უბის წიგნაკებიდან

29,95 

საქართველოს 70-წლიანი რუსული ოკუპაცია. მთავარი ფერი – წითელი. სერია „წითელი 70“ სწორედ საბჭოთა რეჟიმის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს, რომლებსაც საბჭოეთში თუ მის შემდეგ დიდი ქართველი მწერლები და კრიტიკოსები ქმნიდნენ. სერიის მიზანია, სანდო, ეპოქალური გამოცემებით გაახსენოს მკითხველთა ნაწილს, ახალ თაობას კი უამბოს, ასწავლოს და გაააზრებინოს, რა მასშტაბის სისასტიკე, ტერორი და რეპრესიები დაიტია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის 70-მა წელმა და როგორ აისახა ეს ყოველივე ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და მეცნიერების განვითარებაზე.

1937 წელს, უკვე დაპატიმრებული მიხეილ ჯავახიშვილის ბინაში ჩატარებულ ჩხრეკების სერიას მწერლის ქალიშვილის, ქეთევან ჯავახიშვილის წყალობით გადაურჩა უბის წიგნაკები, რომლებსაც დიდი მწერალი 1924 წლიდან 1935 წლამდე აწარმოებდა. ქართველი კლასიკოსის ბინაში მისული ჩეკისტები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ხელიდან გამოეცალათ ხელნაწერები, რომლებშიც ჯავახიშ- ვილს მთელ საბჭოთა რეჟიმზე უამრავი დაკვირვება ჰქონდა ჩანიშნული.

ჩანაწერებიდან აშკარად ჩანს, რომ მწერლის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება აღსავსე იყო კრიტიკით, ლანძღვითა და მუქარით. ფურცელ-ფურცელ იძერწებოდა მისი სულიერი ბიოგრაფია და მხატვრული ძიებანი. მკითხველის წინაშეა დიდი მწერლის ვნებანი უამრავი ყოფითი, ეროვნული, სოციალური თუ ლიტერატურული საიდუმლოს ამოსახსნელად.

თანამედროვის ჩანაწერები

12,95 

საქართველოს 70-წლიანი რუსული ოკუპაცია. მთავარი ფერი – წითელი. სერია “წითელი 70” სწორედ საბჭოთა რეჟიმის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს, რომლებსაც საბჭოეთში თუ მის შემდეგ დიდი ქართველი მწერლები და კრიტიკოსები ქმნიდნენ. სერიის მიზანია, სანდო, ეპოქალური გამოცემით გაახსენოს მკითხველთა ნაწილს, ახალ თაობას კი უამბოს, ასწავლოს და გააზიარებინოს, რა მასშტაბის სისატიკე, ტერორი და რეპრესიები დაიტია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის 70-მა წელმა და როგორ აისახა ეს ყოველივე ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და მეცნიერების განვითარებაზე.

გერონტი ქიქოძის “თანამედროვის ჩანაწერები” საბჭოთა საქართველოში იწერებოდა. ეს წიგნი, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ ფაქტის გამოა საყურადღებო, როგორც საბჭოთა კავშირის სისხლიანი ეპოქის თანადროული აღმწერი.

დიდი ქართველი კრიტიკოსი ქვეყნის თითქმის 40-წლიან პერიოზე გვიამბობს ობიექტურობისა და ქრონოლოგიის დაცვით. გვიყვება საქართველოს დამოუკიდებელ რესპილიკაზე, დაკარგული თავისუფლები, დიდი ტერორის შემოქმედთა და რეპრესირებულთა შესახებ; წერს სტალინიზმის რეჟიმს შეწირულ ისეთ დიდ სახელებს, როგორებიც იყვნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, დიმიტრი შევარდენიძე, ევგენი მიქელაძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწაშვილი…

ესაა წიგნი გამაოგნებელი სისასტიკის, აბსურდისა და ბოროტების მრავალწლიან სისხლიან ქრონიკაზე. მასზე მაშაობა კრიტიკოსმა 1954 წლის 12 მარტს დაასრულა.

“წითელი 70” სერიით პირველად გამოიცემა გერონტი ქიქოძის ოჯახში დაცული ავტორისეული ვერსია.