პანაცეა
რატომ გვძინავს?
24,95 ₾New York Times-ის ბესტსელერი და საერთაშორისო სენსაცია, ეს მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი წიგნი ძილის სამყაროში მომხიბვლელ მოგზაურობას გვთავაზობს. ძილი ტვინში უამრავ პროცესს უწყობს ხელს — მათ შორის სწავლას, დამახსოვრებასა და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღებას. ის არეგულირებს ჩვენს ემოციებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აყალიბებს მეტაბოლიზმის ბალანსს და აკონტროლებს მადას. სიზმრები კი ქმნის ვირტუალურ სივრცეს, რომელშიც ტვინი აერთიანებს წარსულისა და აწმყოს ცოდნას და ამ პროცესით შემოქმედებითობას ახალ იმპულსს აძლევს. ამ დამაჯერებელ და შთამბეჭდავ წიგნში ცნობილი ნეირომეცნიერი და ძილის ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი, მეთიუ უოკერი, გვთავაზობს ძილის რევოლუციურ კვლევას და გვიჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს ის ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის თითქმის ყველა ასპექტზე.
ხანგრძლივი სიცოცხლე
40,00 ₾30 წლის ასაკისთვის დღეგრძელობის წამყვანი ექსპერტი, დოქტორი პიტერ ატია მარათონელი მოცურავე იყო და კატალინას არხიც კი გადაცურა. მაგრამ თანდათან აღმოაჩინა, რომ უკვე აღარ იყო ჯანმრთელი და გულის დაავადებით ნაადრევი სიკვდილის გზას ადგა. ამის გაცნობიერებამ დღეგრძელობი ს გააზრებამდე მიიყვანა: როგორ და რატომ ვკვდებით და როგორ შეგვიძლია გადავავადოთ ან სულაც თავიდან ავირიდოთ ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია, მათ შორისაა გულის დაავადება, კიბო, ალცჰაიმერი და მეორე ტიპის დიაბეტი. ხანგრძლივად და უკეთესად ცხოვრების ამ ინოვაციური მანიფესტით დოქტორი პიტერ ატია ხსნის, თუ როგორ მიიყვანა ამ მოგზაურობამ ჯანმრთელობის გადააზრებამდე.
ნამასტე
17,95 ₾სანსკრიტული Namaste ორი სიტყვისგან შედგება (Namas – ” პატივს გცემ, გეთაყვანები“ და te – ” შენ“) და მისი პირდაპირი მნიშვნელობაა ” მე შენ გეთაყვანები“, ხოლო ინდური სწავლება, რომელსაც ნამასტე ითვალისწინებს, სტრესისა და შფოთვისაგან თავის დაღწევის, ადამიანის შემოქმედებითი ბუნების სრულყოფის, ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარების საშუალებების დაუფლებაათვისებას გვთავაზობს. ” იკიგაისა“ და მრავალი სხვა ბესტსელერის ავტორები – ჰექტორ გარსია და ფრანსესკ მირალესი ამ წიგნით გვაძლევენ შესაძლებლობას შევაღწიოთ მრავალსაუკუნოვანი მოძღვრების სამყაროში, რომელიც ლამის ცივილიზაციის გაჩენის დღიდან არსებობს და, რაც მთავარია, დღევანდელი და სრულყოფილი მომავალი ცხოვრების უზრუნველყოფის გასაღებს შეიცავს.