ლიბერთინსი
წითელი დედოფალი
16,95 ₾მერ ბაროუს სამყარო ორ ფერად არის გაყოფილი – წითლად და ვერცხლისფრად. წითელში სიდუხჭირე, იმედგაცრუება, შიმშილი და სასოწარკვეთაა, ვერცხლისფერში – კეთილდღეობა, ძალა და ძალაუფლება! წითელ სამყაროში გოგონა ოჯახის სარჩენად ქურდობს, სხვა არაფერი იცის! თუმცა ის იცის, რომ როგორც კი 18 წლისა შესრულდება, ჯარში გაიწვევენ, რათა ვერცხლისფრების სიმშვიდე დაიცვას. მაგრამ მოულოდნელად აკიაფდება იმედის ნაპერწკალი… მგონი, შორს არ არის ალისფერი განთიადი! მანამდე კი მერ ბაროუს საკუთარ სახელსა და წარსულზე უარის თქმა, საძულველი და სასტიკი ვერცხლისფრების საზოგადოებაში ტრიალი, პრინცი საქმროს ვერაგობა, არაერთი შეცდომა, ღალატი და ბრძოლა ელის! ამ ბრძოლაში კი სასწორზე არა მარტო მისი სიცოცხლეა შეგდებული
მემკვიდრეობის თამაშები
16,95 ₾17 წლის გოგონას 4 მილიარდ დოლარს უანდერძებს სრულიად უცნობი მილიარდერი მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცანები, ანაგრამები და თავსატეხები უყვარს. მემკვიდრეობის თავისი წილის მისაღებად გოგონაც იძულებულია სარისკო თამაშში ჩაერთოს, რის დროსაც ახირებული მოხუცის ოჯახის არაერთ საიდუმლოს აეხდება ფარდა და სიკვდილსაც ჩახედავს თვალებში, რადგან სისხლისმიერ მემკვიდრეებს სულაც არ სურთ უზარმაზარი ქონების დათმობა.