მე მიყვარს კითხვა (6 წლიდან)
რებუსებიანი წიგნი
5,90 ₾ჩემს კრებულში შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული რებუსი-ზღაპრებია თავმოყრილი და განკუთვნილია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებმაც ეს-ესაა წერა-კითხვა ისწავლეს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბავშვები (და არა მარტო ბავშვები) წაკითხულიდან 10 პროცენტს იმახსოვრებენ, დათვალიერებისას – 30 პროცენტს, მოსმენისას კი მხოლოდ – 20 პროცენტს. სწორედ ეს ფაქტორი გავითვალისწინე ჩემს ზღაპრებსა და მეთოდიკაში, რომელსაც უკვე მრავალი წელია, პრაქტიკაში ვიყენებ.
მოთხრობები და იგავები
5,90 ₾წიგნი განკუთვნილია 6–7 წლის ბავშვებისთვის, რომლებმაც ეს–ესაა წერა–კითხვა ისწავლეს და მის განმტკიცებას ცდილობენ. მასწავლებლებს შეუძლიათ კრებულში თავმოყრილი მოთხრობებისა და იგავების კლასგარეშე საკითხავად გამოყენება. ტექსტები სრულად ითვალისწინებს მოსწავლის უნარ–ჩვევებსა და შესაძლებლობებს ამ ასაკში. გააზრებულ კითხვას აადვილებს მარტივი ტექსტები და შესაბამისი ლექსიკა. ქართული ფოლკლორის მოტივებზე აგებული მოთხრობები და იგავები ბავშვს დაეხმარება ფანტაზიის განვითარებაში, ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში
ტელევიზორთან
6,90 ₾ცნობილი ბერძენი მწერლის, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, მაკის ციტასის ეს არაჩვეულებრივი წიგნი ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაზეა; იმაზე, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე ელექტრონული მოწყობილობები. დიდი ეკრანის წინ, ჯადოსნური ამბების ყურებაში, დიდებსაც და პატარებსაც გვავიწყდება, როგორია რეალური, ეკრანს მიღმა ცხოვრება – ნამდვილი ცხოვრება! წიგნში მოთხრობილია ტელევიზორზე მიჯაჭვულ ოჯახზე, მაგრამ, ერთ დღესაც, ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ყველაფერი იცვლება.
იგავ-არაკები
5,90 ₾იგავ–არაკი არზრდის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდათ დიდ სულხან საბა ორბელიანს, იაკობ გოგებაშვილსა და სხვა სწავლულებს. ამ წიგნში შეტანილი საინტერესო ტექსტები ბავშვებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, ფანტაზიის განვითარებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში დაეხმარება. მასწავლებლებს შეუძლიათ ეს წიგნი კლასგარეშე საკითხავად გამოიყენონ, ამას გარდა იგავ–არაკების შინაარსი დისკუსიების წარმართვის შესაძლებლობასაც იძლევა.