ქართული
ზაფხული რომელმაც ყველაფერი დაიტია
12,90 ₾ნორას ზაფხულის გატარება სულაც არ უნდა სოფელში, მისთვის თითქმის უცნობ ბებიასთან. არადა სხვა გზა არ აქვს.
სოფელში გოგონა აბასს, ამქვეყნად ყველაზე ლამაზ, მწვანეთვალება ბიჭს გაიცნობს. მაგრამ რა საიდუმლოს მალევენ ბებია და აბასის მამა? რატომ არაფერი იცის აბასმა თავის შორეულ სამშობლოზე? რას ერჩის უცნაური ქალი, დორისი აბასის ოჯახს?
ზაფხული, რომლისაც ასე ეშინოდა ნორას, ყველაფერს დაიტევს და მისთვის ყველაზე ბედნიერი აღმოჩნდება.
ჯასპერ ჯოუნსი
17,90 ₾ამბავი, რომელსაც ამ წიგნში 13 წლის ჩარლი ბატკინი გვიყვება, ავსტრალიაში, მაღაროელთა პატარა ქალაქ კორიგანში 1965 წელს ხდება. ცხელი ზაფხულის შუაღამით მის ფანჯარას ყველასგან მოძულებული ჯასპერ ჯოუნსი მოადგება და დასახმარებლად თან გაყოლას სთხოვს… იმ ღამის შემდეგ ჩარლის ცხოვრება თავდაყირა დგება.
მკითხველი სულმოუთქმელად ელის, რა იქნება შემდეგ, როგორ გაგრძელდება ამბავი. ამბავი კი მხოლოდ ჯასპერ ჯოუნსის და ჩარლის საშინელი საიდუმლოს გამოძიებაზე არაა. ჩარლისთან ერთად ჩვენც ვიზრდებით, ჩვენი საფიქრალიც ხდება ღალატი, რასიზმი, ბულინგი, ცილისწამება, სიყალბე, ნამდვილი მეგობრობა და სიყვარული…
„ჯასპერ ჯოუნსის“ ავტორი, ახალგაზრდა ავსტრალიელი მწერალი გრეგ სილვი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.
განშორებათა წითელი წიგნი
14,90 ₾ფინელი დრამატურგის, მწერლისა და ქვიარ აქტივისტის, პირკო საისიოს ეს წიგნი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური ტექსტია, რომელშიც სათავისო ბარიკადს ყველა ის მკითხველი აღმოაჩენს, ვისაც იდეოლოგიური, პოლიტიკური, სექსუალური და, რაც მთავარია, შინაგანი ცვლილება, რადიკალური გარდასახვა და ამით სრული ჰარმონიის მიღწევა უნდა.
თხრობა 2002 წლის აგვისტოს ცხელ დღეს იწყება, თუმცა მალევე ინაცვლებს გასული საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც ფინეთი იყო წითელი, წითლად აზროვნებდა და სადაც კი წინააღმდეგობას აწყდებოდა, წითელ კვალს ტოვებდა. მაგრამ სწორედ აქ იფურჩქნება ლურჯი ზაფრანების თაიგული – კანონით აკრძალული სიყვარული და ამბავიც კარდიოგრამასავით ცვალებადი, ტეხილი, აღმასვლითა და დაცემით სავსე ხდება.
პირკო საისიო უშურველად გვიყვება საკუთარ ისტორიას, რისთვისაც მესამე პირში თხრობას ამჯობინებს, თუმცა როგორც კი სცენაზე გულის სიღრმეში დაუნჯებული ყველაზე სათუთი ეპიზოდი გამოაქვს, პირველ პირს ისევე იბრუნებს, როგორც ერთ დროს საკუთარი თავი დაიბრუნა და ნახსენებ ჰარმონიასაც მიაღწია.
იდეალური ოჯახი
10,90 ₾“ჩემი მშობლები და დები იდეალურები არიან.
მე – არა.
ალექსი მქვია. აგრიმენსორის ქუჩაზე ვცხოვრობ და წელს ორ საგანში ჩავიჭერი”.
ალექსის ოჯახი იდეალურია. დედა დეკორატორია, მამა – ფიზიკოსი, უნივერსიტეტში მუშაობს. თითით საჩვენებელი ფრიადოსანი დებიც ჰყავს – დელია და სილვია. მშობლები არ ეწევიან, ოჯახი მხოლოდ ჯანსაღ საკვებს მიირთმევს, არასდროს ხმაურობს და არასდროს ჩხუბობს. სახლში იდეალური წესრიგია.
