Showing all 4 resultsSorted by latest

წვიმის წვეთი პაკი

8,90 

აკაკი დაუშვილის ზღაპარი „წვიმის წვეთი პაკი“ მარტივი, ბავშვებისთვის იოლად აღსაქმელი სიუჟეტითა და საუცხოო ილუსტრაციებით გამოირჩევა. მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსება ორიგინალური ფაბულა და საინტერესო პერსონაჟების სიმრავლეა. ერთ ღრუბლიან დღეს წვიმის წვეთი, სახელად პაკი, გოგონა მარიცას ქოლგაზე მოადენს ტყაპანს და მთავარი ამბებიც სწორედ აქედან იწყება.

ზღაპარში ბევრი საინტერესო ეპიზოდია, რომელიც პატარა მკითხველს ხან ცრემლს მოჰგვრის, ხან – ღიმილს. ნაწარმოებს შემეცნებით-საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს, რადგან ბავშვებს სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენაზე უამბობს და ხელს უწყობს მათი წარმოსახვის განვითარებას. აქ ადამიანებს, ცხოველებსა და გამოგონილ არსებებს შორის ზღვარი იშლება. ეს ზღაპარი ბავშვებს ცნობისმოყვარეობასა და სიკეთის კეთების სურვილს აღუძრავს.

რაკრაკ–რუკრუკა ამბები

6,90 

რაკრაკ-რუკრუკა ამბები~ ისეთ მოთხრობებსა თუ ზღაპრებს აერთიანებს, რომლებსაც, გინდა, არ გინდა, სწრაფად ჩაარაკრაკებ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ პატარა ამბებია, მეორე _ ადვილად წასაკითხია და მესამეც, ცოტა არ იყოს, სასაცილო და უცნაური პერსონაჟებითაა სავსე. თანაც, ეს პერსონაჟები შენხელა გოგონები და ბიჭები არიან.

სპილო ბაბარის თავგადასავალი

5,90 

ფერადი, ილუსტრირებული ეს წიგნი მეგობრობაზეა, სიყვარულზეა, ადამიანთა და ცხოველთა ურთიერთობებზე მოგვითხრობს. შენ წარმოიდგინე, ისეთ უზარმაზარ ცხოველსაც კი, როგორიც სპილოა, ჩვენი თანადგომა სჭირდება. ბაბარის ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომსპილომაც შეიძლება თავი პატარა, ჭიანჭველისოდენა არსებად იგრძნოს, თუ მარტოდმარტო დარჩება; და პირიქით, მეგობრების თანადგომითა და დახმარებით მთელი სასპილოების მეფეც კი გახდეს.

საფრთხობელა მაფრთხობელა და სხვა მოთხრობები

8,90 

ზღაპარი ის ლამაზი სამყაროა, სადაც იოლად შეაღწევ, თუ ფერადი ოცნებებით ფრთაშესხმული ხარ. ამ ჯადოსნურ სივრცეში მოგზაურობის გარეშე ჩვენი ბავშვობა უმზეო და უხეში იქნებოდა. თუკი ერთხელ მაინც გინატრიათ, ლაჟვარდებში ჩიტივით ლაღად გენავარდათ, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად დაგაინტერესებთ. მისი წაკითხვისას კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ მეგობრობით, ერთმანეთის თანადგომითა და სიყვარულით შური და მტრობა უსათუოდ დამარცხდება. როგორც ერთ-ერთი ზღაპრის მთავარი პერსონაჟი, საფრთხობელა მაფრთხობელა, გვარწმუნებს, ამქვეყნად „ჩიტებსა და საფრთხობელებსაც კი გასაყოფი არაფერი აქვთ“.