კოსმოსი 100 რამ რაც უნდა იცოდე

22,90 

ფერადი, შთამბეჭდავი ილუსტრაციები
მოკლე, ბავშვისთვის იოლად აღსაქმელი ტექსტები
გასაოცარი ფაქტები კოსმოსი შესახებ
სასარგებლო რჩევები

ხელმარჯვე კასტორი

19,90 

ხელმარჯვე თახვი კასტორი და მისი უმცროსი მეგობარი ფრიპე ამ წიგნის გმირები არიან. მათ უსაქმოდ ვერავინ ნახავს – ხან აცხობენ, ხან ღებავენ, ხანაც მებაღეობენ. კასტორი ფრიპეს და მასთან ერთად პატარა მკითხველებსაც ასწავლის, როგორ შეღებონ ხის კარადა, გამოაცხონ გემრიელი ნამცხვარი, დათესონ ლობიო, გაბერონ დაშვებული საბურავი…

ეს ყველაფერი დეტალურად, ბავშვებისთვის გასაგებად არის ახსნილი წიგნში, მხიარულ ამბებს კი ბოლოს კასტორის რჩევები მოჰყვება.

მონტესორი 8 წლიდან აღმოაჩინე ხელოვნება

15,90 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მსოფლიო შედევრები და სხვადასხვა სირთულის მრავალფეროვანი აქტივობები ხელოვნების ისტორიის გაცნობაში დაეხმარება 8 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს.

აქტივობების რვეულის დახმარებით, ბავშვი:

გაიცნობს ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებულ მიმდინარეობებს/ჟანრებს და მათი განვითარების ისტორიულ კონტექსტებს პრეისტორიული ხანიდან თანამედროვე ურბანულ ხელოვნებამდე, ანუ სტრიტ-არტამდე.
გაიცნობს და დააკვირდება 100-მდე ხელოვნების ნიმუშს და გაიგებს თითოეული მათგანის შესრულებისას გამოყენებულ ტექნიკურ ხერხებს.
ქრონოლოგიური სკალის დახმარებით, მსოფლიო შედევრებს მიუსადაგებს შესაბამის მიმდინარეობასა თუ ისტორიულ პერიოდს.
საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების დახმარებით, თავადაც შეეცდება შემოქმედებითობის გამოვლენას.
რვეულში დაგხვდებათ: ამოსაჭრელი, ჩასაკრავი ან პრაქტიკული სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ბარათები მსოფლიო შედევრების ნიმუშებით

მონტესორი 7 წლიდან ლოგიკა მომავალი პროგრამისტებისათვის

15,90 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული 50-ზე მეტი სახალისო აქტივობის წყალობით 7 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვები გაეცნობიან ორობითი ენისა და პროგრამირების საწყისებს.

აქტივობების რვეულის დახმარებით, ბავშვი:

მონტესორის პედაგოგიკისთვის დამახასიათებელი მიდგომის თანახმად, ყველაზე ბუნებრივი გზით – ყოფითი აქტივობებით (ნამცხვრის მომზადება, მცენარის მოვლა, სუფრის გაშლა…) გაიაზრებს, რომ ალგორითმი რიგითობის ზუსტი დაცვით შესასრულებელი მოქმედებებია, რის შედეგადაც სრულდება დავალება ან გადაიჭრება პრობლემა; შემდეგ თავადაც მოიგონებს „სახალისო ალგორითმებს“ და „გამოასწორებს ხარვეზს“ მარტივ ალგორითმებში.
რობოტ ჰეიოს მაგალითზე გაეცნობა პროგრამირებისა და რობოტიკის საფუძვლებს.
ნახატებისა და მარტივი მითითებების დახმარებით გაიცნობს თვლის ორობით სისტემას და ბულის ლოგიკურ ოპერატორებს.
მონტესორის მეთოდით შთაგონებული პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებით (ოღონდ – გაჯეტების გარეშე) განივითარებს ლოგიკურ აზროვნებას და გაიაზრებს კოდის წერის უმარტივეს პრინციპებს.
რვეულში დაგხვდებათ:

ამოსაჭრელი, ჩასაკრავი ან პრაქტიკული სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ბარათები მარტივი ალგორითმებით

მონტესორი 6 წლიდან აღმოაჩინე კოსმოსი

15,90 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკისა და სინგაპურის მეთოდის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობების მიზანია, ბავშვებს მათემატიკისადმი ინტერესი გაუღვიძოს. დავალებები თანდათან რთულდება, ამიტომ რეკომენდებულია მათი მრავალჯერ შესრულება.

