ლურჯი ოკეანე
მდიდარი მამა ღარიბი მამა
19,95 ₾ეს მოტივაციური გზამკვლევი ამსხვრევს მითს, თითქოს სიმდიდრის მისაღწევად აუცილებელია მაღალი შემოსავალი – განსაკუთრებით დღეს, როდესაც ტექნოლოგიები, რობოტები და გლობალური ეკონომიკა თამაშის წესებს ცვლის; გვასწავლის, რატომ შეიძლება აქტივების შეძენა და შექმნა უფრო მნიშვნელოვანი იყოს თქვენი მომავლისთვის, ვიდრე მაღალი ხელფასი – და რა საგადასახადო უპირატესობებით სარგებლობენ ინვესტორები და ბიზნესის მფლობელები; ეჭვქვეშ აყენებს რწმენას, რომ თქვენი სახლი აქტივია – როგორც ეს მილიონობით ადამიანმა საკუთარ თავზე გამოცადა, როდესაც უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისი დაიწყო; გვახსენებს, რატომ არ უნდა ვენდოთ სასკოლო სისტემას, რომ ჩვენს შვილებს ფულის მართვა ასწავლოს და რატომ არის ეს კრიტიკული უნარი დღეს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე; ხსნის, რა უნდა ასწავლოთ თქვენს შვილებს ფულის შესახებ რათა ისინი მზად იყვნენ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისა და შესაძლებლობებისთვის და იცხოვრონ იმ მდიდარი ცხოვრებით, რომელსაც იმსახურებენ.
გაყიდვების ფსიქოლოგია
16,95 ₾„გააორმაგეთ ან გაასამმაგეთ ნებისმიერი პროდუქტის/მომსახურების გაყიდვების მაჩვენებელი! „გაყიდვების ფსიქოლოგიის“ მიზანია გაგიზიაროთ იდეები, სტრატეგიები და მეთოდები, რომელთაც პრაქტიკაში გამოიყენებთ (თანაც დაუყოვნებლივ), გაყიდით მეტს, თან უფრო სწრაფად და ადვილად, ვიდრე აქამდე გაგიყიდიათ. ბრაიან თრეისი გასწავლით, თუ როგორ აკონტროლოთ ფიქრები, გრძნობები და ქმედებები მეტი ეფექტიანობის მისაღწევად.
ასევე შეიტყობთ: • რას ნიშნავს გაყიდვების შიდა თამაში • როგორ დაძლიოთ უარყოფის შიში • როგორ ჩამოიყალიბოთ მტკიცე თავდაჯერებულობა • რატომ ყიდულობენ ადამიანები და როგორ შეგიძლიათ გაყიდვების ფსიქოლოგიის თქვენს სასარგებლოდ გამოყენება გაყიდვების გურუ, ბრაიან თრეისი, სიტყვებსა და მოწოდებებს ყოველთვის საქმით ამყარებს. მისი ტრენინგების გავლისა და სტრატეგიების პრაქტიკაში დანერგვის შედეგად გაყიდვების ბევრად მეტი პროფესიონალი გახდა მილიონერი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტრენერის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში“.
ცხოვრება შიშს მიღმა
16,95 ₾ჩვენ მუდმივ შიშსა და ღელვას განვიცდით: ვინმეს მოხიბვლას ვცდილობთ ან ისეთ რამეზე ვშფოთავთ, რაც არ გვეხება. ღელვა და ხალისი ვერ თანაარსებობს, შედეგად კი ხალისისთვის ჩვენს ცხოვრებაში ადგილი აღარ რჩება. თუ კარგად დააკვირდები, ყოველწამიერად, დაინახავ, რამდენ რამეს აკეთებ, არ აკეთებ, ამბობ და არ ამბობ, საიმისოდ, რომ დაუმტკიცო საკუთარ თავსა და სხვებს რაღაც „შენზე“; დაინახავ საჭიროებას, რომ აღგიქვამდნენ „ასეთად“ და ეცდები, თავიდან აირიდო, რომ აღგიქვამდნენ „ისეთად“. თუკი ამ წიგნს მხოლოდ თეორიულად არ მიუდგები და ეცდები, გამოიყენო, როგორც ინსტრუმენტი, აღმოაჩენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ორი რეალობა (არჩევანი) გაქვს – „ნიღბიანი“ და „უნიღბო“, შიშით და შიშს მიღმა…
ფაქტოლოგიურობა
16,95 ₾“როდესაც გლობალური ტენდენციების შესახებ მარტივ შეკითხვებს ვსვამთ, მუდმივად არასწორ პასუხებს ვიღებთ. იმდენად არასწორს, რომ ალბათ, შემთხვევითობის პრინციპით, შიმპანზეებიც კი ჟურნალისტებზე, ნობელის პრემიის ლაურეატებსა და ბანკირებზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. ფაქტოლოგიურობაში მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტი და TED-ის საერთაშორისოდ აღიარებული მომხსენებელი, ჰანს როსლინგი, თავის ორ ნაცად პარტნიორთან – ანასთან და ულასთან – ერთად აღნიშნული მოვლენის რადიკალურად განსხვავებულ ახსნას გვთავაზობს.
პრინციპები
24,95 ₾ამ წიგნში რეი დალიო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი და ანტრეპრენერი, წარმოგვიდგენს იმ პრინციპებს, რომლებიც ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში შეიმუშავა, დახვეწა და მათი პრაქტიკაში გამოყენებით იშვიათ წარმატებას მიაღწია, როგორც საქმიან, ისე – პირად ცხოვრებაში. ამ პრინციპების დანერგვით მიზნების მიღწევა ნებისმიერ ადამიანსა და ორგანიზაციას შეუძლია.