემას წარსულში სასტიკი დანაშაულების ჩადენის გამო. დოსტოევსკი აღწერს ციხის რეალობას, იქაურ მონოტონურობასა და „უსარგებლო შრომას“… „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ არის მცდელობა გახსენებისა და გააზრების — როგორ შეიძლება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტყვეობაში მყოფმა იპოვო შინაგანი თავისუფლების ფორმა. “
გრძნობათა აღზრდა
16,95 ₾„გრძნობათა აღზრდა“ გვიყვება ახალგაზრდა ინტელექტუალის ფრედერიკ მოროს შესახებ, რომელიც ცდილობს თავი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, იპოვოს ჭეშმარიტი სიყვარული და იცხოვროს იმ იდეალების გათვალისწინებით, რომლებიც წიგნებმა შეუქმნა. პარიზში მოგზაურობისას, მდინარე სენაზე, ფრედერიკი ხვდება თავისი თაყვანისცემის ობიექტს — მადამ არნუს. დაოჯახებული ქალის მიმართ გაჩენილი გრძნობა იდეალიზებულია ისევე, როგორც ფუჭი ოცნებებით ნასაზრდოები ფრედერიკის მსოფლაღქმა. თუმცა, საგულისხმოა, რომ ნაწარმოებში სიყვარული არაა გადამრჩენი ძალა, არც რევოლუციაა გარდამტეხი მოვლენა და არც გმირია „გმირი“. მწერალი განზრახ არღვევს პერსონაჟების განვითარების სქემას და გვიჩვენებს პიროვნული ზრდის იმ გეგმას, რომელიც არალინეალურია. ფლობერის სამწერლო ოსტატობის წყალობით კი, მე-19 საუკუნეში მცხოვრები ადამიანის კრიზისი 21-ე საუკუნეშიც ნაცნობი და გასაგებია. რომანტიკული ილუზიების დეკონსტრუქცია და ნაწარმოების დახვეწილი სტილი ქმნის ისეთი ლიტერატურული ტექსტის მოდელს, რომელიც არა მხოლოდ ეპოქის ანარეკლია, არამედ მკითხველის ემოციური ზრდის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაც. “
გალაპაგოსი
14,95 ₾კურტ ვონეგუტის „გალაპაგოსი“ მკითხველს მილიონი წლით უკან, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1986 წელში აბრუნებს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოგზაურობა მოულოდნელად გარდაიქმნება ევოლუციის გზად — გალაპაგოსის კუნძულებზე აღმოჩენილი, აპოკალიფსს გადარჩენილი მოგზაურთა პატარა ჯგუფი ცივილიზაციის გადარჩენის ბოლო იმედია. სწორედ ისინი გახდებიან ახალი, სრულიად განსხვავებული ადამიანური მოდგმის წინაპრები. რომანის მთხრობელი მოჩვენება ლევ ტროცკი-სტრაუტია. იგი საკუთარ ირონიულ და ფილოსოფიურ დაკვირვებებს გვიზიარებს, გვიამბობს, როგორ განიცდის კაცობრიობა ევოლუციის ნაცვლად დევოლუციას და სვამს კითხვებს ეთიკის, ტექნოლოგიების გავლენისა და კოლექტიური ინტელექტის როლის შესახებ. შემდეგ კი ამბობს: „ეს უზომოდ დიდი ტვინები რომ არა, დედამიწა ერთი უწყინარი პლანეტა იქნებოდაო“. „გალაპაგოსი“ მკითხველს დაანახვებს, რამდენადაა შესაძლებელი „დიდი ტვინის“ გარეშე კეთილდღეობისა და სიმშვიდის მიღწევა.
