ქართული
ეფუთიში გოშინა
19,95 ₾გიორგი სიჭინავა (1942-2025) გახლავთ მეგრულენოვანი მწერლობის ყველაზე თანამედროვე და ყველაზე გამორჩეული, სიცოცხლეშივე კლასიკოსად ქცეული წარმომადგენელი. თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლო პრობლემების წინაშე მდგარ მეგრულ ენას შეეხიდა და ახალი სული ჩაბერა, ეს სწორედ სიჭინავაა.
გიორგი სიჭინავა დაიბადა ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში. ახალგაზრდობაშივე ის აფხაზეთში გადასახლდა, სადაც საკმაოდ აქტიურ სამწერლო და ჟურნალისტურ ცხოვრებას ეწეოდა. გახლდათ ჟურნალ „რიწას“ რედაქტორი, არაერთი მოთხრობისა და ესსეს ავტორი. აფხაზეთის კონფლიქტის შემდგომ მწერალი თბილისში სახლდება და აქ აგრძელებს ლიტერატურულ მოღვაწეობას, გამოსცემს გაზეთ „აღდგომას“. აქვე, სიჭინავა აარსებს ჟურნალ „აია“-ს, რომელიც ხდება მეგრულენოვანი ავტორების მთავარი პლაცდარმი, ჟურნალიდან ვეცნობით როგორც ფოლკლორულ, ასევე მხატვრულ მარგალიტებს. აღსანიშნავია, რომ გიორგი სიჭინავას სახელს უკავშირდება 1924 წელს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი პოეტის, დანიელ ფიფიას გაცნობა საზოგადოებისთვის და მისი აქამდე უცნობი შედევრების: პოემებისა და მოთხრობების გამოქვეყნება. ამავე პერიოდში ის გამოსცემს „ნანაში ნინა“-ს, ე.წ. დედაენას მეგრელი ბავშებისთვის, იბეჭდება მისი ლექსების არაერთი კრებული. XXI საუკუნის გარიჟრაჟზე, 2000 წელს გიორგი სიჭინავას რედაქტორობით გამოდის პირველი სრულად მეგრულენოვანი ლიტერატურული ჟურნალი „ირიათონი“. მწერლის კალამს ეკუთვნის ტრილოგია „უტუ მიქა“, რომელიც სამეგრელოს აჯანყების საინტერესო და აქამდე უცნობ დეტალებს აცნობს მკითხველს.
წინამდებარე კრებული გახლავთ მცდელობა მკითხველისთვის გიორგი სიჭინავას მეგრულენოვანი მემკვიდრეობის სრული მოცულობით გაცნობისა. წიგნში შესულია ავტორის პროზა და პოეზია სრულად, ასევე აფორიზმები და „ვაღურიაშ დჷნაჩინა“ (ვაღურიას დანაბარები), ნაწყვეტი „უტუ მიქა“-დან, სადაც ტრილოგიის ერთ-ერთი საკვანძო გმირის, ვაღურია ქარდას ფილოსოფიური ნააზრევებია გადმოცემული.
ამერიკული კომფორტ ფუდი
39,95 ₾რომელი საჭმელი ასოცირდება თქვენთვის ამერიკულ კულინარიასთან? ჩემთვის ეს უპირობოდ ბურგერია. ამით გავიცანი ეს ქვეყანა ჯერ კიდევ საქართველოში მცხოვრებმა. ამერიკელები ყველაზე ხსირად სწორედ ბურგერებს მიირთმევენ. როგორ ამზადებენე, ეგსხვა ამბავია და ამაზე დეტალურად წიგნში წაიკითხავთ. ასევე აღმოაჩენთ სხვა კერძებს, რასაც აქაურები ყოველდღიურად ან დღესასწაულებზე მიირთმევენ,ისტორიებს, თუ როგორც შემოვიდა და საფუძვლიანად დამკვიდრდა ეს კერძები რაციონში. ზოგი კერძო ოდნავ გადახალისებული და გამარტივებულია.
