პორტალი
მეამბოხე მთვარე
24,95 ₾მთვარეზე ამბოხებაა _ ყოფილი შრომა-გასწორების კოლონია აუჯანყდა მმართველ ადმინისტრაციასა და დედამიწას, რადგან მთვარეზეც არ არის ამოუწურავი სასიცოცხლო რესურსი და მის მოსახლეობას შიმშილით სიკვდილი ელის. მთვარეულებს უკვე თავიანთი კულტურა აქვთ, თავიანთი წყობა, ოჯახური კავშირები, თუმცა ჩვენთვის, დედამიწელებისთვის, ცოტა უჩვეულო. აქ ათასნაირი ჯურისა და მრწამსის ხალხი ცხოვრობს, მათ შორის არიან რევოლუციის შემოქმედნი: კომპიუტერის ოპერატორი ახალგაზრდა მამაკაცი, ენერგიული აგიტატორი ქალიშვილი, მოხუცი სწავლული და რაც მთავარია, სუპერკომპიუტერი „მაიკი“, რომელზეც ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ აზროვნება შეუძლია. შეძლებენ მთვარის ბინადრები დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას? _ ამას ამ საინტერესო წიგნში შეიტყობთ. რობერტ ჰაინლაინის გასულ საუკუნეში დაწერილი (1965-1966) ეს ფანტასტიკური ჟანრის რომანი დაჯილდოებულია პრესტიჟული პრემიებით “ჰუგო“ და “პრომეთე“, ხოლო გამომცემლობა ღანდომ Hოუსე-ის მიერ მკითხველებისთვის შეთავაზებულ XX საუკუნეში ინგლისურ ენაზე დაწერილი საუკეთესო რომანების ჩამონათვალში მეთხუთმეტე ადგილი დაიკავა.
ჰობიტი
24,95 ₾ჯ.რ.რ. ტოლკინის ჯადოსნური ზღაპარი, რომელსაც მკითხველი საოცარ სამყაროში შეჰყავს და ჰობიტის ოდისეის მეგზურად აქცევს. „ჰობიტი“ პირველად 1937 წელს გამოიცა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი თავდაპირველად ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, შეუდარებელმა თხრობამ და საინტერესო ფოლკლორულმა ელემენტებმა ყველა ასაკის მკითხველის გული დაიპყრო. ბილბო აბგელს, ამ მორიდებულ, მაგრამ გაბედულ ჰობიტს, ჯადოქარი გენდალფი და ცამეტი ჯუჯა ფათერაკებით სავსე მოგზაურობაში იწვევენ: დატყვევებული ტროლები, მიწისქვეშა გვირაბებში მობინადრე გობლინები, მომხიბვლელი, მაგრამ საშიში ელფები და, რა თქმა უნდა, ბნელი, უძირო მღვიმე, სადაც ჰობიტი ისეთ განძს გადააწყდება, რომელიც მთელ სამყაროს შეცვლის. „ჰობიტი“ არის მოგზაურობის, სიმამაცის, მეგობრობისა და პიროვნული ზრდის ისტორია. ეს წიგნი მკითხველს არა მხოლოდ ჯადოსნური სამყაროს კარს უღებს, არამედ აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება პატარა არსება, უბრალო, შეუმჩნეველი ცხოვრებიდან, დიად გმირად იქცეს. „ჰობიტი“ უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ზღაპარი. ეს არის წიგნი, რომელმაც ახალ, ტოლკინისეულ, სამყაროს დაუდო სათავე.
ზღაპარი
34,95 ₾ჩარლი რიდი შესანიშნავი მოსწავლე, სპორტსმენი და კარგი შვილია. როგორც აღმოჩნდა, ერთგული მეგობარიც, და როცა პირქუში განდეგილი ჰოვარდ ბუდიში კვდება, ბიჭი, ქონებასთან ერთად, მემკვიდრეობით კასეტასაც იღებს, სადაც უფროსი მეგობარი უცნაურ ამბავს უყვება… და იწყება ზღაპარი, სავსე თავგადასავლებით, შიშით, ტკივილით და, საბედნიეროდ, კეთილი დასასრულით.