აქტივობების რვეულის დახმარებით, ბავშვი:

საინფორმაციო გვერდებისა და თავსატეხების წყალობით, გამოიკვლევს მზის სისტემასა და
ციურ სხეულებს, მათ შორის – ჩვენს ლურჯ პლანეტას.
გაეცნობა ასტრონავტებისა და კოსმოსში გაგზავნილი სხვადასხვა მოწყობილობის მიღწევებს.
მიღებული ცოდნის გადამოწმებისა და განმტკიცების მიზნით, უპასუხებს ყოველი თავის ბოლოს მოცემული თემატური ვიქტორინის შეკითხვებს.შექმნის მუყაოს სათამაშოებს.
რვეულში დაგხვდებათ:

ამოსაჭრელი, ჩასაკრავი ან პრაქტიკული სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ბარათები პლანეტებისა და თანავარსკვლავედების გამოსახულებით
რუბრიკა „იცი თუ არა?“ – პასუხები ცნობისმოყვარე ბავშვისთვის
საინტერესო იდეები კოსმოსის სიღრმისეული გამოკვლევისთვის

მონტესორი 5 წლიდან ლოგიკა მათემატიკა

15,90 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკისა და სინგაპურის მეთოდის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობების მიზანია, ბავშვებს მათემატიკისადმი ინტერესი გაუღვიძოს. დავალებები თანდათან რთულდება, ამიტომ რეკომენდებულია მათი მრავალჯერ შესრულება.

აქტივობების რვეული მოიცავს სამ ძირითად ეტაპს:

კონკრეტულს: ბავშვი ნივთების (სამუშაო ბარათები, სათამაშო კუბები…) გამოყენებით ეცნობა რაოდენობის, სიმრავლის და ა.შ. ცნებებს.
წარმოსახვითს: ბავშვი გრაფიკული ფორმით (ნახატებით, ცხრილებით) წარმოიდგენს რიცხვებს და იმ ყოფით გარემოებებს, როცა მათემატიკას ვიყენებთ.
აბსტრაქტულს: ბავშვის კონკრეტული და წარმოსახვითი წარმოდგენები თანდათან გარდაიქმნება მათემატიკურ ოპერაციებად.

რვეულის დახმარებით, ბავშვი:

აღმოაჩენს და აითვისებს ახალ ცნებებს აქტივობებით, რომელთა შესასრულებლად უმთავრესია ზეპირი მსჯელობა; გაეცნობა რიცხვებს (1-იდან ჯერ 3-ის, შემდეგ 6-ის და, ბოლოს, 10-ის ჩათვლით), ზომას, სიგრძესა და სიმაღლეს, გეომეტრიულ ფიგურებს, შეკრება-გამოკლების საფუძვლებს.

განიმტკიცებს ცოდნას აქტივობებით, რომელთა შესრულებას სჭირდება რაოდენობების სქემატურად გამოსახვა და მათი წარმოდგენა მათემატიკური სიმბოლოებით.

გამოიყენებს ამოსაჭრელ მასალას: საანგარიშო ზოლებს, რიცხვებიან ბარათებს, კუბებს, გეომეტრიულ ფიგურებს და ა.შ., რაც დაეხმარება მას, ადვილად დაძლიოს სწავლის კონკრეტული და წარმოსახვითი ეტაპები.

მონტესორი 4 წლიდან აღმოაჩინე სამყარო

15,90 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობები 4 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს სამყაროს ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოჩენაში დაეხმარება.

