Showing all 8 resultsSorted by latest

მტერი

16,95 

ჯუნიორი და ჰენი ბედნიერად და განმარტოებით ცხოვრობენ ამერიკაში ჯერ კიდევ შემორჩენილ ერთ-ერთ ფერმაში, მაგრამ ერთ დღესაც მათ მყუდროებას ერთი უცნაური კაცი დაურღვევს ძალიან უცნაური წინადადებით – ჯუნიორს კოსმოსში გამგზავრება მოუწევს, ჰენთან კი მისი ჩამნაცვლებელი, მეორე… ჯუნიორი დარჩება. ნამდვილის დაბრუნებამდე ის იქნება ოჯახის უფროსი, ჰენის ქმარი. შემაძრწუნებელი და უჩვეული წინადადებაა, მაგრამ უარი გამორიცხულია.

მოახლის საიდუმლო

16,95 

მოახლემ ერთი წესი აუცილებლად უნდა დაიცვას _ არასოდეს არ უნდა შეიჭყიტოს და არც შევიდეს იმ ოთახში, სადაც შესვლა აკრძალული აქვს, თორემ შეიძლება ოთახის კარი კი არ შეაღოს, არამედ პანდორას ყუთი გახსნას და ეს სანანებლად გაუხდეს. მაგრამ მილი წესებს არ ემორჩილება, კარს შეაღებს და დამქირავებლის მეუღლეს გაიცნობს, ნაცემ ქალს, რომელსაც სიკვდილივით ეშინია სასტიკი ქმრის, და მილი მის გადარჩენას გადაწყვეტს… სულ მალე კი თავად იქნება გადასარჩენი.

ის, რაც ჩვენ შორისაა

16,95 

დედის უკიდეგანო სიყვარული, მარწუხივით სულისშემხუთავი; სიყვარული, რომელიც ყოველივე იმას გიკრძალავს და გაკარგვინებს, რაც გახარებს და გიყვარს; და მეამბოხე გოგონა, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს დედის ყოვლისმომცველ კონტროლს, მაგრამ მარცხდება. მარცხდება ორივე, დედაც და შვილიც… და ერთხელაც დგება შურისძიების დღე _ სასტიკი და წარმოუდგენელი, მაგრამ არის რაღაც, რაც ქალიშვილმა არ იცის და არც არასოდეს გაუმხელს დედა, რადგან სიმართლე მათ სახლში სიცრუეზე სახიფათოა.

მდუმარე პაციენტი

14,95 

როდესაც ამბობენ, რომ სასტიკად გაუსწორდი ქმარს, რომ ხარ მკვლელი და მძიმე ფსიქიკური აშლილობა გაქვს, როცა ყველაფერი შენ წინააღმდეგ არის, როგორ უნდა იმართლო თავი? ჩუმდები და კლინიკის მდუმარე პაციენტი ხდები _ ეს არის შენი პასუხი. გგონია, რომ ასე უფრო დაცული ხარ? იქნებ მართლა მოკალი და შეიშალე, ან მეზობელმა გამოჰკრა სასხლეტს, ან საქმიანმა პარტნიორმა, ანდა ხელმოცარულმა ნათესავმა, თუნდაც იმ უცნობმა, უკან რომ გდევდა ლანდივით და გითვალთვალებდა? და თუ ნამდვილი მკვლელი სულ უფრო გიახლოვდება, მაშინ?

მოახლე

16,95 

ციხიდან ციხეზე უარეს საპყრობილეში, რომელსაც სიმპათიური ურჩხული უსჯის სულ უბრალო შეცდომისთვისაც კი. უნებური მკვლელი ისევ მკვლელობის სურვილს ებრძვის. სხვა გზა არა აქვს, რადგან წამებას ვეღარ გაუძლებს. ერთხელ თავისუფლება დაკარგა იმისთვის, რომ სიბილწეს მოუღო ბოლო, მეორედ ამას ვეღარ აიტანს. არადა, სიყვარულზე ოცნებობდა, საშინელ ხაფანგში კი გაება მეორე ტანჯულის გულისთვის თუ სულსწრაფობისთვის?

ფარშავანგი და ბეღურა

17,95 

აღმოსავლეთი – გამოუცნობი, ეგზოტიკური და გამუდმებ ით კონფლიქტური; ბაჰრეინი, ერთ დროს ნავთობის მდიდარი მარაგით აყვავებული, ახლა კი გაღატაკებული კუნძულოვანი სახელმწიფო სპარსეთის ყურეში. მიუხედავად ამისა, აქ ირანს თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავიანთი ინტერესები აქვთ, ორივე ხელს ურევს ქვეყნის საქმეებში: ირანი – ტერორისტების დაფინანსებითა და იარაღის მიწოდებით, ოფიციალური ვაინგტონი- შედარებით კორექტულად, შეფარვით. გამოცდილი ჯაშუშის, შეინ კოლინზის, უკანასკნელი მისია თავდაყირა დგება – მისდა უნებურად, ის “არაბული გაზაფხულის” ერთ-ერთი მონაწილე გახდა, საყვარელი ქალიც დაკარგა და თავსიანებმაც გაწირეს. ახლა ისღა დარჩენია, იპოვოს საზღვარი, სადაც მთავრდება ბაჰრეინის საიდუმლოებანი და იწყება ამერიკის შეერთებული შტატები.

ბასრი საგნები

14,95 

კამილ პრიკერი, ჩიკაგოს ერთ-ერთი რიგითი გაზეთის არც ისე მოწინავე რეპორტიორი, ბრწყინვალე კარიერასა და მაღალ ხელფასზე ოცნებობს და მარჯვე შემთხვევაც მიეცა – ერთ პატარა ქალაქში ვიღაც მანიაკი პატარა გოგონებს ხოცავს და კამილმა მკითხველს სენსაციური ამბები ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა და კარგად იცის, ვინ რისი გამკეთებელია, ვინ არ არის წმინდა სულის… ისიც დიდი მონდომებით შეუდგება მკვლელობების დეტალების გამოქექვას და მისი კოშმარიც აქედან იწყება, კოშმარი, რომლისგანაც თავის დაღწევას, ვინ იცის, მოახერხებს?