აი, ალექსის მეგობრობის, რაფა პანოჩას ოჯახი კი სრულიად საპირისპიროა. მუდამ ხმაურობენ, ყვირიან ან ტელევიზორს აყვირებენ, მადისაღმძვრელი ყუათიანი საჭმელი უყვართ და არც ფრიადოსანი ჰყავთ ვინმე. რაფას არ სჯერა, რომ იდეალური ადამიანები არსებობენ. ალექსის ოჯახის იდეალურობაშიც ეპარება ეჭვი. მათაც აუცილებლად ექნებათ ნაკლი, მაგრამ რა?
ბიჭები გამოძიებას იწყებენ… როგორ ფიქრობთ, რას აღმოაჩენენ?
სამოთხე
13,90 ₾წიგნის მთავარი გმირი, რომელიც თავის ამბავს მოგვითხრობს, ტოკიოს ერთ-ერთი გარეუბნის სკოლის 14 წლის მოსწავლეა. მას ზარმაცი თვალის სინდრომი აქვს, რის გამოც კლასში ცხოვრებას უმწარებენ, თუმცა, შეწინააღმდეგების ნაცვლად, ჩაგვრის უხმოდ მოთმენას არჩევს. ერთადერთი, ვისაც მისი ესმის, თანაკლასელი გოგონაა, სახელად კოჯიმა. კლასელების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის საპასუხოდ, მთავარი გმირის მსგავსად, ისიც ჯიუტად დუმს.
კოჯიმას წერილით დაწყებული ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზრდება, თუმცა ეს კავშირი თანამოაზრეებს თანამებრძოლებად მაინც ვერ აქცევს. ან შეიძლება კი მეგობრობა ეწოდოს იმ ადამიანების ურთიერთობას, რომელთაც განცდილი ტკივილისა და დუმილის მეტი არაფერი აერთიანებთ?!
მიეკო კავაკამის „სამოთხე“, რომელშიც შემაწუხებელი დაუნდობლობითაა წარმოჩენილი ჩაგრულისა და მჩაგვრელის ბუნება, მკითხველში ერთდროულად ბრაზს და სევდას იწვევს. შეკითხვები, რომელთა დასმასაც ადამიანი ხშირად საკუთარ თავსაც ვერ უბედავს, იმდენად ხმამაღლა გაისმის, რომ მათი უპასუხოდ დატოვება შეუძლებელი ხდება.
სკუგა-ბალდური
10,90 ₾„სკუგა-ბალდური“ თანამედროვე ისლანდიელი ავტორის, სიონის, მოკლე, მაგრამ სრულიად გამორჩეული და შთამბეჭდავი რომანია.
მწერალს პოეტური, მეტაფორებითა და სიმბოლოებით გაჯერებული, ამავე დროს უაღრესად ლაკონიური ენით შევყავართ ორ, სრულიად განსხვავებულ სამყაროში: ერთი, ესაა სკუგა-ბალდურზე, ისლანდიური ფოლკლორიდან აღმოცენებულ მისტიკურ მელაზე ნადირობის თემა, რომელიც სცდება უბრალოდ დევნას და ეხება ისეთ მარადიულ საკითხებს, როგორებიცაა ადამიანის ვნება, დაიმორჩილოს ბუნება, და ბედისწერის გარდაუვალობა ამავე ბუნებასთან ჭიდილში.
მეორე, ესაა დაუნის სინდრომის მქონე ქალისა და კეთილშობილი ადამიანის, მისი გადამრჩენელის სიყვარულითა და ზრუნვით სავსე ისტორია. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ეს ორი სიუჟეტური ხაზი მოულოდნელად ერთმანეთს გადაკვეთს…
მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის ისლანდიაში ვითარდება, „სკუგა-ბალდური“ თავისი მარადიული თემებით, ერთგვარი შემზარავი ესთეტიზმით, ფოლკლორული საწყისებითა და მრავალშრიანობით უაღრესად თანამედროვე მხატვრულ სინამდვილეს ქმნის.
გარიყულები
14,90 ₾სიუზენ ელოიზა ჰინტონის „გარიყულები“ პირველად 1967 წელს გამოიცა, როცა ავტორი მხოლოდ 19 წლის იყო. ოკლაჰომაში დაბადებული მწერალი რომანში მისთვის კარგად ნაცნობ, 60-იანი წლების ამერიკელი ახალგაზრდების ცხოვრებას აღწერს. წიგნი გვაფიქრებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: თვითგამორკვევის კრიზისი, კლასობრივი უთანასწორობა, ოჯახური ძალადობა და ზრდასრულობის სირთულეები.