რვეულის პირველ ნაწილში ბავშვი თამაშ-თამაშით შეისწავლის ცოცხალ სამყაროს, მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანის აგებულებას; მცენარის სასიცოცხლო ციკლს; ყოვლისმჭამელი ცხოველების კვებით რაციონს.
რვეულის მეორე ნაწილში ბავშვი დედამიწისა და სამყაროს გასაცნობად მთელ მსოფლიოსა და კოსმოსში „იმოგზაურებს“.
აქტივობები მონტესორის მიერ შემუშავებულ პროგრესირებადი პედაგოგიკის საფუძვლებს ემყარება.
რვეულს თან ერთვის ბარათები ადამიანის სხეულის ნაწილების, მცენარეებისა და ცხოველების გამოსახულებით, გეოგრაფიული რუკები და სხვა.
ასევე:

რუბრიკა „იცი თუ არა?“ – პასუხები ცნობისმოყვარე ბავშვის შეკითხვებზე
ამოსაჭრელი, ჩასაკრავი ან დასახატი მასალა
რჩევები სამყაროს უკეთ გასაცნობად

მონტესორი 3 წლიდან -კონცენტრაცია დაკვირვება მეხსიერება

15,90 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული 100-ზე მეტი აქტივობა 3 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს კონცენტრაციის, დაკვირვებისა და მეხსიერების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

„ეძებე და იპოვე“-ს ტიპის აქტივობები ბავშვს მრავალში განსხვავებულის გამორჩევას ასწავლის.
საგნების შედარება, ერთნაირების დაკავშირება და თითქმის ერთნაირებში წვრილმანი განსხვავებების პოვნა მას კონცენტრირების უნარს გამოუმუშავებს.
მეხსიერების გასავარჯიშებელი აქტივობების შესრულებისას ბავშვს ეტაპობრივად სთხოვეთ ჯერ ერთი ნახატის დამახსოვრება, შემდეგ –
რამდენიმესი; ასევე, დამახსოვრებული ნახატის დახატვა მეხსიერებით; თავისი ნახატის შედარება „ორიგინალთან“, შეცდომის პოვნა და შესწორება..
დაბოლოს, მიმდევრობების შევსება, ზედმეტი დეტალების პოვნა და სხვადასხვა ტიპის ლაბირინთში გზის გაკვლევა თქვენს პატარას ლოგიკური ანალიზის უნარს გაუუმჯობესებს.
ასევე:

ამოსაჭრელი და შესანახი ბარათები
მეხსიერების შესამოწმებელი მუყაოს
ბარათები

მონტესორი 2 წლიდან – ყველაზე პატარებისათვის

15,90 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული 100-მდე აქტივობა 2 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს ფორმების, ფერების, დახარისხებისა და ასოციაციების გააზრებაში დაეხმარება.

საგნების დაწყვილება, დახარისხება და მიმდევრობების შევსება ბავშვს ვიზუალურ აღქმას და ლოგიკურ აზროვნებას განუვითარებს.
ერთნაირების დაკავშირება და კენტად დარჩენილი საგნების აღმოჩენა მას კონცენტრირების უნარს გამოუმუშავებს.
„ეძებე და იპოვე“ ტიპის სავარჯიშოები ვიზუალური გარჩევისა და დაკვირვების უნარებს განუვითარებს. ამასთან, ეს სავარჯიშოები გამოიყენება სამეტაპიან გაკვეთილზე: „ვეცნობი“, „ვცნობ“ და „ვამოწმებ“…
დაბოლოს, ფერებთან, ფორმებთან, ზომებთან და კონტრასტებთან დაკავშირებული სავარჯიშოები დაეხმარება ბავშვს, სტრუქტურულად ჩამოაყალიბოს, დაახარისხოს და დაალაგოს თავისი ნააზრევი.
ასევე:

ამოსაჭრელი და შესანახი ბარათები
ამოსაჭრელი და ნახატზე დასაწებელი ბარათები
ამოსაჭრელი გეომეტრიული ფიგურები

კნულპი

13,30 

“მე არ ვიცი არაფერი იმაზე ლამაზი, ვიდრე სადმე, ღმით, გაშავებული ფოიერვერკი. ლურჯი და მწვანე სინათლის ბურთები, რომლებიც სიბნელეში ამოდიან და როცა ისინი ყველაზე მაღალ წერტილში ადიან, მოექცევიან, ქმნიან პატარა რკალს. სწორედ მაშინ არიან ყველაზე ლამაზები და როცა უყურებ, გეუფლება სიხარული და ამავდროულად შიში, რომ ეს ყველაფერი ერთ წუთში ხდება ქრება და ბევრად უფრო სასიამოვნოა, რადგან ხანმოკლეა”

