Showing all 11 resultsSorted by latest

უსიხარულო მეფე

14,95 

ჟან ჟიონო მე-20 საუკუნის ფრანგული ლიტერატურის გამორჩეული ფიგურაა. პროვანსში დაბადებული მწერლისთვის სწორედ ეს რეგიონი და სოფლური ყოფა გახდა შთაგონების წყარო. მწერალი 1939 წელს ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე, თუმცა, მეორე მსოფლიო ომის წინ არაპოპულარული პაციფისტური შეხედულებებს გამო, არ მიანიჭეს. სამაგიეროდ, 1990 წლიდან მისი სახელობის პრემია Le Prix Jean Giono გადაეცემათ მაღალი ლიტერატურული ღირებულებების ერთგულებით გამორჩეულ მწერლებს. საფრანგეთის ტრიევის ოლქის ერთ შორეულ სოფელში ზამთრის მოქუფრულ დღეებში სოფლის მცხოვრებნი უკვალოდ ქრებიან. ჟანდარმერიის კაპიტანი ლანგლუა ცდილობს გაარკვიოს ამ გაუჩინარებათა საიდუმლო. ყველაფერი კი ასე დაიწყო: თავიდან პერსონაჟი იყო ხე _ წიფელი, მერე მოულოდნელად დანაშაული იხსნება _ ხის ტოტოებში გვამი აღმოჩნდება. ჯერ ხე იყო, მერე მსხვერპლი. მსხვერპლს მოჰყვება მკვლელი, მკვლელს _ განმსჯელი. და ეს რომანი დამნაშავის განმსჯელზეცაა. და კიდევ, ეს უსიხარულო მეფის უჩვეულო თავგადასავალია!

ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება

17,95 

გაინტერესებთ, როგორია თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი გმირი? მაშინ გაიცანით ოსკარ უაო – კომპიუტერული თამაშების ფანი, გულკეთილი, ჩაკეტილი და ყველასგან გარიყული, ზრდასრულობის მიჯნაზე მყოფი მეტისმეტად ჭარბწონიანი დომენიკელი ემიგრანტი. ფენტეზის, კომიქსებითა და როლური თამაშებით გატაცებული ოსკარი პრაქტიკულად ოთხ კედელშია გამოკეტილი და ებრძვის უამრავ კომპლექსს, ოცნებობს დიდი სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის დაწერაზე და ეშინია,არ წავიდეს ამ ქვეყნიდან უსიყვარულოდ…

მონა

23,95 

მე-17 საუკუნე. პოლონეთი. ადგილობრივებისა და ებრაული თემის თანაცხოვრება უნდობლობით, შუღლით და სისხლით არის სავსე. იაკობი წარჩინებული ებრაელია, დაწყებითი ებრაული ტრადიციული სკოლის მასწავლებელი, რომელსაც ძალიან ახალგაზრდას შეეხო ამ დაპირისპირების მსახვრალი ხელი _ ჰაიდამაკებმა დაარბიეს, გადაწვეს და გაჟლიტეს მისი ქალაქი და ამ დაუნდობელ ანგარიშსწორებას შეეწირა იაკობის ცოლ-შვილიც. ის ცოცხალი გადარჩა, მაგრამ, უპოვარი და უსახლკარო, პოლონელი გლეხის ოჯახს მონად მიჰყიდეს. განმარტოებული, გამრჯე, კეთილსინდისიერი და საკუთარ რწმენაში ჩაძირული იაკობისთვის ერთადერთი თავშესაფარი ლოცვაა. მაგრამ თანდათან მის გულს სხვაგვარი ფორიაქიც ეპარება, რომლის მიზეზიც პოლონელი ვანდაა _ სოფელში მარგალიტივით გამორჩეული, ოქროსფერნაწნავებიანი გლეხის ქალი. ორი რელიგია, ორი ხალხი, ორი ტრადიცია და წეს-ჩვეულებები _ ყველაფერი ამ სიყვარულის წინააღმდეგაა, მაგრამ ის უძლეველია, თუმცა მსხვერპლსაც ითხოვს… „მონა“ პოლონელ-ამერიკელი მწერლის, ლიტერატურის დარგში 1978 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, იცხოკ (ისააკ) ბაშევის ზინგერის, მსოფლიო ბესტსელერია.

პენელოპიადა

14,95 

„პენელოპიადა” უძველესი მითის ახლებურად გააზრებას გვთავაზობს, ვითარებას, როცა საზოგადოებაში ძალაუფლება მამაკაცს ეკუთვნის მარგარეტ ეტვუდის ვერსიაში ოდისევსის ცოლის ამბავი სულ სხვაგვარად წარმოგვიდგება. ეს წიგნი გარდაცვლილი პენელოპეს დღიურია ჰადესიდან. მთავარი გმირი გვიამბობს თავისი ბავშვობის შემდეგ კი ქორწინების ამბავს, აღგვიწერს ლეგენდარულ ოდისევსს არა ჰომეროსის, არამედ თავისი, ქალის თვალით გაცნობილს, როგორ ელოდა ოცი წლის განმავლობაში მეუღლეს. რამდენი რამ გადაიტანა. ეს არის ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟებისა და რეალიების სრულიად სხვაგვარად გააზრება და მკითხველის გადასაწყვეტია, გაიზიარებს თუ არა მას.