რომანი14 წლის პონიბოი კარტისისა და მისი მეგობრების ამბავს მოგვითხრობს. პონიბოისთვის სამყარო ორ ბანაკად იყოფა – შეძლებულ სოცებად და ღარიბ გრიზერებად. პონიბოი ამაყობს, რომ გრიზერია და ყოველთვის მზადაა თავისი საძმოს დასაცავად, თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, მუდამ აწუხებს ეგზისტენციალური კითხვა: რა ყოფს და რა აერთიანებს ადამიანებს?
1983 წელს ფრენსის ფორდ კოპოლამ რომანის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. ეკრანიზაცია (“The Outsiders”), წიგნის მსგავსად, საკულტო ნამუშევრად იქცა და დღემდე ახალგაზრდების ერთ-ერთი საყვარელი კინოფილმია.
დანიელი
20,00 ₾„ავტორი ამ ნაწარმოებით ცდილობს გამოკვეთოს და სინათლეზე გამოიტანოს ის მანკიერი მხარეები, რომლებსაც დღევანდელი მართმადიდებლური ეკლესია ანაფორის ქვეშ მალავს, თუმცა ბოლომდე დაფარული როდის დარჩენილა რამე და დაკვირვებული თვალი ყველაფერს კარგად ხედავს. რომანის მთავარი გმირი, დანიელიც, ერთი ჩვეულებრივი, ცოდვით დამძიმებული და ტაძარს შეფარებულ მღვდელია, რომელიც თითქოს სინანულის გზას დაადგა და ცდილობს, სხვაც ბევრი გადაარჩინოს სატანჯველისგან, თუმცა ვნებებსა და მოგონებებს ვერაფერს უხერხებს და რჩება რიგით, მოკვდავ, თუმცა გრძნობბით დატანჯულ ადამიანად, რომელიც ეცადა, მაგრამ თავის მოტყუება არ გამოუვიდა. ავტორიც სწორედ ამ, ერთი შეხედვით, დაფარულ, მაგრამ მარტივ საიდუმლოებას ააშკარავებს, რომ რიტუალური აღმსარებლობა და წესების მორჩილება ვერ იხსნის სულს ხორციელი ტვირთისგან და იგი სულ სხვა გზებით მოიპოვება“ – დავით ხარატიშვილი.
ქუჩის ბიჭები
21,95 ₾ცნობილი იტალიელი კინორეჟისორის, მწერლისა და პოეტის პიერ პაოლო პაზოლინის (1922-1975) „ქუჩის ბიჭები“ 1956 წელს გამოვიდა და ერთბაშად დაიპყრო მკითხველი, თუმცა რომანი მაშინვე მწვავედ გააკრიტიკეს, ავტორს კი სასამართლოში უჩივლეს.
რომანში მოქმედება 1940-50-იან წლებში მიმდინარეობს. ჩვენ თვალწინ იშლება გერმანული ოკუპაციისა და ომის შემდეგ დროინდელი რომი – ღარიბული გარეუბნებისა და მუდმივად ქუჩაში მოწანწალე ნახევრად მშიერი ბიჭების ქალაქი. ამ ბიჭების ერთადერთი საზრუნავი თავის გატანაა და ამისთვის ისინი არაფერს ერიდებიან…
შვიდი კუნძულის ფრეია
14,95 ₾პოლონელ არისტოკრატ თეოდორ იუზეფ კოჟენევსკის, რომლისთვისაც ინგლისური მესამე ენა იყო მშობლიური პოლონურისა და ფრანგულის შემდეგ, მსოფლიო ჯოზეფ კონრადის (1857-1924) სახელით იცნობს. ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსის რომანი „შვიდი კუნძულის ფრეია“ სიყვარულის, ერთგულებისა და გარემოებების საბედისწერო დამთხვევის ამბავია, რომელიც შორეულ აღმოსავლეთში ხდება. დანიელი მეზღვაურის ქალიშვილის – ფრეია ნილსენის ირგვლივ დრამატული მოვლენები ვითარდება. კაცებს, რომლებსაც ის უყვართ, ადამიანური სისუსტეები და ახირებები ხელს უშლით მომხდარისა თუ მოსახდენის სწორად შეფასებასა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. თითოეულ გმირს თავისი სიმართლე აქვს, რის გამოც უჭირს მთლიანი სურათის დანახვა – თვალის გასწორება უბრალო ჭეშმარიტებისთვის.
ახალი ფილოსოფიის მოკლე კურსი დეკარტიდან ვიტგენშტაინამდე
22,95 ₾ბრიტანელი ფილოსოფოსისა და მრავალი წიგნის ავტორის როჯერ სკრუტონის (1944 – 2020) „ახალი ფილოსოფიის მოკლე ისტორია“ ვრცელ პერიოდს მოიცავს და მასში წარმოდგენილია დასავლური ფილოსოფიის ყველა მთავარი მოაზროვნე, დეკარტით დაწყებული და ვიტგენშტაინით დამთავრებული. ავტორი განიხილავს დეკარტის, სპინოზას, ლაიბნიცის, ჰობსის, ლოკის, ბერკლის, ჰიუმის, კანტის, ჰეგელის, შოპენჰაუერის, კირკეგორის, მარქსის, ნიცშეს, მილის, ფრეგეს, ჰუსერლის, ჰაიდეგერის, ვიტგენშტაინის, ასევე სხვათა მოსაზრებებს და აცნობს მკითხველს ძირითად იდეებსა და არგუმენტებს, რომლებმაც განაპირობა თანამედროვე ფილოსოფიის ჩამოყალიბება. „მოკლე ისტორია“ დიდებული გზამკვლევია ყველასთვის, ვინც ფილოსოფიის ისტორიით ან ზოგადად ამ საგნითაა დაინტერესებული.
დაუფარავი ღიმილი
16,95 ₾“დომინიკი სტუდენტია. მოხდენილი, გონებაგახსნილი, ფიქრიანი და მეოცნებე გოგონა უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობას სწავლობს და ბედნიერია ბერტრანთან, თავის შეყვარებულთან, რომელთანაც იდეალური ურთიერთობა აქვს. მაგრამ ამ ერთი შეხედვით იდეალურ ურთიერთობაში დომინიკი ხანდახან უკიდეგანოდ მოწყენილია, ხანდახან კი „ბედნიერების საშინელი განცდა”” ეუფლება. ერთ დღესაც ამ ნაზ და სენტიმენტალურ ყოველდღიურობაში შემოდის ლუკი, ნაცრისფერთვალებიანი სიმპათიური მამაკაცი დაღლილი გამომეტყველებით,ბერტრანის ბიძა. და ყველაფერი იცვლება – იწყება თავბრუდამხვევი, კაშკაშა მზითა და სუფთა ჰაერით სავსე სიყვარულის ამბავი, რომელსაც ფრანსუაზ საგანი ისე ხედავს და გვიყვება, როგორც მხოლოდ მას შეუძლია – თვალისთვის უხილავი დეტალების შემჩნევით და უფაქიზესი სიმახვილით. …საგანის პროზა, მოგონებებიცა და რომანებიც და ნოველებიც და პიესებიც […] მიპატიჟებაა დღესასწაულზე, მიპატიჟებაა მასკარადზე, წარმოდგენაზე, სადაც განსაკუთრებული თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ იქიდან წამოყოლილი სურნელი თუ გული და მეხსიერებაც ხელს გიწყობს ადამიანს, სამუდამოდ გამოგყვება, ვისაც კაბების შრიალი უყვარს, ვისაც თამაში უყვარს, შამპანური და კარგი მანქანები; ვისაც სჯერა, რომ სევდა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ვინც სხვებთან ერთად კარგად გრძნობს თავს, მაგრამ მარტო – კიდევ უფრო უკეთ, ვისთავისაც სიცოცხლე განცდა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებია, ვინც იცის, რომ შეიძლება დასცინო ადამიანს, მაგრამ მნიშვნელოვანია, კეთილი დარჩე. ზაალ ჩხეიძე”
ოჯახური ბედნიერება
16,95 ₾” კრებულში „ოჯახური ბედნიერება“ ლევ ტოლსტოის ექვსი მოთხრობაა წარმოდგენილი. ავტორი, როგორც ადამიანის სულის დაკვირვებული მკვლევარი, ამ მოთხრობებშიც, ისევე როგორც თავის გენიალურ, მრავალხრივ და მასშტაბურ რომანებში, ზნეობრიობისა თუ პიროვნული სრულყოფილების საკითხებს წამოჭრის, იმავდროულად კი დიდოსტატის ფუნჯით ხატავს ყოფით გარემოსა და ცხოვრებისეულ სიმართლეს, თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ეპოქას, სამსჯავროზე გამოაქვს მწვავე სოციალური თუ ზნეობრივი საკითხები. „ოჯახურ ბედნიერება“ და კიდევ ხუთი ნაკლებად ცნობილი მოთხრობა მკითხველს, ერთი მხრივ, საყვარელ მწერალთან შეხვედრის, მეორე მხრივ კი, ამ გენიალური ავტორის განსხვავებულ, უჩვეულო შემოქმედებით სამყაროსთან ზიარების შესაძლებლობას აძლევს. “
ნემსის ყუნწი
18,00 ₾მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდება. ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადასხმას ჩაშლა ემუქრება. შედეგი დამოკიდებულია მტრის დეზინფორმირებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკავშირეთა ძალებს კატასტროფა ელის. ამიტომაც მკაცრად გასაიდუმლოებულია ოპერაციის დაწყების დრო და ადგილი. გერმანელების აგენტი, ოპერატიული მეტსახელით, „ნემსის ყუნწი“, მაინც მოახერხებს ინფორმაციის მოპოვებას და აპირებს სასწრაფოდ გავიდეს ქვეყნიდან, რათა ფიურერს უმნიშვნელოვანესი ფოტომასალა გადასცეს. ქვეყნის კონტრდაზვერვა იწყებს ნადირობას აგენტზე, რომელიც გზადაგზა ყველას კლავს, ვინც წინ გადაეღობება. 2019 წელს BBC News-მა „ნემსის ყუნწი“ 100 ყველაზე შთამაგონებელი რომანის სიაში შეიტანა.