ნაიარევი

24,95 

სარა მესა თანამედროვე ესპანელი მწერალია, დაიბადა მადრიდში 1976 წელს. მისი ლიტერატურული სტილი ხასიათდება ისეთი თემების ფსიქოლოგიური კვლევით, როგორებიცაა კომუნიკაციის ნაკლებობა, მარტოობა ძალაუფლებასა და მანიპულაციაზე დამყარებული ურთერთობები. სარა მესას რომანების ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტი არის ზნეობრივი ორაზროვნების და ადამიანური ურთიერთობების სირთულეების ძიება. მისი პროზა გამოირჩევა პირდაპირობით, სიზუსტით, ლაკონიურობით. ის თავიდანვე ითრევს მკითხველს დამთრგუნველ გარემოში, …

კომბლე

14,95 

მე კომბლე ვარ, ასე ხალხმა შემარქვა, რადგან კომბლებს ვთლი და ჭერში ვაწყობ. ჩემი თავგადასავალი უნდა გიამბო, ერთხელ შეთქმულება მომიწყეს და მომატყუეს, მაგრამ კუდით ქვა ვასროლინე. მერე დათვმა მოინდომა ჩემი გაბითურება, მაგრამ არც იმას დაადგა კარგი დღე. ბოლოს გულბოროტი მეფეც კი განვარისხე, მაგრამ მასთანაც გავიმარჯვე და სამეფო ტახტიც დავათმობინე. რა არ გადამხდა, მაგრამ დღესაც კომბლებს ვთლი და ჭერში ვაწყობ, ვინც ჩემს ცხვრებს ხელს ახლებს, თავში ჩავცხებ, ალალ-მართალსა და გულკეთილს კი ვწყალობ.

სტუმარ მასპინძელი

10,95 

ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელი“ საქართველოსა და მთელ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციის – სტუმარ-მასპინძლობის ამბავს გვიამბობს. ქისტი ჯოყოლა და ხევსური ზვიადაური ნადირობისას შეხვდებიან ერთმანეთს. ჯოყოლა ვერ იცნობს თავის ძმის მკვლელს, ქისტების რისხვას – ზვიადაურს, დაუმეგობრდება მას და შინ ღამის გასათევადაც მიიპატიჟებს. ეს ამბავი არ გამოეპარებათ ქისტებს, ისინი კარგად ცნობენ მოსისხლე მტერს, ზვიადაურს და გადაწყვეტენ ჯოყოლას სახლშივე შეიპყრონ იგი.

უსაფრთხოების სოციალური ფსიქოლოგია. თეორია და პრაქტიკა

30,00 

სახელმძღვანელო ეძღვნება უსაფრთხოების სოციალურ-ფსიქოლოგიური საფუძვლების პრეზენტაციას. დამხმარე სახელმძღვანელო შეიცავს არა მხოლოდ სხვადასხვა ტიპის უსაფრთხოების თეორიულ ანალიზს, არამედ მათი უზრუნველყოფის ფაქტობრივი პრაქტიკის გამოყენებით ასპექტებს.

ეთნოფსიქოლოგია

18,30 

სახელმძღვანელოში გაშუქებულია ეთნოფსიქოლოგიის ძირითადი ტერმინები და ცნებები, ობიექტი და საგანი, ეთნოფსიქოლოგიის მეთოდოლოგია და ამოცანები.

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ფსიქოლოგიური ასპექტები

20,00 

ქეთევან ჯაფარიძის მონოგრაფია ეძღვნება ონკოლოგიური დაავადებების ფსიქოლოგიური ასპექტების თეორიულ ანალიზსა და ემპირიული კვლევის გზით ონკოლოგიური ავადმყოფისათვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აუცილებლობის დასასაბუთებლად საჭირო მტკიცებულებათა მოპოვებას.

