Showing all 20 resultsSorted by latest

როგორ ვაქციე ჩემი ცხოვრება წიგნად

12,90 

კატინკას ჰგონია, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ჩვეულებრივია – სკოლა, ვარჯიში, მამა, ძმა. მაგრამ როცა გადაწყვეტს, მწერალი გახდეს, ის, რაც ჩვეულებრივი ეგონა, არაჩვეულებრივი ხდება.
რა უნდა გააკეთოს მიზნის მისაღწევად? – რა თქმა უნდა, მწერლებივით წერა უნდა ისწავლოს. ვინ იცის ეს საქმე ყველაზე კარგად? – რა თქმა უნდა, მწერალმა. და კატინკაც დაემოწაფება მეზობელ ლინდას, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ბესტსელერების ავტორია.
კატინკა სწავლობს და აღმოაჩენს, რომ წერა მხოლოდ სიტყვების დაწყობა კი არა, სამყაროს დანახვის, საკუთარი გრძნობების გაგებისა და გადმოცემის ხელოვნება ყოფილა. შეგიძლია მკითხველს შენი სამყარო აჩვენო და გარშემომყოფები პერსონაჟებად გადააქციო.
აი, ეს ყოფილა წერა.
ასე რომ, ამბავი იმაზე, თუ როგორ აქცია კატინკამ თავისი ცხოვრება წიგნად, მათთვისაა, ვისაც გულწრფელი ისტორიები უყვარს; ვისაც არ შეეშინდება, საკუთარ თავგადასავალს მოჰყვეს, საკუთარი განცდები აჩვენოს, გზადაგზა შეცდომებიც დაუშვას, მაგრამ საბოლოოდ საკუთარი სათქმელი და ხმა იპოვოს.

ჩვენი ცხოვრების ფილმი

12,90 

12 წლის ოლივია ბარსელონაში, დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობს. თავად რომ ჰკითხოთ, მისი ცხოვრება არაფრითაა გამორჩეული; როგორც ყველა მისი თანაკლასელი, თვითონაც საღამოობით საშინაო დავალებებს ასრულებს. თუმცა, ერთ საღამოს, როდესაც ოლივიას საკლასო პროექტისთვის ინტერნეტ-სტატია აქვს წასაკითხი, სახლში ელექტროენერგია ითიშება და კომპიუტერიც ირთვება. ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ამბის შემდეგ, ოლივიას და მისი ოჯახის „არაფრით გამორჩეულ“ ცხოვრებაში მოულოდნელი ამბები იწყება, რაც ოლივიას ნამდვილ გმირად აქცევს.
ოლივიას ტელევარსკვლავი დედა ჰყავს, თუმცა ბოლო დროს არც სერიალებში და არც რეკლამებში აღარ იწვევენ. საქმე იმდენად ცუდადაა, რომ მალე მათ პატარა ოჯახს ბინიდან გამოსახლება დაემუქრება. როგორ უნდა მოიქცეს 12 წლის გოგონა იმისათვის, რომ პატარა ძამიკო ვერაფერს მიხვდეს? საგონებელში ჩავარდნილ ოლივიას გენიალური იდეა დაებადება – კინოში ხომ ყველაფერი ხდება და მათი ცხოვრებაც ფილმივითა…

ალასკა

12,90 

ამ წიგნს ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს – ცამეტი წლის თანაკლასელები: სვენი და პარკერი. ამბავსაც ორივე ჰყვება, რიგრიგობით. ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, მაგრამ ერთი რამ აკავშირებთ – ალასკა, თეთრბეწვიანი რეტრივერი. პარკერი აღმოაჩენს, რომ მისი საყვარელი ძაღლი, რომელიც ერთი წლის წინ ოჯახმა გააჩუქა, ახლა სვენთან ცხოვრობს და ძალიან გაბრაზდება. არადა სვენი ერთი უცნაური ბიჭია. მან მხოლოდ იმით გაითქვა სახელი, რომ ეპილეფსიის შეტევები ემართება. უფრო მეტიც, სვენს ალასკა სულაც არ უყვარს, მისთვის ის უბრალოდ მეთვალყურე ცხოველია.

ამიტომ პარკერი გადაწყვეტს, რადაც უნდა დაუჯდეს, თავისი ძაღლი დაიბრუნოს, რაც არც ისე იოლია.

ვის დარჩება ძაღლი? – ვისაც უფრო უყვარს თუ ვისაც უფრო სჭირდება? ალასკა თვითონ ირჩევს…

ეს გულისამაჩუყებელი ამბავი, ისევე, როგორც „საოცრების“ ყველა წიგნი, მოზარდებს უანგარო მეგობრობასა და თანაგრძნობაზე აფიქრებს.

ზაფხული რომელმაც ყველაფერი დაიტია

12,90 

ნორას ზაფხულის გატარება სულაც არ უნდა სოფელში, მისთვის თითქმის უცნობ ბებიასთან. არადა სხვა გზა არ აქვს.

სოფელში გოგონა აბასს, ამქვეყნად ყველაზე ლამაზ, მწვანეთვალება ბიჭს გაიცნობს. მაგრამ რა საიდუმლოს მალევენ ბებია და აბასის მამა? რატომ არაფერი იცის აბასმა თავის შორეულ სამშობლოზე? რას ერჩის უცნაური ქალი, დორისი აბასის ოჯახს?

ზაფხული, რომლისაც ასე ეშინოდა ნორას, ყველაფერს დაიტევს და მისთვის ყველაზე ბედნიერი აღმოჩნდება.

იდეალური ოჯახი

10,90 

“ჩემი მშობლები და დები იდეალურები არიან.
მე – არა.
ალექსი მქვია. აგრიმენსორის ქუჩაზე ვცხოვრობ და წელს ორ საგანში ჩავიჭერი”.

ალექსის ოჯახი იდეალურია. დედა დეკორატორია, მამა – ფიზიკოსი, უნივერსიტეტში მუშაობს. თითით საჩვენებელი ფრიადოსანი დებიც ჰყავს – დელია და სილვია. მშობლები არ ეწევიან, ოჯახი მხოლოდ ჯანსაღ საკვებს მიირთმევს, არასდროს ხმაურობს და არასდროს ჩხუბობს. სახლში იდეალური წესრიგია.

აი, ალექსის მეგობრობის, რაფა პანოჩას ოჯახი კი სრულიად საპირისპიროა. მუდამ ხმაურობენ, ყვირიან ან ტელევიზორს აყვირებენ, მადისაღმძვრელი ყუათიანი საჭმელი უყვართ და არც ფრიადოსანი ჰყავთ ვინმე. რაფას არ სჯერა, რომ იდეალური ადამიანები არსებობენ. ალექსის ოჯახის იდეალურობაშიც ეპარება ეჭვი. მათაც აუცილებლად ექნებათ ნაკლი, მაგრამ რა?

ბიჭები გამოძიებას იწყებენ… როგორ ფიქრობთ, რას აღმოაჩენენ?