ჰოლივუდი ვაგონის კედელზე
10,50 ₾სურათის აღწერა – იყო ასეთ დავალება ჩვენს ბავშვობაში: სურათისთვის თვალი უნდა გაგვეშტერებინა და მასზე, რაც შეიძლება მეტი რამ დაგვენახა. ამ წიგნს თითქმის თვალდახუჭული ვწერდი – ძველი ალბომების შთაგონებით. თან ვფიქრობდი, რას ვხედავთ, როცა ბავშვობის ფოტოებს ვუყურებთ? განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ბავშვობა სხვა საუკუნეში, სხვა წყობის ქვეყანაში დარჩა?
ნოსტალგიას, რადგან ჩვენი თავები გვენატრება? სინანულს, რომ თავისუფლება და სილაღე გვაკლდა? სევდას, რომ მთელი ეს წლები ოცნებებში გავიდა? როგორ შეიძლება სკოლის საკლასო ოთახად ქცეული ვაგონის კედელზე ჰოლივუდი გაჩნდეს? როგორ ვიყოთ განსხვავებულები, როცა ყველას ერთნაირად გვაცვია? როგორ დავიცვათ სიყვარული, რომელიც აკრძალულია?
ეს წიგნი, რომელშიც საქართველოს ერთ პატარა ქალაქში მომხდარ ამბებზე გიყვებით, მხატვრულიც არის და დოკუმენტურიც: არ შემეძლო დამევიწყებინა ის, რაც მოხდა. არ შემეძლო არ გამომეგონებინა, ის, რაც არ მოხდა.
ვალაუვალი
13,50 ₾წიგნი, რომელსაც ახლა კითხულობთ, დაბრუნებაა 90-იანი წლების „ბებერი“ პოეტის, რომელმაც საკმაოდ ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის მერე აღმოაჩინა, რომ პოეზიის, მკითხველის და საკუთარი თავის წინაშე დიდძალი ვალი დაგროვებია – გამხდარა ვალაუვალი.
როგორც შოთა იათაშვილი წერს თავის წინასიტყვაობაში, ამ კრებულით „პოეზიისგან აღებული ვალი უკვე დაბრუნებული აქვს და აწი რას იზამს, ეს უკვე მისი საქმეა. თუმცა კრებულის მუხტი გვაფიქრებინებს, რომ ეს დაბრუნება საბოლოოა და კვლავ გადამალვას არ ექვემდებარება“.
ნანა აკობიძის ლექსები გვაიძულებს, ვიფიქროთ და ესაა სწორედ ის, რაც დღეს ინტერნეტით გაზარმაცებულ მკითხველს სჭირდება – ფიქრის იძულება.“ – ალეკო ცქიტიშვილი (90-იანი წლების ლიტერატურული გაერთიანება „ბებერი პოეტების ორდენის“ წევრი)
ახალი სიმღერები
18,35 ₾„ახლა, როცა გიორგი კეკელიძის სიმღერებად წოდებულ ლექსებზე ვწერ, ჯერ არ ვიცი და არც ავტორისთვის მკითხავს, რა დაერქმევა წიგნს, მაგრამ მგონია, რომ ლექსების მიმდევრობა ისეთივე ან თითქმის ისეთივე იქნება, როგორც იმ სამუშაო ფაილში) დალაგებული, რომელიც წავიკითხე. ვვარაუდობ, რომ ავტორს ბევრი უფიქრია ამ განსხვავებული, თუმცა ყოველთვის მაღალი სალექსო ტექნიკით შეთხზული ლექსების მიმდევრობაზე, და ეს მიმდევრობა შინაარსის ნაწილად აღიქმება, რაც არც ისე ხშირია თანამედროვე ქართულ პოეზიაში; კიდევ უფრო იშვიათია ის სტილური და ფორმალურ. ემოციურ და შინაარსობრივი მრავალფეროვნება, რომელსაც პოეტი გვთავაზობს. როგორც წესი, პოეტები უფრთხიან ასეთ მრავალფეროვნებას ერთი კრებულის ფარგლებში, რადგან მას ყოველთვის ახლავს