ხვალ და ხვალ და ხვალ
16,95 ₾“ზამთრის ერთ სუსხიან დღეს ბავშვობის მეგობრები ვიდეოთამაშის შექმნას გადაწყვეტენ. ასე იწყება მათი თანამშრომლობა ვიდეოთამაშების დიზაინის რთულ და მშვენიერ სამყაროში, რომელიც ბარიერებითაა აღსავსე. სირთულეებითაა დატვირთული როგორც თავად ვიდეოთამაშის შექმნის პროცესი, ისე ორ ამბიციურ ხელოვანს შორის ურთიერთობა, რომელიც ხანდახან ტოქსიკურობის ზღვარს სცდება. ეს არის ამბავი ერთდროულად ვიდეოთამაშებსა და შექსპირზე, ტრაგედიებსა და „ილიადაზე“, პიროვნულ მეგობრობასა და საქმიან დაპირისპირებაზე. წიგნი დააინტერესებს ყველას, იმის მიუხედავად, ხშირად თამაშობენ ვიდეოთამაშებს თუ ცხოვრებაში ერთხელაც არ უცდიათ.”
მითები და ლეგენდები
29,95 ₾ამ წიგნში ღმერთების, სულებისა თუ გმირების თავგადასავლები, მითური ამბები და ლეგენდური არსებები გელოდებათ. მსოფლიოს ხალხთა მითები, მოთხრობები, ზღაპრები და ლეგენდები თავშესაქცევი ფაქტებითა და ლამაზი ილუსტრაციებიაა წარმოდგენილი… ინფორმაციულად დატვირთული ეს შთამბეჭდავი წიგნი ბავშვებს მარადიულ ფასეულობებს აზიარებს.
წითელი დედოფალი
16,95 ₾მერ ბაროუს სამყარო ორ ფერად არის გაყოფილი – წითლად და ვერცხლისფრად. წითელში სიდუხჭირე, იმედგაცრუება, შიმშილი და სასოწარკვეთაა, ვერცხლისფერში – კეთილდღეობა, ძალა და ძალაუფლება! წითელ სამყაროში გოგონა ოჯახის სარჩენად ქურდობს, სხვა არაფერი იცის! თუმცა ის იცის, რომ როგორც კი 18 წლისა შესრულდება, ჯარში გაიწვევენ, რათა ვერცხლისფრების სიმშვიდე დაიცვას. მაგრამ მოულოდნელად აკიაფდება იმედის ნაპერწკალი… მგონი, შორს არ არის ალისფერი განთიადი! მანამდე კი მერ ბაროუს საკუთარ სახელსა და წარსულზე უარის თქმა, საძულველი და სასტიკი ვერცხლისფრების საზოგადოებაში ტრიალი, პრინცი საქმროს ვერაგობა, არაერთი შეცდომა, ღალატი და ბრძოლა ელის! ამ ბრძოლაში კი სასწორზე არა მარტო მისი სიცოცხლეა შეგდებული
გიორგი ბრწყინვალე, ფრაგმენტები
20,00 ₾„მაშინ იქნები ძლიერი და მსგრადი, თუ შენი სამშობლო იქნება ასეთი. იცოდე, დაბადებული ხარ არა მოწმედ, არამედ მონაწილედ, შენი სამშობლოს კეთილდღეობაში წვლილის შემტანად.“ – ჭაბუა ამირეჯიბი
ფილმებზე უკეთესი
16,95 ₾რომანტიკული კომედიური ფილმების მოყვარულ, თავადაც გამოუსწორებელ რომანტიკოსსა და მეოცნებე ლიზს ბავშვობის მეგობარი უყვარს…ასე ჰგონია… და როცა ის კვლავ დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, გადაწყვეტს, როგორმე თავი მოაწონოს, მისი გული მოინადიროს კიდევ ერთი, მაგრამ აუტანელი ბავშვობის მეგობრისა და მეზობლის (თანაც, ძალიან სიმპათიურის) დახმარებით. ეს წიგნი რომანტიკული კომედიაა რომანტიკულ კომედიებზე!
როგორ მუშაობს ტარო
19,95 ₾ადამიანს ოდითგანვე იზიდავს შეუცნობელი და იდუმალი, მითუმეტეს, თუ ის მის ბედსა და მომავალს უკავშირდება. მისნობა, მკითხაობა, წინასწარმეტყველება სწორედ ის საშუალებებია, რომელთა დახმარებითაც ვახერხებთ ამ იდუმალი სამყაროს კარის შეღებას. ტარო მისნობის განუყოფელი ნაწილია. მისი დახმარებით შესაძლებელია როგორც მომავლის წინასწარმეტყველება, ისე სასარგებლო რჩევების მიღება. ის გასწავლის, თუ როგორ წაიკითხო ტაროს კარტის მნიშვნელობები და როგორ გამოიყენო ის. თუ მომავლის შეცნობის სურვილი გაქვს ან, უბრალოდ, ჯადოსნური მეთოდების გაძლიერება გინდა, ეს წიგნი სწორედ შენთვისაა – ის უამრავ საიდუმლოს ამოგახსნევინებს!
პურმარილი
16,60 ₾კონსტანტინე კაპანაძის მოთხრობათა კრებული “პურმარილი” წარმოგვიდგენს თანამედროვე ქართული პროზის განსხვავებულ ხედვას. ავტორი, ერთის მხრივ, ჰქმნის მრავალშრიან ტექსტს, სადაც სამბრანოსეული “ცხოვრების მეტაფიზიკა” ხორცშესხმულია პერსონაჟთა ყოველდღიურობაში, მეორეს მხრივ კი – უილიამ ოკამის “მარტივი გადაწყვეტის” პრინციპით – არ ტვირთავს თხრობას ზედმეტი დეტალებით.
შენი თავის პლაცებო
50,00 ₾წიგნი გთავაზობთ ბევრ პრაქტიკულ მეთოდს გონების გაუმჯობესებისთვის და წარმატების მისაღწევად.
ნეირომეცნიერების, ფსიქოლოგიის, ჰიპნოზისა და კვანტური ფიზიკის სფეროებში აღმოჩენებზე დაფუძნებულმა ფენომენალურმა მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ ტვინისთვის არ არსებობს განსხვავება წარმოსახვით გამოცდილებასა და რეალობას შორის. ეს გვაძლევს შესაძლებლობას დავალაგოთ ჩვენი ცხოვრება ისე, როგორც გვსურს. მხოლოდ აზროვნების ძალით – განვიკურნოთ ყოველგვარი მედიკამენტისა და ოპერაციის გარეშე. თითოეულ ჩვენგანს აქვს ჩაშენებული საკუთარი თავის განკურნების უნარი. დოქტორი ჯო დისპენზა არღვევს მითს იმაზე, რომ ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს კონტროლს მიღმაა, და გვიბრუნებს ჩვენს ძალასა და უფლებას, ველოდოთ მშვენიერ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, გვიჩვენებს მისი შექმნის გზას.
თბილისი წიგნი + 40 ფაზლი ფიგურებით
27,90 ₾10-გვერდიანი წიგნი დაგეხმარება, დაათვალიერო თბილისის შთამბეჭდავი ნაგებობები, ქანდაკებები და ისტორიული ღირსშესანიშნაობები.
40-ნაწილიანი ფაზლი
10 დასადგმელი ფიგურა
კოსმოსი წიგნი + 40 ფაზლი ფიგურებით
27,90 ₾10-გვერდიანი წიგნი დაგეხმარება, ისწავლო ფერები, ფორმები, რიცხვები და კოსმოსთან დაკავშირებული სიტყვები.
40-ნაწილიანი ფაზლი
10 დასადგმელი ფიგურა
დინოზავრები წიგნი + 40 ფაზლი ფიგურებით
27,90 ₾10-გვერდიანი წიგნი დაგეხმარება, გაიცნო დინოზავრები და ისწავლო მათ საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებული სიტყვები.
