Showing all 2 resultsSorted by latest

ლეიტენანტი გუსტლი

10,00 

ავსტრიელი პროზაიკოსი და დრა¬მა¬ტურგი არტურ შნიცლერი (1862-1931), განათლებით ექიმი, იშვიათი წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს სამედიცინო და სამწერლო მოღვაწეობას. 1880-იანი წლების მეორე ნახევარში გამოაქვეყნა თავისი პირველი მოთხრობები და პიესები და მალე „იმპრესიონიზმად“ მონათლული ლიტერატურუ¬ლი მიმართულების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლადაც იქცა. მე-20 საუკუნის დამდეგს შნიცლერის შემოქმედებით დაინტერესება საქართველოშიც დიდი იყო. მისი რამდენიმე ნოველა ითარგმნა და დაისტამბა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში, ხოლო 1907 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა პიესა „ფერხული“. ნოველა „ლეიტენანტი გუსტლი“ შინაგანი მონოლოგის ტექნიკის ერთ-ერთი პირველი ძეგლია მსოფლიო ლიტერატურაში. იგი 1900 წელს დაიწერა – ჯეიმზ ჯოისის „ულისეზე“ 22 წლით ადრე.

ძალა უძალოთა

10,00 

1978 წელს ჩეხმა დრამატურგმა და დისიდენტმა (მოგვიანებით კი ჩეხეთის პრეზიდენტმა) ვაცლავ ჰაველმა დაწერა პოლიტიკური ესე „ძალა უძალოთა“, რომელსაც დღეს ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ევროპული ბრძოლის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად მიიჩნევენ. ამ ნაშრომში ავტორი მსჯელობს ძალაუფლებაზე, მის სტრუქტურებზე, გავლენასა და დინამიკაზე, იმ მექანიზმებზე, რომლებიც ხელისუფალთ საშუალებას აძლევს, შეინარჩუნონ ძალაუფლება, შიშში აცხოვრონ მოსახლეობა, „იცხოვრონ სიცრუეში“. რეპრესიული რეჟიმის ღრმა ანალიზის წყალობით ჰაველი ააშკარავებს ოფიციალური ინსტიტუტების სუსტ მხარეებს, მსჯელობს ერთი შეხედვით უძლური, თავისუფლებაწართმეული ხალხის გაძლიერების შესაძლებლობებზე, რომელთა თავი და თავი „სიმართლეში ცხოვრებაა“. „ძალა უძალოთა“ „ცივი ომის“ პერიოდის დისიდენტური ლიტერატურის კლასიკადაა მიჩნეული და მას შედევრსაც კი უწოდებენ ხოლმე.