სტილური ამორფულობის, ქაოსურობის რისკი, და ძალიან მაღალი პოეტური კულტურაა საჭირო, ეს მრავალფეროვნება წესრიგად აქციო. კრებულში ეს სირთულე საუკეთესოდაა გადალახული. აქ, ცხადია, არ ვგულისხმობ მხოლოდ რეგულარული და თავისუფალი სალექსო ფორმების მონაცვლეობას, ფორმების, რომლებსაც თანაბარი ოსტატობით ფლობს გიორგი კეკელიძე. კრებულში არის აბსტრაქციაც და უკიდურესი ნატურალიზმიც, თითქმის თვითმდინარი ცნობიერების ნაკადიც და მცირე ლექსების დაწურული ლაკონიზმიც, ირონიაც და შეუნიღბავი სევდაც, და ამ ყველაფერს ადუღაბებს ენისა და ემოციის მართვის ძალიან მაღალი, ფაქიზი კულტურა. რომლის წყალობით ბუნებრივი მთლიანად იკითხება ისეთი განსხვავებული ლექსები, როგორიცაა, მაგალითად, „სოფლის სიმღერა“, „შიშს სიმღერა“, „ბოლო წასვლის სიმღერა“, „ოჯახს სიმღერა“. ეს მეტისმეტად ტკივილიანი კრებულია, რამდენადაც პირადული, იმდენადვე საყოველთაო და გასაგები; წიგნის ფორმატში სწორად შეფუთული მაღალი პოეზია. რომლის მხატვრულ და გეოგრაფიული სიმართლე ახლობელი უნდა იყოს, თუმცა მხოლოდ მომზადებული. მაგრამ მაინც მრავალნაირ გემოვნებისა და გამოცდილების მკითხველისათვის.“ – ზვიად რატიანი
არ დაელოდო ანგელოზებს
11,95 ₾„ძაღლები ყეფენ, რა უნდა ეთქვათ ახლა ძაღლებზე?“ პოეზია კითხვებია და არა პასუხები. თუ პასუხი იცი, რატომღა დაწერ. ეძიებ და აგნებ, მაგრამ „მიგნებული“ ახალი კითხვებით გეძახის ახალ გზაზე.
„გაიხსენე, რომელ სადგურს მიადექი?“ პოეზია გზაა და არა ვიწრო ოთახი. გზას მიუყვები, მაშინაც, როცა ღამით სამზარეულოში წერ. პარიზშიც ხარ, არაბეთშიც და აფრიკაშიც.
„შენ ზიხარ ოთახში, სადაც დღის ამბები გროვდება“. პოეზია სიზმარია და არა ცხადი, მაგრამ ეს სიზმარი ხშირად სიცხადეზე უფრო რეალურია და მკაცრი.
„შენი ცხადიდან ნამსხვრევებს ვიღებ სიზმრებისთვის. სიზმრები უზომოდ ცხადები არიან“. პოეზია ბზარია და არა სიმრთელე, რომლის გამთლიანებასაც უსასრულოდ ცდილობს ლექსი, მაგრამ მხოლოდ ახალ ბზარებს, კითხვებსა და გზებს ბადებს.
„ბზარების შეხორცება ძნელი ასატანია?“ პოეზიაა ნიკა ლაშხიას ახალი კრებული, სადაც ანგელოზებს არ უნდა დაელოდო“. – გაგა ნახუცრიშვილი
წამისყოფა
11,95 ₾ოცდამეერთე საუკუნის ქართულმა პოეზიამ ერთი აშკარა მახასიათებელი შემოგვთავაზა: ბანოვანთა რიცხობრივი უპირატესობა, რომელსაც ახლახან კიდევ ერთი ახალი სახელი და გვარი შეემატა: თამარ ჟღენტი.
კანონიკური ლექსი თუ ვერლიბრი? – ისევ აქტიურია ეს შეკითხვა და ავტორი პასუხობს: ორივე!
სხვაგან წაგვიყვანა:
თითქოს განთიადს მზემ დაუბარა:
„ჩემს ამოსვლამდე – ცა გალილეო!“
ისე გალურჯდა, – ვერ დაუფარავს
აღფრთოვანება ყრმა გალილეოს.
უცნობი ლოგოსიც მოგვაწონა: გასისხლთესლება.
საცხოვრისიც დიდი ბრიტანეთის სამეფო.
თამამი სტრიქონი წაგვაკითხა:
პირველი ლექსი უსათუოდ ქალმა დაწერა.
მინდა არ დავეთანხმო, მაგრამ როგორ?
ფსიქოლოგია პოლიციის ოპერატიული თანამშრომლის საქმიანობაში
25,00 ₾წინამდებარე სახელმძღვანელოში გაშუქებულია პოლიციის ოპერატიული თანამშრომლის საქმიანობის ფსიქოლოგიის ძირითადი მახასიათებლები და სტრუქტურა. განხილულია მოქალაქეებთან ურთიერთობის ფსიქოტექნოლოგიები, დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა, ტყუილისა და ფარული გარემოებების დიაგნოსტიკის საკითხები. ყურადღება გამახვილებულია კრიმინალური გარემოსა და კრიმინალური ჯგუფების ფსიქოლოგიაზე, წინასწარი გამოძიების ფსიქოლოგიის საკითხებზე.
საერთაშორისო ფინანსური მენეჯმენტი მცირე და საშუალო ბიზნესში
33,00 ₾დამხმარე სახელმძღვანელოში აღწერილია ფინანსების მართვის თეორია საერთაშორისო კომპანიებში,მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესში, ფინანსური მენეჯმენტის კანონზომიერებების გამოვლენის საფუძველზე. წარმოდგენილია მცირე და საშუალო ბიზნესში ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის ანალიზის ძირითადი მაჩვენებლები და სტრუქტურა, ფინანსურ მენეჯმენტში გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმები. განკუთვნილია ეკონომიკური უნივერსიტეტების სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის, ასევე ბუღალტრებისათვის.
ცუდი ბოსებისა და ზარმაცი თანამშრომლების გარემოცვაში
45,00 ₾წიგნში წარმოდგენილია მარტივი ხრიკები, რომლებიც დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ გამაღიზიანებელ უფროსებსა და არასანდო თანამშრომლებს. შეძლებთ თქვენს უფროსზე შთაბეჭდილების მოხდენას და წარმატების მიღწევას. ისწავლით როგორ მართოთ ყველაზე ზარმაცი თანამშრომლებიც კი. ეფექტური გუნდის შეკვრას.
პიროვნების 4 ძირითადი ტიპი
15,00 ₾ყველა ადამიანი უნიკალურია, ამაში ცუდი არაფერია. წარმატების მისაღწევად სხვა ადამიანების მიბაძვა არ არის აუცილებელი, საკმარისია საკუთარ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით ინდივიდუალური ქცევის სტილის ჩამოყალიბება.
თითოეულ ჩვენგანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებიც ჩვენს შინაგან სამყაროს, ჩვენი პიროვნების სტრუქტურას განსაზღვრავს.
სიტუაციები და საგნები სხვადასხვა პერსპექტივიდან განსხვავებულად შეიძლება იქნეს დანახული და შეფასებული. ხშირად არ არსებობს „სწორი“ და „მცდარი“ პერსპექტივა; არის „განსხვავებული“ პერსპექტივა, რომელიც სხვადასხვა ხედვიდან გამომდინარეობს.
მედიტაცია პირველი და უკანასკნელი თავისუფლება
28,00 ₾გარდა აღწერის იმ ტექსტებისა რომელიც რედაქტორებმა დაწერეს ეს წიგნი აერთიანებს შერჩეულ ტექსტებს ოშოს სხვადასხვა დისკურსიიდანრომლებიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიეწოდა ცოცხალ აუდიტორიას.
ნიცშე რომ ნარვალი ყოფილიყო
22,95 ₾ნიცშე ფიქრობდა, რომ ცხოველები სიამოვნებასა და ტანჯვას ისევე ღრმად არ განიცდიან, როგორც ჩვენ, რადგან მათ ინტელექტი არ აქვთ. ნიცშეს ცხოვრება კი გვასწავლის, რომ მეტისმეტად ღრმა აზროვნება სულაც არაა ყოველთვის სასარგებლო.
როგორც ნიცშე ამბობდა, ცხოველისგან განსხვავებით ადამიანს უნდა სჯეროდეს, რომ მის არსებობას რაღაც მიზანი აქვს, თუმცა, ამგვარ ხედვას უბედურების მეტი არაფერი მოაქვს. ცხოველებს მიზეზშედეგობრივი დასკვნების გამოტანა არ სჭირდებათ, რადგან ისინი ასოციაციური განსწავლის ძალას ფლობენ – მაგალითად, მტრედები უკეთესი რადიოლოგები არიან მათი ასოციაციური განსწავლის უნარის დამსახურებით.
რა არის ინტელექტი? რა არის კარგი ადამიანის ინტელექტში? რა მოხდებოდა, ნიცშე რომ უფრო მარტივი ცხოველი ყოფილიყო? რა მოხდებოდა, მას რომ ყოფიერების არსზე დაფიქრება არ შესძლებოდა? არის თუ არა ჩვენი გონება ევოლუციის საბოლოო მიღწევა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხით, მეცნიერი ჯასტინ გრეგი ამტკიცებს, რომ ყველა ცხოველს აქვს ცნობიერება და სუბიექტური გამოცდილება; ისინი აღიქვამენ დროს და სახავენ სამომავლო გეგმებს, თუნდაც ეს გეგმები რამდენიმე წამს მოიცავდეს.
ძველი დედაქალაქი
17,95 ₾იასუნარი კავაბატა — პირველი იაპონელი ავტორია, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. თავდაპირველად მხატვრობაზე მეოცნებე კავაბატა მწერლობის გზას 12 წლის ასაკში დაადგა და იაპონური ლიტერატურის ერთ-ერთ უმთავრეს ხმად იქცა.
„ძველი დედაქალაქი“ ავტორის ყველაზე ლირიკულ და პოეტურ რომანად ითვლება. კავაბატა ნატიფი, თითქმის მუსიკალური ენით აღწერს ტრადიციებისა და ბუნებრივი ჰარმონიის თანდათანობით გაქრობას თანამედროვე იაპონიაში — მტკივნეულ პროცესს, რომელსაც თითოეული პერსონაჟი დიდი სიფაქიზით და ღრმა სევდით ეხება.
კიოტოში, ძველ დედაქალაქში, ცხოვრობს ახალგაზრდა ქალი — ჩიეკო, რომელიც ბავშვობაში ტაძართან მიტოვებული იპოვეს და იშვილეს. მისი ცხოვრება, ერთი შეხედვით, ჰარმონიულია, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა მოულოდნელად ჩიეკო თავის ტყუპისცალს გადაეყრება. ეს შეხვედრა ჩიეკოს აიძულებს, თავისი წარსული, იდენტობა და მთელი სამყარო ხელახლა გადააფასოს
დღეთა ქაფი
20,95 ₾ბორის ვიანი მეოცე საუკუნის ფრანგული ლიტერატურის ყველაზე უჩვეულო ავტორია. მისი ეს რომანი კი – სიურრეალიზმის, ტრაგედიისა და სიყვარულის სრულყოფილი სინთეზი. როგორც რემონ კენო ამბობდა, “დღეთა ქაფი” სიყვარულზე დაწერილ თანამედროვე რომანებს შორის ყველაზე მეტად მოგიკლავთ გულს.
ახალგაზრდა კლოეს შეძლებული და მიმზიდველი კოლენი უყვარდება და ეს, ერთი შეხედვით, მხიარული ამბავი სიყვარულზე, თვალსა და ხელს შუა, დიდ და უცნაურ ტრაგედიად გარდაიქმნება.
არანაკლებ საინტერესონი არიან რომანის მეორეხარისხოვანი პერსონაჟები: ჟან სოლ პარტრის (ჟან პოლ სარტრის პაროდია) ხელნაწერებისა და ჩიბუხისგან ამომწვარი შარვლების შემგროვებელი შიკი; ნიკოლა, რომელიც საეჭვოდ ჰგავს პ.გ. ვუდჰაუსის პერსონაჟ ჯივზს; სამზარეულოს თაგვები, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ მზის სხივების ონკანზე შეხების ხმა…
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მარტივ, მეტიც, ბანალურ სასიყვარულო ისტორიასთან გვაქვს საქმე, “დღეთა ქაფი” ეპოქალური ტექსტია, რომელიც სიურრეალისტური სიმსუბუქით ანეიტრალებს ცხოვრების სიმძიმეს.
ინგლისელი პაციენტი
22,95 ₾მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ფლორენციის მახლობლად, მიტოვებულ ვილაში ახალგაზრდა მედდა ერთიანად დამწვარ, სასწაულით გადარჩენილ უცნობს უვლის. მათ გარდა ვილაში კიდევ ორი ადამიანია: კანადელი ქურდი და სიქჰი გამნაღმველი. ეს წიგნი სწორედ ამ ოთხი, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა ომით ერთნაირად დაღდასმული ადამიანის ამბავია. მაიკლ ონდააჩი (1943) შრილანკური წარმოშობის კანადელი რომანისტი და პოეტია. „ინგლისელი პაციენტი“ მწერლის ყველაზე ცნობილი წიგნია. სწორედ ამ რომანისთვის მიენიჭა ონდააჩის ბუკერის პრემია. „ინგლისელი პაციენტი“ კიდევ უფრო ცნობილი მას მერე გახდა, რაც წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.
ნოტრ-დამ-დე-ფლერი
22,95 ₾„ნოტრ-დამ-დე-ფლერი“ (Notre-Dame-des-Fleurs — ყვავილების ღვთისმშობელი) ფრანგი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ჟან ჟენეს სადებიუტო რომანია. ეს პოეტური და გროტესკული ტმარგინალი, შეშლილი, მამათმავალი, გენიოსი – ეს ჟენეს მიმართ ყველაზე ხშირად გამოყენებული ეპითეტებია. ჟენეს ავტობიოგრაფიული წიგნი საპყრობილეში, მორიგი სასჯელის მოხდისას დაიწერა. პერსონაჟების უმრავლესობას რეალური პროტოტიპები ჰყავს. პირველ პირში დაწერილი რომანი უსიუჟეტოა. ავტორი პარიზელი კრიმინალებისა და ჰომოსექსუალების ცხოვრებას აღწერს.
კირჩხიბის ტროპიკი
22,95 ₾„კირჩხიბის ტროპიკი“, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული და თამამი მწერლის, ჰენრი მილერის (1891-1980) სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავტორის მონოლოგია.
წიგნი პირველად 1934 წელს პარიზში გამოიცა და მილერის თანამედროვეთა – მათ შორის სემუელ ბეკეტისა და ჯორჯ ორუელის – დიდი მოწონება დაიმსახურა. პორნოგრაფიულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რომანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო. „კირჩხიბის ტროპიკი“ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 1961 წელს გამოსცეს.
ოთხი თანხმობა
14,95 ₾სამყაროს შესახებ არსებულ რწმენებსა და წარმოდგენებს ბავშვობიდანვე ვნებდებით – მაშინ, როცა მათზე თანხმობას ვაცხადებთ. ჩვენს გონებას სწორედ წარმოდგენების ეს სისტემა მართავს, ამ ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენებას კი გამბედაობა სჭირდება. დონ მიგელ რუიზი, ცნობილი სულიერი მოძღვარი და ტოლტეკური ტრადიციის მემკვიდრე მკითხველს ტოლტეკური სიბრძნის საიდუმლოებებს უზიარებს. რუიზის მიერ შემოთავაზებული ოთხი ახალი თანხმობა დაგანახებთ, რომ ჭეშმარიტებას მიგნება არ სჭირდება, სინამდვილეში, ისე ხელის ერთ გაწვდენაზეა.
ძენი: მარტივი ცხოვრების ხელოვნება
17,95 ₾სიმშვიდის მოსაპოვებლად არც იაპონიის უძველეს დედაქალაქებში ჩასვლაა აუცილებელი, არც ფუჯის მთაზე ასვლა და არც ოკეანის პირას გადასახლება. სიმშვიდისა და ბედნიერების განცდას საერთოდაც არ სჭირდება დიდი ძალისხმევა.
კოხტად დააწყვეთ გახდილი ფეხსაცმელები; მოიშორეთ ის, რაც არ გჭირდებათ; იპოვეთ თქვენი საყვარელი სიტყვები; მოიდუღეთ გემრიელი ყავა, ღრმად ამოისუნთქეთ…
ეს წიგნი სწორედ ამაზეა: მარტივ ცხოვრებაზე – ძენის სტილზე. პასუხები, რომლებსაც ეძებთ, აქ არის.
მაიმუნი მაკაკი და სხვა ამბები
17,00 ₾შვილის ბედნიერებასა და წარმატებაზე მშობლები მისი დაბადებიდანვე ზრუნავენ, რადგან სამომავლო წინსვლას დიდწილად განაპირობებს ის უნარ-ჩვევები, რომელთაც საფუძველი სკოლაში მისვლამდე ეყრება. 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მხატვრული ტექსტების შექმნა საკმაოდ რთულია, რადგან ავტორმა კარგად უნდა იცოდეს ბავშვის ასაკობრივი განვითარების ფსიქოლოგია, ზუსტად უნდა ითვალისწინებდეს სკოლამდელთა გონებრივ შესაძლებლობებსა და ინტერესებს. იაკობ გოგებაშვილის საბავშვო და საყმაწვილო პრემიის ლაურეატის, მასწავლებელთა ეროვნული პრემიის მფლობელის, თამარ ადამიას კიდევ ერთი შემეცნებითი წიგნი სწორედ ამ თავისებურებებით გამოირჩევა. მხიარული ამბები ბავშვს ამშვიდებს და ფერად სამყაროში ამოგზაურებს. მის წარმოსახვაში ცოცხლდებიან პერსონაჟები, იბადებიან აზრები და ბავშვი მშვიდად იძინებს. ამ ტექსტებით ბავშვები გაიმდიდრებენ სიტყვათა მარაგს, აიმაღლებენ ემოციურ ინტელექტს, ისწავლიან გააზრებას, განივითარებენ წარმოსახვას, ყურადღებას, სმენით მეხსიერებასა და მეტყველებას.
ა იწყებს ანბანს
14,00 ₾„ა იწყებს ანბანს“ კარგი დასაწყისი იქნება პატარებისთვის წიგნიერების სამყაროში სამოგზაუროდ. თუ ბავშვი ამ წიგნს ხუთი წლის ასაკში „წაიკითხავს“, მას სკოლაში მისვლისას საგრძნობლად გაუადვილდება წერა-კითხვის შესწავლა. გაოცდებიან მისი მასწავლებლები და მშობლები, რა იოლად აითვისა კითხვისა და წერის კომპეტენციაო… თუ ბავშვი ექვსი წლის ასაკში, ანუ როგორც სკოლის მოსწავლე, დედაენასთან ერთად ისარგებლებს ამ წიგნით, მარტივად აითვისებს ქართულად.
მსოფლიოს 10 ზღაპარი
4,90 ₾ამ კრებულში შეტანილია ბავშვებისთვის საყვარელი 10 უცხოური ზღაპარი, რომლებიც მათ აუცილებლად უნდა წაიკითხონ: „ცეროდენა“, „მძინარე მზეთუნახავი“, „მებადურისა და ოქროს თევზის ზღაპარი“, „თოვლის დედოფალი“, „გულადი თერძი“, „ზარმაცას თავგადასავალი“, „მხატვარი მელა“, „ალი ბაბა და ორმოცი ყაჩაღი“, „საგანძურის უძვირფასესი განძი“ და „პალე მარტოა ქვეყანაზე“.
პინოკიოს თავგადასავალი
6,90 ₾,,პინოკიოს თავგადასავალი‘‘ ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და გულისამაჩუყებელი კლასიკური საბავშვო ზღაპარია ხის კაცუნაზე. იგი 240 ენაზეა თარგმნილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პოპულარობას. ამ სასაცილო ისტორიას ხის კაცუნაზე, რომელიც ოცნებობს გახდეს ნამდვილი ბიჭი, უკვე მრავალი წელია ყველგან ინტერესით კითხულობენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მარტოხელა მოხუცმა ოსტატმა, ჯეპეტომ, მოლაპარაკე ხის ნაჭრიდან თოