SCI-FI-ის ბიბლიოთეკა
სამი სხეულის ამოცანა
34,90 ₾სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორიაში პირველად, აზიელმა ავტორმა მსოფლიო ლიტერატურული ელიტა სრულად დაიმორჩილა. საუკეთესო რომანისთვის მინიჭებული „ჰიუგოს“ პრემია მხოლოდ დასტურია იმისა, რომ ლიუ ცისინის საგა ჟანრის ახალი ეტალონია – წიგნი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტი გენიისთვის საზღვრები არ არსებობს. სიუჟეტი 1960-იანი წლების ჩინეთში, კულტურული რევოლუციის სასტიკი რეპრესიების ფონზე იწყება. გასაიდუმლოებულ სამხედრო ბაზა „წითელ სანაპიროზე“ ახალგაზრდა ასტროფიზიკოსი, იე ვენძიე, კოსმოსში საბედისწერო და სარისკო სიგნალს აგზავნის. ამ ერთი შეხედვით უწყინარმა ქმედებამ დედამიწის მომავალი სამუდამოდ შეცვალა. იდუმალი ვირტუალური თამაში „სამი სხეული“ მხოლოდ გასართობი არაა – ეს არის პორტალი სამყაროში, სადაც სამი მზე სიცოცხლეს ყოველ წამს ქაოსურად ანადგურებს. ვანმა უნდა გაარღვიოს „მეცნიერების საზღვრების“ შეთქმულება, რათა გაიგოს, ვინ არიან ადამიანთა მოდგმის მოღალატეები და რა ელის დედამიწას, როდესაც კოსმოსური უკუთვლა ნულს მიაღწევს. „გელოდებით ჩვენთან! მე დაგეხმარებით ჩვენი სამყაროს დაპყრობაში. ჩვენს ცივილიზაციას აღარა აქვს საკუთარი პრობლემების გადაჭრის უნარი. თქვენი ჩარევა ძალიან გვჭირდება“ – ერთი ქალის შურისძიებამ კოსმოსში უპრეცედენტო ექსპედიცია დაძრა. ადამიანთა ტირანია უნდა დასრულდეს, რადგან სამყარო უკვე ტრისოლარს ეკუთვნის. ოთხ-ნახევარი საუკუნე განკითხვის დღემდე – ათვლა უკვე დაწყებულია.
დიუნის მესია
29,00 ₾„კვლავ იწყება დრამა“, – თქვა მაშინ პოლმა. მუად’დიბის ჯიჰადს უკვე ათეულობით პლანეტა და მილიარდობით ადამიანი ჰყავს წალეკილი. ღმერთს გასჩენია მეხოტბები, მომლოცველები, ფანატიკოსები და განდგომილები. მან იცის მომავალი და მისი ტყვეა. მტრებად ჰყავს ბედისწერა, ვალდებულება და სამყაროს უძველესი, უძლიერესი ორდენები; მოკავშირეებად ჰყავს ისინი, ვისაც უყვარს იგი.
„დიუნის მესიის“ წაკითხვამდე აუცილებლად უნდა იცნობდეთ სერიის პირველ წიგნს, „დიუნს“. მეორე წიგნი არის საფეხური, რომელიც ამ საკულტო ნაწარმოებს ფანტაზიის სიმაღლეებიდან ფილოსოფიის სიღრმეებისკენ ატრიალებს, თუმცა არც პირველს აკლია მეორე და არც მეორეს – პირველი. ატრეიდესების საოცარი საგა უჩვეულოდ გრძელდება, როგორც უნდა გაგრძელდეს ამბავი მისი, ვინც არის
„სალოსი წმინდანი,
ოქროს მგზავრი უცხო მხარიდან,
სამარადჟამოდ
დასახლებული გონის კიდეზე“.
დიუნი (II ნაწილი)
27,00 ₾ესაა წიგნი მესიასა და წინასწარმეტყველზე, რომელიც ბედისწერას ეჭიდება; ვინც თხუთმეტი წლისა შეხვდა თავის მარად სამშობლოს, უდაბნო-პლანეტა არაკისს, და თავის ტომს, რომელსაც არ უშვია იგი.
ესაა წიგნი, რომელიც მკითხველს ბევრს აფიქრებს და თან ელვის სისწრაფით მიაქანებს გმირთა თავგადასავალის კვალდაკვალ, სადაც აღწერილ მოვლენებს სუნელთა-სუნელ მელანჟის გონების გამბასვრელი ზემოქმედება ახლავს. უდაბნოში სიცოცხლე სწრაფი და შემძლე უნდა იყოს, გადარჩენა თუ უნდა, მუდმივად თავის გადარჩენაზე ფიქრით ცხოვრება კი მისტიკას ადვილად მისაღებს და გასაგებს ხდის. უდაბნოში ულმობლობა სასიცოცხლო აუცილებლობაა და აქ სიტყვები ფაქიზ, ზუსტ მნიშვნელობებს გამოხატავენ. კულ ვაჰად! – ასე იტყოდნენ უდაბნოელი ფრემენები წიგნზე, რომელიც „დიუნის“ სახელითაა ცნობილი.
დიუნი (I ნაწილი)
29,00 ₾ესაა წიგნი მესიასა და წინასწარმეტყველზე, რომელიც ბედისწერას ეჭიდება; ვინც თხუთმეტი წლისა შეხვდა თავის მარად სამშობლოს, უდაბნო-პლანეტა არაკისს, და თავის ტომს, რომელსაც არ უშვია იგი.
ესაა წიგნი, რომელიც მკითხველს ბევრს აფიქრებს და თან ელვის სისწრაფით მიაქანებს გმირთა თავგადასავალის კვალდაკვალ, სადაც აღწერილ მოვლენებს სუნელთა-სუნელ მელანჟის გონების გამბასვრელი ზემოქმედება ახლავს. უდაბნოში სიცოცხლე სწრაფი და შემძლე უნდა იყოს, გადარჩენა თუ უნდა, მუდმივად თავის გადარჩენაზე ფიქრით ცხოვრება კი მისტიკას ადვილად მისაღებს და გასაგებს ხდის. უდაბნოში ულმობლობა სასიცოცხლო აუცილებლობაა და აქ სიტყვები ფაქიზ, ზუსტ მნიშვნელობებს გამოხატავენ. კულ ვაჰად! – ასე იტყოდნენ უდაბნოელი ფრემენები წიგნზე, რომელიც „დიუნის“ სახელითაა ცნობილი.