40-ნაწილიანი ფაზლი
10 დასადგმელი ფიგურა
ულვაშები
17,90 ₾„ულვაშების“ მთავარი პერსონაჟი გამზრდელ ბებიასა და სოფლის სახლს სკოლაში შესაყვანად მოწყვიტეს. მშობლებთან სიახლოვეს მიუჩვეველი ბავშვი დედისა და სკოლის მოლოდინებს, მცდელობის მიუხედავად, ვერ ამართლებს. ამიტომ ქალაქში გადასვლისთანავე წყვეტს, რომ გაიქცეს.
მთხრობელი შინ დაბრუნებას საკუთარი თავისა და სხეულის ძიებით იწყებს 90-იანი წლების აჭარაში და თანამედროვე ევროპულ ქალაქებში აგრძელებს. რომანის ქალ პერსონაჟებს მემკვიდრეობით ერგოთ ოჯახური წნეხისა და ქალობის იდეალებისგან თავის დასაღწევად სახლიდან წასვლა, როგორც ემანსიპაციის ერთადერთი გზა; ისევე როგორც საკუთარ თავთან, დედასთან და დედობასთან კონფლიქტი.
განსხვავებულის გარიყვის ისტორია რომანში მუსლიმური რწმენის მალვით იწყება და თაობათა შორის მეორდება. დასამახსოვრებელი და ცოცხალი პერსონაჟები ტრადიციული ოჯახის თანადგომასა და სისასტიკეს ერთდროულად განიცდიან.
თავის სადებიუტო რომანში თინათინ ნოღაიდელს დრამატული სიუჟეტით, მაგრამ მსუბუქი იუმორით შემოჰყავს აჭარა, კუთხე, რომელიც ასე აკლია ქართულ ლიტერატურას. მნიშვნელოვანია ტექსტში აღწერილი კონკრეტული დრო და სივრცე, ასევე აჭარული დიალექტი, რომელიც მხატვრულ სინამდვილეს კიდევ უფრო ავთენტურს ხდის.
თებერვლის ტანკები
14,95 ₾1921 წლის 24 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველად, ბრძოლის ველზე, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ტანკები და ქვეითები. ბრძოლა თბილისთან ახლოს, მდინარე ლოჭინის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. თუ რა შედეგით დასრულდა წითელი არმიის ტანკებისა და ქართული გვარდიის ქვეითების შეტაკება, ამაზე აქამდე ორი ვერსია გვქონდა: რუსული და ქართული.
წიგნში დღემდე ცნობილი წყაროებისა თუ უცნობი საარქივო დოკუმენტების შეჯერებისა და კრიტიკული ანალიზის შედეგად, აღდგენილი და ნაჩვენებია შეტაკების რეალური სურათი და მიკვლეული ბრძოლის ველი. ამ მთავარი თემის გარდა, გამოცემაში საუბარია იმ ეპოქაში ტანკების გამოყენების სპეციფიკისა თუ ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის მეთოდების შესახებ, აგრეთვე ქართული არმიის შეიარაღებაში არსებულ ტანკებზე და იმაზეც, თუ როგორ აღმოჩნდა ერთ-ერთი მათგანი 1945 წლის მაისში ბერლინში.
დევნილი
19,95 ₾ალეხო კარპენტიერის „დევნილი“ მათთვისაა, ვინც ძლიერმოქმედ, გამორჩეული სტილით დაწერილ ლიტერატურას ეტანება, ვისაც ლათინოამერიკელი მწერლები უყვარს და პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტების ხატვის ოსტატობა აღაფრთოვანებს. ნაწარმოებში 1930-1933 წლების, კუბაზე ხერარდო მაჩადოს დიქტატორული რეჟიმის დამხობის შემდგომი მოვლენებია აღწერილი. რომანის მთავარი გმირი კი პროვინციელი სტუდენტია, რევოლუციური იდეებით შეპყრობილი, თავისდაუნებურად, ტერორისტი რომ გამხდარა…
ფაცერი
25,00 ₾გია დანელიას დღემდე გამოქვეყნებული წიგნებია: „ასკინკილა“; „ფიქრი,
მქროლავი წამისა“; „100 ლექსი და… დრო!“; „ძახილი სიყრმის“;
„შემოდგომისპირის მოთხრობები“ და „სარკმელს მიღმა“.
რომანი „ფაცერი“ გურიის ერთი ჩვეულებრივი, შეძლებული გლეხის
ოჯახში დაბადებული ორი ძმის ტრაგიკულ ისტორიაზე მოგვითხრობს.
კოლია გასაბჭოებისა და რევოლუციის მოწი ნააღმდეგეა, გრიშა –
კომუნისტური იდეო ლოგიის აპოლოგეტი, ცხოვრების ქარტეხილებმა
კი მათი მსო ფლმხედველობა დიამეტრულად შეცვალა.
