ნამდვილი ამბების თარო
მარო მაყაშვილის დღიური
14,95 ₾მარო მაყაშვილის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ქალის, დღიური რჩება ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ ტექსტად, რომელშიც აღწერილია არა მხო- ლოდ 1921 წლის სამხედრო ვითარება, არამედ 16 წლის მოზარდის ცხოვრებაც. ამ წიგნში გაიცნობთ მაროს, არა მხოლოდ როგორც ეროვნულ გმირს, არამედ როგორც პირველი კურსის სტუდენტს, რომელსაც საფრანგეთში სამეურნეო საქმის სწავლა უნდა: „მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა- წყალზედ~; გოგონას, რომელიც წითლდება, როცა უცნობ თეთრჩოხიანს გადაეყრება შემთხვევით: „კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო~; და მებრძოლს, ვისთვისაც სამშობლოზე ფიქრია მამოძრავებელი ძალა: „ეჰ! რა დროს პირად გრძნობებზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება სა- ქართველოს ბედ-იღბალი… სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძო- ლებთ… რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარუ- ლის გრძნობისა~. ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს გოგონას, რომელიც თავი- სუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა; გოგონას, რომლის მთავარი იარაღიც სიმართლისა და ღირსების დაცვა იყო და რომელმაც გარდამტეხ დროს თქვა, მე იქ უნდა ვიყო, სადაც იღვრება თანამემამულეთა სისხლი და ცრემლიო.
მარო წერეთლის დღიური
12,95 ₾ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური და ფაშისტური ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით დააპატიმრეს ალექსანდრე წერეთელი — სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი, გამოჩენილი ისტორიკოსი, პედაგოგი… “ქართული საზოგადოებრივი კლუბის” წევრობა, სადაც “ვეფხისტყაოსნის” საღამოებს აწყობდნენ, “ქვეყნის მტრობად” ჩაუთვალეს და 20 წლით მოაშორეს სამშობლოს, ოჯახს, მეუღლეს… მარო წერეთელმა სრულად გაიზიარა მეუღლის განსაცდელი. ოცი წლის განმავლობაში მისდევდა მის კვალს ცენტრალური აზიის უდაბნოებში უხვად მიმობნეულ ბანაკებში. სახლდებოდა მეზობლად, შეძლებისდაგვარად აწვდენდა ხმას, შორიდან ამხნევებდა, ეფერებოდა… ასე დადიოდნენ, ერთი ბანაკიდან მეორეში, მეორoდან მესამეში… ასე, გაუთავებლად… 20 წელი!.. ამ წიგნში მოთხრობილია საბჭოთა რეპრესიული მანქანის ზღვარდაუდებელი ბოროტებით ორი ადამიანის სიყვარულის გამოცდის ამბავი… დაბრუნდნენ, გადარჩნენ, გაუძლეს…