გული ფარად

16,60 

საყოველთაოდ ბინძური საქმეები მშვიდ, მზიან დღეებში იგეგმებიან. როცა გაზაფხულის წყნარ საღამოს, ქალაქის მეჩხერ ხეთა ახალამოყრილ, ჯერ კიდევ ფაფუკ, რბილადშეღინღლულ ფოთლებს ჩამავალი მზის სხივი ოქროსფრად გალანდავს, მშვიდი, უბრალო ადამიანები ამ მშვენიერი სანახაობით, მდელოზე ფეხმორთხმულნი და სულგანაბულნი ტკბებიან, ძალითა და გავლენით უფალნი კი, ძვირად საეშმაკო ამბებს თხზავენ და მათთვის ხორცშესასხმელად გეგმებს აწყობენ, საბრძოლო ველს დაადგენენ და სამოქმედო ტაქტიკას განიხილავენ…

მთის ხმა

27,00 

იასუნარი კავაბატა (1899-1972) პირველი იაპონელი მწერალია, რომელიც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოეს. მან ადრე დაკარგა მშობლები და ბიჭის აღზრდა ბაბუამ ითავა; თუმცა, 15 წლისას ბაბუაც გარდაეცვალა და მოზარდი სრულიად ობლად დარჩა. კრიტიკოსები და ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ კავაბატას შემოქმედება ამ ობლობისა და მარტოობის ტრავმის დაძლევის მცდელობაა. რომანი „მთის ხმა“ ისეთივე თვითმყოფადია, როგორიც თავად იაპონური კულტურაა, რომლის წვდომასაც მწერალი ემსახურება. რომანის მთავარი პერსონაჟია შინგო ოგატა, სამოც წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელიც ებრძვის ცხოვრების სასრულობას. „მთის ხმა“ უჩვეულოდ მშვიდი, ფაქიზი და „არომატული“ ტექსტია, როგორც შინგოს მიერ საკუთარ ბაღში გასხლული ბუჩქების ნაზი ტკაცუნი, ანაც – ტოტებს შორის ამოსული საკურის ყვავილის სურნელი. ერთმა კრიტიკოსმა რომანს „მშვენიერი სიმშვიდით“ დაწერილი „ბობოქარი წიგნი“ უწოდა.

Wild nights out

32,00 

Learn how to call for owls, walk like a fox and expand your sensory perceptions. Wild Nights Out is a wonderful new hands-on guide for those who wish to take kids (of all ages) outdoors for fun, thrilling nighttime nature adventures.

Parents, grandparents, teachers and nature educators alike will discover a wealth of unique activities to explore the natural world from dusk till dawn. Alongside games, walks and exercises to expand our senses, storyteller and outdoor educator Chris Salisbury will bring this unexplored nocturnal dimension to life with lore about badgers, bats and minibeasts as well as tales of the constellations and planets to share around the campfire.

In Wild Nights Out you can expect to find:

25 fun and informative games and activities
Practical information on how to conduct night walks safely
Animal facts and stargazing stories
Beautiful black-and-white illustrations throughout
Nature has so much to offer at night, so let Wild Nights Out be your guide to the dark. It will boost the resilience and self-confidence of children and adults, and instill a lifelong love of having fun in the outdoors when the sun goes down.

საშიში იდეალისტები

18,00 

ძვირფასო მკითხველო, მადლობა, რომ “საშიში იდეალისტების წაკითხვა გადაწყვიტე. რაზეა, ვისზეა წიგნი? ჩემი მოკრძალებული აზრით, “პირველად იყო სიტყვა” უბრალოდ სიტყვები არ არის, სიტყვა იდეაცაა. სახელმწიფოს კი იდეალისტები ქმნიან და აშენებენ. ამიტომ წიგნი იდეალისტებზეა; ის ჩემზეა, შენზეა, მასზეა – ადამიანებზეა, რომლებიც არ იღლებიან და მუდმივად იბრძვიან პროგრესისთვის.

მზის ბილიკებზე გადაკარგული სამი ვარდი

33,00 

,,მზის ბილიკებზე გადაკარგული სამი ვარდი,,
არის ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც საკუთარი მზის ბილიკების ძიებაში გადაიკარგა და სამი ვარდი(სული, გული და გონება) ერთ ჰარმონიაში ვერ მოიყვანა.
წიგნი დაყოფილია ოთხ ნაწილად: გულის ხმა, სულის ხმა , გონების ხმა , და მზის ბილიკებზე გადაკარგული.
წიგნი აღწერს თითეოულის სათქმელს ადამიანითვის მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.
წიგნი შექმნის მოტივი იყო, ადამიანებისთვის ლექსების სახით მიმეწოდებინა სიცოცხლის მამოძრავებელი სამი ძალის:სულის, გულის და გონების ხმა.

ტიბეტური საგანძური

33,00 

ტიბეტური საგანძურის წაკითხვისას გმირებში ამოიცნობთ სხვადასხვა რამეს, ზოგიერთი ვიღაცებს განასახიერებენ. ამასთანავე, ოლივერი სრულიად შემთხვევით შეიქმნა. გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ ბიჭში გავაიდეალე ყოველივე, რაც ადამიანს პიროვნებად აყალიბებს. ავტორი ვარაუდობს, რომ ერთ დღეს ეყოფა გამბედაობა და იტყვის ვის პორტრეტებს წარმოადგენს ორი მთავარი პერსონაჟი.

ნაკურთხი ბომბი

25,00 

ძიების დაუცხრომელი ჟინი, ექსპერიმენტატორობა ერთ-ერთი არსებითი ნიშანია ჯანო ჯიქიძის შემოქმედებითი ბუნებისა და სტილური არჩევანისა, ყოველივე ძალდაუტანებლად რომ მოედინება მისი დაუშრეტელი ფანტაზიის წყალობით და მკითხველს ახალ და ახალ სიურპრიზებს უმზადებს, არამარტო გარეგნულად ეფექტურს, არამედ სიღრმისეულსაც, თამაშ-თამაშით რომ აზიარებს ცხოვრებისეულ სიბრძნეებს. “ნაკურთხი ბომბი” კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა ჯანო ჯიქიძის მრავალფეროვანი წარმოსახვისა, იუმორით განათებული და შინაგანი სიმძაფრით დამუხტული, ეს ყოველივე ბუნებრივად რომ გადადის ერთიმეორეში და განსაზღვრავს თხრობის დინამიზსმა და ექსპრესიას. ნახატები მხოლოდ ილუსტრაციები არ არის, უშუალო მონაწილეა სიუჟეტისა, მისი განუყრელი ნაწილი და მკითხველის დამკვალიანებელი იმ მჩქეფარე გარემოში, “ნაკურთხი ბომბის” უჩვეულო მხატვრული რეალობა რომ შემოგვთავაზოს.

ჭიტა აი რას ხედავს ჩვილი

10,90 

„ახალშობილის მხედველობის სიმახვილე 5%-ს არ აღემატება. ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს, ლაპარაკს… ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი დაბადებიდან 6 თვეა, როცა მხედველობის სიმახვილე მნიშვნელოვნად, თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების აღქმისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება. ასეთი წიგნები, რომლებიც გაფორმებულია იოლად აღსაქმელი შავ-თეთრი, ასევე, კაშკაშა ფერადი, მარტივი ფიგურებით, არა მხოლოდ ჩვილის ყურადღებას მიიპყრობს, არამედ მეტად ააქტიურებს თავის ტვინის მხედველობით ცენტრს და ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის როგორც ვიზუალური, ასევე ზოგადი განვითარების პროცესის სწორი და დროული წარმართვისთვის“.

პირველი წიგნი, აი რას ხედავს ჩვილი

10,90 

,,აი, რას ხედავს ჩვილი (პირველი წიგნი)’’ პატარებს დაეხმარება მხედველობის განვითარებაში, რადგან წიგნის გვერდები სავსეა მკვეთრი, ფერადი და მარტივად აღსაქმელი რგოლებით, პატარების მხედველობის სიმახვილე კი სწორედ 6 თვემდე მატულობს.

წიგნი დამზადებულია მყარი მუყაოსგან,რაც ბავშვებს წიგნის მრავალჯერადად გამოყენების საშუალებას მისცემს.

დილა მშვიდობისა

10,90 

ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს და ლაპარაკს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადებიდან 6 თვე, როცა მხედველობის სიმახვილე თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების, ფორმებისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება.

დილა მშვიდობისა წყლის მეგობრებო

10,90 

ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს და ლაპარაკს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადებიდან 6 თვე, როცა მხედველობის სიმახვილე თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების, ფორმებისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება.

დილა მშვიდობისა პატარა ცხოველებო

10,90 

ჩვილი ისევე „სწავლობს“ ხედვას, როგორც სიარულს და ლაპარაკს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადებიდან 6 თვე, როცა მხედველობის სიმახვილე თითქმის 10-12-ჯერ მატულობს და ბავშვს ფერების, ფორმებისა და სივრცული მხედველობის უნარი უვითარდება.

ცხებული და შერისხული

20,00 

ანო ტვილდიანი თავის წიგნში – “ცხებული და შერისხული” სხვადასხვა ზოგადსაკაცობრიო თემას ფილოსოფიური კუთხით ეხება. რომანში წამოჭრილია, როგორც სახელმწიფო მოწყობისა და საზოგადოებრივი ფორმების საკითხები, ისე განკერძოებით ადამიანური ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებსაც ერთმანეთთან პერსონაჟების მეშვეობით აკავშირებს. რომანი გამოგონილ სახელმწიფოში განვითარებულ პროცესებზე მოგვითხრობს, სადაც სახელმწიფო ხელისუფალნი და მმართველობის ფორმები ერთმანეთს ენაცვლებიან…

1924 წლის აჯანყება: საქართველო და დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება

20,00 

1924 წლის ეროვნული აჯანყების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამომცემლობა „ზიარი“ გთავაზობთ ერიკ ლის ახალ წიგნს „1924 წლის აგვისტოს აჯანყება – საქართველო და დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება“.
წიგნში დიდი ადგილი ეთმობა 1921-1924 წლების პერიოდს, აღწერილია ბოლშევიკთა ქმედებები და ქართველი ხალხის წინააღმდეგობა, რომელიც წინ უძღოდა აჯანყებას. ასევე განხილულია საქართველოს დაპყრობის თაობაზე ევროპელი სოციალ-დემოკრატების პოზიცია, განსაკუთრებით იმ დელეგაციის წევრებისა, რომლებიც 1920 წელს ესტუმრნენ საქართველოს.
ავტორი მკითხველს აცნობს 1924 წლის ეროვნული აჯანყებისა და, განსაკუთრებით, მისი სასტიკად ჩახშობის გავლენას ევროპაში მემარცხენე მოძრაობაზე. წიგნში აღწერილია აჯანყების მიმდინარეობა და ჩახშობა და ის გამოძახილი, რომელიც ამ მოვლენებს მოჰყვა ევროპაში.

პენელოპიადა

14,95 

„პენელოპიადა” უძველესი მითის ახლებურად გააზრებას გვთავაზობს, ვითარებას, როცა საზოგადოებაში ძალაუფლება მამაკაცს ეკუთვნის მარგარეტ ეტვუდის ვერსიაში ოდისევსის ცოლის ამბავი სულ სხვაგვარად წარმოგვიდგება. ეს წიგნი გარდაცვლილი პენელოპეს დღიურია ჰადესიდან. მთავარი გმირი გვიამბობს თავისი ბავშვობის შემდეგ კი ქორწინების ამბავს, აღგვიწერს ლეგენდარულ ოდისევსს არა ჰომეროსის, არამედ თავისი, ქალის თვალით გაცნობილს, როგორ ელოდა ოცი წლის განმავლობაში მეუღლეს. რამდენი რამ გადაიტანა. ეს არის ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟებისა და რეალიების სრულიად სხვაგვარად გააზრება და მკითხველის გადასაწყვეტია, გაიზიარებს თუ არა მას.

საქართველოს არქეოლოგიისთვის

39,95 

წინამდებარე წიგნში საქართველოს იბერია-კოლხური პერიოდის (ძვ. წ VI ს – ახ.წ. IV ს.) ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხებია განხილული.

ნაშრომში ახალი არქეოლოგიური მასალისა და წერილობითი წყაროების ურთიერთშედარებისა და კვლევის საფუძველზე, გარკვეულწილად, ხერხდება საქართველოს ხსენებული ეპოქის ისტორიის მეტ-ნაკლები აღდგენა.

წიგნი განკუთვნილია საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მითხველისთვის. ის ახალ, საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის სკოლის მასწავლებლებსა და სტუდენტებს.