ჟამთაძვრა
14,95 ₾კურტ ვონეგუტის რომანის მთავარი იდეა ეფუძნება კონცეფციას, რომ 2001 წელს სამყარო მოულოდნელად ჟამთაძვრას განიცდის — დროის ანომალიას, რომელიც ყველასა და ყველაფერს 1991 წელში აბრუნებს. ადამიანები იძულებულნი არიან, განცვლილი ცხოვრება თავიდან გაიარონ, ყოველგვარი ცვლილებების შესაძლებლობის გარეშე. „ეს გახლდათ Déjà vu, რომელიც ათი ხანგრძლივი წელიწადი გრძელდებოდა“. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ნიშნავს ხელახლა განიცადოს მძიმე დანაკარგები, ზოგისთვის კი — იგივე ბედნიერი მომენტების განმეორებას. თუმცა, როგორც კი 2001 წელი კვლავ დგება და თავისუფალი ნება უბრუნდებათ, კაცობრიობა პარალიზებულია — მათ უკვე დაავიწყდათ, როგორ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. ამ მოვლენას კილგორ ტრაუტი — ავტორის ალგერ ეგო, განსაკუთრებულად განიცდის და სვამს შეკითხვებს თავისუფალი ნების, ბედისწერისა და ადამიანის პიროვნული განვითარების შესახებ. ტრაუტი ცდილობს, ადამიანებს დაანახოს, რომ თავისუფლების დაბრუნებასთან ერთად, მათ კვლავ შეუძლიათ ცხოვრებისა და მომავლის შეცვლა. მისი ფილოსოფია შეგვიძლია შევაჯამოთ სიტყვებით: „შენ ავად იყავი, მაგრამ ახლა კვლავაც კარგად ხარ, გასაკეთებელი კი ბევრია!
ჩვენ
14,95 ₾ევგენი ზამიატინის, საბჭოთა სინამდვილეში პირველი ანტიუტოპიური რომანის, “”ჩვენ”” მოქმედება ჩვენი წელთაღრიცხვის 26-ე საუკუნეში ვითარდება. აქ მცხოვრებთ დაკარგული აქვთ ინდივიდუალურობა, ცხოვრობენ მინის სახლებში, არა აქვთ პირადი თავისუფლება და თვით ინტიმური ცხოვრებაც კი. მთავარი გმირი — Д-503, კოსმოსური ხომალდის — “”ინტეგრალის”” ინჟინერი, მისთვისვე მოულოდნელად, ამოვარდება ამ სისტემიდან და თავისი ცხოვრების უმთავრესი არჩევანის წინაშე დგება. მიუხედავად წერის იმპრესიონისტული, თითქმის სიურრეალისტური მანერისა, ავტორი გამაოგნებელ რეალობას გვიხატავს. რომანის სრული ტექსტი პირველად 1952 წელს, ნიუ-იორკში გამოქვეყნდა, ხოლო რუსეთში 30 წლის შემდეგ, 1988 წელს, ჟურნალ “”ზნამიაში””. ჯორჯ ორუელი წერდა: პირდაპირ აღმაშფოთებელია, რომ ასეთი დიდი მნიშვნელობისა და ბედის წიგნი არ მისულა მკითხველამდე.
ოჯახური ბედნიერება
16,95 ₾” კრებულში „ოჯახური ბედნიერება“ ლევ ტოლსტოის ექვსი მოთხრობაა წარმოდგენილი. ავტორი, როგორც ადამიანის სულის დაკვირვებული მკვლევარი, ამ მოთხრობებშიც, ისევე როგორც თავის გენიალურ, მრავალხრივ და მასშტაბურ რომანებში, ზნეობრიობისა თუ პიროვნული სრულყოფილების საკითხებს წამოჭრის, იმავდროულად კი დიდოსტატის ფუნჯით ხატავს ყოფით გარემოსა და ცხოვრებისეულ სიმართლეს, თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ეპოქას, სამსჯავროზე გამოაქვს მწვავე სოციალური თუ ზნეობრივი საკითხები. „ოჯახურ ბედნიერება“ და კიდევ ხუთი ნაკლებად ცნობილი მოთხრობა მკითხველს, ერთი მხრივ, საყვარელ მწერალთან შეხვედრის, მეორე მხრივ კი, ამ გენიალური ავტორის განსხვავებულ, უჩვეულო შემოქმედებით სამყაროსთან ზიარების შესაძლებლობას აძლევს. “
უკანასკნელი დონი
16,95 ₾დიდი მაფიოზური ოჯახის ისტორიის ცენტრშია ასაკში შესული და ძალადობით დაღლილი დონი,რომელიც ცდილობს ოჯახის სისხლიანი საქმეები სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს,თავის ბიზნესს ლეგალური სახე მისცეს,თუმცა მის სურვილებს წითელ ლაქად გასდევს წარსული ძალადობისა და კლანის შიგნით არსებული კონფლიქტების კვალი.,,უკანასკნელი დონის” მთავარი წინააღდეგობა ძველსა და ახალ თაობებს შორის არსებული განსხვავებული ხედვებია,რომლებიც ვლინდება ისეთ სამყაროში,სადაც ძალადობა,ერთგულება,შურისძიება და ძალაუფლების დინამიკა განსაზღვრავს
თანმხლები მუსიკა
12,95 ₾“ფრანსუაზ საგანი — მეოცე საუკუნის ფრანგი ნოველისტი, რომანისტი და დრამატურგი — 1935 წლის 21 ივნისს ქალაქ კაჟარკში, ბურჟუაზიულ ოჯახში ფრანსუაზ საგანი დაიბადა. სწავლობდა დახურული ტიპის კათოლიკურ სასწავლებელსა და სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1954 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი „სალამი, სევდავ!”, რომელსაც დიდი წარმატება ერგო — 840 000 ეგზემპლარი გაიყიდა — და რომელმაც ცხრა მეტი წლის მწერლისადმი საყოველთაო ინტერესი გააჩინა. აქედან მოყო ლებული ფრანსუაზ საგანი მკითხველის საყვარელი მწერალი ხდება. „თანმხლები მუსიკა” ფრანსუაზ საგანის მოთხრობების კრებულია. უჩვეულო, განსხვავებული ხასიათები, პორტრეტები, არაორდინარული ურთი ერთობები, სიყვარული, ღალატი, სევდა, მარტოობა… ეს საგანისეული თემები და ხელწერაა, რომელთაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს მისი რომანებიდან, ამჯერად კი ეს ყველაფერი მცირე პროზის სახითაა წარმოდგენილი.”
ადამიანები მოპირდაპირე ფანჯარაში
12,95 ₾“ადამიანი მოპირდაპირე ფანჯარაში” მოქმედება არც მეტი, არც ნაკლები, ბათუმში ვითარდება?ბოლშევიკებმა თან შიმშილი და სიღატაკე მოიტანეს, რასაც რეპრესიებითა და მყვირალა ლოზუნგებით ჩქმალავენ. ამ სასაზღვრო ქალაქში ყველას უთვალთვალებენ. შინაური თუ გარეული, ყველა საბჭოეთის მტერია, მათ შორის, თურქეთის კონსულიც. ორი რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიის შეჯახების ფონზე ვითარდება თურქი დიპლომატისა და მისი მდივნის, რუსი გოგონას, სასიყვარულო ისტორია.
როგორი მოულოდნელიც არ უნდა იყოს, სახელგანთქმულ ფრანგ მწერალს, ჟორჟ სიმენონს, ამ სევდიანი რომანის დაწერა ბათუმში მოგზაურობამ შთააგონა. სიმენონი ბათუმში ორჯერ – 1933 და 1938 წლებში ჩამოვიდა. “შემიყვარდა ეს მხარე… განა შეიძლება დაგავიწყდეს
ბათუმის სანაპირო, პორტი, სამხრეთული ბობოქარი ფერები, ზღვის
ალერსიანი მოქცევა, მაგრამ მთავარი ხალხია… თუ ბათუმში მოხვდებით, სალამი გადაეცით ჩემს საყვარელ ქალაქს”, – უთხრა ჟურნალისტს ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალმა (1986)
ბათუმში ყოფნის დროს სიმენონმა გაიცნო სომხეთში თურქეთის კონსული. სწორედ მასთან შეხვედრამ უბიძგა დეტექტიური ჟანრის დიდოსტატად აღიარებულ მწერალს დაეწერა ეს მრავალმხრივ საინტერესო რომანი, რომელიც ქართველი მკითხველისთვის სრულიად ახალი რაკურსით წარმოაჩენს საუკუნის წინანდელი საქართველოს სოციალური და კულტურული ყოფის სურათებს
იაპონური მოთხრობები
12,95 ₾იაპონური მოთხრობების კრებულში წარმოდგენილია XVII-XX საუკუნეების საყოველთაოდ ცნობილი სამი იაპონელი ავტორის პროზაული ნაწარმოებები. იჰარა საიკაკუ, კუნიკიდა დოპო და რიუნოსკე აკუტაგავა მკითხველს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნიან იაპონური კულტურის თავისებურებებზე, რითაც იაპონელები მსოფლიოს დანარჩენი ერებისგან გამოირჩევიან. კრებულში შესულია მოთხრობები: „ამბავი მარტოხელა ქალის სასიყვარული თავგადასავლისა“, „ძია გენი“, „სუსანოო-ნო მიკოტო“.