მალინა

16,95 

“მალინა“ სულის შემძვრელი და დაუვიწყარი პორტრეტია ქალისა სამყაროში, სადაც მამაკაცები დომინირებენ. ერთდროულად უჩვეულო სასიყვარულო ისტორია და ფსიქოანალიტიკური ძიება ­ ასე შეიძლება დახასიათდეს დიდი ავსტრიელი პოეტის ერთადერთი რომანი, რომელიც მან თავის ხანმოკლე სიცოცხლეში დაწერა. ომისშემდგომ ვენაში ცხოვრობს ქალი, რომელიც მტკივნეულ გაორებას განიცდის და კონფლიქტი აქვს ყველაფერთან, მათ შორის, საკუთარ თავთან. ორი მამაკაცის, ორი პოლარულად განსხვავებული ხასიათის ადამიანის მიმართ ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა თანდათან სრულიად ფიტავს და ძალას აცლის მას და აშიშვლებს მის ვნებებითა და იარებით დასერილ სულს. ინგებორგ ბახმანი არის ყველაზე გონიერი და მნიშვნელოვანი პოეტი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ამ საუკუნეში შვა. თომას ბერნჰარდი როგორც მარადიულ, ასევე ახალ ჰარმონიზაციის ტრფიალ მწერლებსა და სიმშვიდის შენარჩუნების ინსტრუქტორებს ვუპირისპირებ მწერალ-ჭრილობას, ინგებორგ ბახმანს. ელფრიდე იელინეკი”

დაუფარავი ღიმილი

16,95 

“დომინიკი სტუდენტია. მოხდენილი, გონებაგახსნილი, ფიქრიანი და მეოცნებე გოგონა უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობას სწავლობს და ბედნიერია ბერტრანთან, თავის შეყვარებულთან, რომელთანაც იდეალური ურთიერთობა აქვს. მაგრამ ამ ერთი შეხედვით იდეალურ ურთიერთობაში დომინიკი ხანდახან უკიდეგანოდ მოწყენილია, ხანდახან კი „ბედნიერების საშინელი განცდა”” ეუფლება. ერთ დღესაც ამ ნაზ და სენტიმენტალურ ყოველდღიურობაში შემოდის ლუკი, ნაცრისფერთვალებიანი სიმპათიური მამაკაცი დაღლილი გამომეტყველებით,ბერტრანის ბიძა. და ყველაფერი იცვლება – იწყება თავბრუდამხვევი, კაშკაშა მზითა და სუფთა ჰაერით სავსე სიყვარულის ამბავი, რომელსაც ფრანსუაზ საგანი ისე ხედავს და გვიყვება, როგორც მხოლოდ მას შეუძლია – თვალისთვის უხილავი დეტალების შემჩნევით და უფაქიზესი სიმახვილით. …საგანის პროზა, მოგონებებიცა და რომანებიც და ნოველებიც და პიესებიც […] მიპატიჟებაა დღესასწაულზე, მიპატიჟებაა მასკარადზე, წარმოდგენაზე, სადაც განსაკუთრებული თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ იქიდან წამოყოლილი სურნელი თუ გული და მეხსიერებაც ხელს გიწყობს ადამიანს, სამუდამოდ გამოგყვება, ვისაც კაბების შრიალი უყვარს, ვისაც თამაში უყვარს, შამპანური და კარგი მანქანები; ვისაც სჯერა, რომ სევდა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ვინც სხვებთან ერთად კარგად გრძნობს თავს, მაგრამ მარტო – კიდევ უფრო უკეთ, ვისთავისაც სიცოცხლე განცდა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებია, ვინც იცის, რომ შეიძლება დასცინო ადამიანს, მაგრამ მნიშვნელოვანია, კეთილი დარჩე. ზაალ ჩხეიძე”