ინტელექტი კლასიკა
ჯიადი
24,95 ₾ადამ მიცკევიჩის აზრით, ადამიანი მხოლოდ სიყვარუ- ლისთვის კი არ არის შექმნილი, მან სიყვარული ჯერ დედამიწაზე უნდა განიცადოს – რა თქმა უნდა, მისთვის შესაძლებელი ფორმით – რომ სიკვდილის შემდეგ სამოთ- ხე დაიმსახუროს. სიყვარული ისევე ამზადებს ყველას ხსნისათვის, როგორც – ტანჯვა. მისი პოემა „ჯიადი“ სამი დამოუკიდებელი – ერთმანე- თისაგან განსხვავებული, თუმცა ერთმანეთს მორგებული დრამისაგან უფრო შედგება, ვიდრე ფაბულის ძაფით შეკრული სამი ნაწილისაგან. ამის მიუხედავად, თუ ემოციებისა და სიმბოლოების ლო- გიკას მივყვებით და არა მოვლენებისა, იგი ისე იკითხება, როგორც თანამიმდევრულად მოთხრობილი ამბავი. თუმ- ცა ავტორი აცნობიერებს, რომ პოემის სიმბოლური შრე აბსტრაქტულ ორნამენტად ან თეორიულ ტრაქტატად იქ- ცეოდა, თუ ფაქტებში არ იპოვიდა დასაყრდენს. ეს არის დრამატული პოემა ოთხ ნაწილად, რომელსაც დამატებით წინ უძღვის ლექსი ,,ყარიბი“ და ლექსების ციკლი, რომელსაც შესავლის ფუნქცია აქვს. პოემა იწე- რებოდა ჯერ 1821-22 წლებში, ხოლო გარკვეული შუალე- დის შემდეგ – 1831 წლის პირველ ნახევარში. მიცკევიჩის შემოქმედება პოლონური სულიერების გამოხატულებად მიიჩნევა – იმგვარი იდეოლოგიური და ემოციური ფორმის გამოხატულებად, როგორადაც ისტორიამ ჩამოაყალიბა. „ჯიადი“ კომპილაციაა პიესებისა, რომლებსაც იდეის გარ- კვეული ევოლუცია აერთიანებს. ამ იდეას, ჩვეულებრივ, მესიანიზმად მოიხსენიებენ. პოლონურ მესიანიზმს გან- საკუთრებული ფორმა აქვს, თუმცა ევროპული რომან- ტიზმის მიმდინარეობაში განცალკევებით კი არ დგას, უფრო მისი თავდაპირველი ვერსიაა.
მოგზაურობა ჩარლისთან ერთად ამერიკის საპოვნელად
24,95 ₾ამერიკელი მწერალი რეიმონდ კარვერი წერდა: მოგზა- ურობა ჩარლისთან ერთად გვიჩვენებს, თუ რამდენად შინაარსიანი შეიძლება აღმოჩნდეს სულ უბრალო ხე- ტიალიც კი – ამერიკის სხვადასხვა მხარეში, მხოლოდ ძაღლის თანხლებით. ესაა გზააბნეულობისა და საკუთარი თავის ხელახლა პოვნის ამბავი. „მოგზაურობა ჩარლისთან ერთად, ამერიკის საპოვნელად“ 1962 წელს გამოქვეყნდა, წიგნი სტაინბეკის მოგზაურობის მემუარებია. ერთ დღეს მწერალი გადაწყვეტს ახლიდან აღმოაჩინოს საკუთარი ქვეყანა და თავის პუდელთან, ჩარ- ლისთან ერთად ამერიკის გარშემო დიდ მოგზაურობას იწყებს. ეს მოგზაურობა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, ამერიკული ცხოვრების, იდენტობის, კულტურის ღრმა და საინტერესო კვლევას წარმოადგენს, ეს წიგნი არის მწერლისეული დაკვირვება საკუთარი ქვეყ ნის წარსულსა და აწმყოზე. მოგზაურობა ხანგრძლივი და უმისამართოა და ის, რაც წინასწარ განსაზღვრული ან დაგეგმილია, ვერასდროს სრულდება. მწერალი თვეების განმავლობაში შტატიდან შტატში, ქალაქიდან ქალაქში გადასვლისას უამრავ რამეს აღმოაჩენს, ხოლო ის, რაც კარგად ნაცნობი ეგონა, აღმოჩნდება, რომ სრულიადაც გაუცხოებული და ფერშე ც- ვლილია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია საზოგადო- ების ინდიფერენტულობა, უიმედობა და ხანდახან უნ დობლობაც კი, რომელიც ხშირად რასასთან, პოლიტი- კასთან და სოციალურ დაყოფასთან დაკავშირებულ საკითხებთან იგივდება. სტაინბეკის თქმით, მან ნამდვილად არ იცოდა რას ეძებდა და არც იმაში იყო დარწმუნებული, ამ მოგზაურობის შედეგად რა იპოვა, თუმცა ეს წიგნი მკითხველს 60-იანი წლების სრულიად განსხვავებულ ამერიკასა და ამერიკულ საზოგადოებას ნამდვილად აღმოაჩენინებს.