წიგნში ასახულია შესაბამისი ეპოქა ბოლშევიკური რევოლუციებითა და
გადასახლებებით, მსოფლიო ომებითა და საბჭოთა ტერორით…
ავტორს გამოყენებული აქვს ავტობიოგრაფიული ჩანაწერები და დღი –
ურები, რაც უფრო საინტერესოსა და დამაჯერებელს ხდის ნაწარმოებს
აქ მიპოვი
12,00 ₾„ერთი შეხედვით, ახალგაზრდა პოეტისგან არც სილაღეა გასაკვირი და არც, მით უმეტეს, სევდა. მაგრამ როდესაც ეს ახალგაზრდა პოეტი ძალიან ნიჭიერია და სევდა-სილაღის ერთ სალექსო ჭურჭელში მოქცევას ახერხებს, ეს უკვე იშვიათობაა. ასეთია ნიქო გორგილაძის ლექსები: ენობრივი ქსოვილი მსუბუქია და თითქმის მღერადი, ხოლო შინაარსი, ღრმა და მტკივნეული, არსად იდღაბნება. ზღვის კაცია, ზღვის პირას გაზრდილი, და ლექსებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, დაწმენდილი და მოლივლივე წყალივით გამოსდის, სადაც ფსკერი და კენჭები მკაფიოდ მოჩანს.”
მე რომ ფეხბურთელი ვიყო
19,95 ₾დათო ტურაშვილმა წიგნი დაწერა ფეხბურთის შესახებ და მინდოდა ორიოდ სიტყვით მეთქვა, როგორ თამაშობდა, ფეხბურთს თვითონ ტურიკა. ფეხბურთზე არასდროს უვლია ბავშვობაში ცოტა ხანს დადიოდა ჭადრაკზე, მაგრამ ფეხბურთს თამაშობდა ძალიან მაგრად. ასეთი რამე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტურიკას დაემართებოდა. ჭადრაკზე დადიოდე და თამაშობდე ფეხბურთს მაგრად. თამაშობდა ზედმეტების გარეშე, ძალიან რაციონალურად და სუფთად, სწრაფად და სწორად და იყო ძალიან ტექნიკური. ურტყამდა იმგვარად, ძველი გულშემატკივრები რომ ზუსტს ეძახდნენ ძევიატკები, რამე, თითქმის მოქნევის გარეშე. ბურთს არ ათრევდა, რადგან მსუბუქიც იყო და მოქნილიც, ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოუდიოდა. ჭადრაკი თუ იყო რამე კავშირში ამასთან, ძნელი სათქმელია. დიდ მოედანზე რომ ეთამაშა, ოდესმე ან ფეხბურთელი გამოსულიყო, ალბათ. გარემარბი იქნებოდა. მუხლები სულ ტკიოდა, ეგეც მახსოვს საერთოდ, ძალიან კარგია, რომ ფეხბურთზე დაწერა. არ წერენ ჩვენთან ფეხბურთზე, მაგაზე ვინ დაიხარჯებაო თუ რა არის არ ვიცი. მწერლებსაც ნაკლებად უყვართ ფეხბურთი, ტურიკას კი ფეხბურთი დღესაც ისე უყვარს როგორც 30 წლის წინ, თორემ ხომ იცით, როგორც არის ხოლმე, უამრავი რამე უფერულდება და ქრება. ჰოდა, ეს სიყვარული კი მაინც არ გამქრალა… (აკა მორჩილაძე)
ხანგრძლივი სიცოცხლე
40,00 ₾30 წლის ასაკისთვის დღეგრძელობის წამყვანი ექსპერტი, დოქტორი პიტერ ატია მარათონელი მოცურავე იყო და კატალინას არხიც კი გადაცურა. მაგრამ თანდათან აღმოაჩინა, რომ უკვე აღარ იყო ჯანმრთელი და გულის დაავადებით ნაადრევი სიკვდილის გზას ადგა. ამის გაცნობიერებამ დღეგრძელობი ს გააზრებამდე მიიყვანა: როგორ და რატომ ვკვდებით და როგორ შეგვიძლია გადავავადოთ ან სულაც თავიდან ავირიდოთ ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია, მათ შორისაა გულის დაავადება, კიბო, ალცჰაიმერი და მეორე ტიპის დიაბეტი. ხანგრძლივად და უკეთესად ცხოვრების ამ ინოვაციური მანიფესტით დოქტორი პიტერ ატია ხსნის, თუ როგორ მიიყვანა ამ მოგზაურობამ ჯანმრთელობის გადააზრებამდე.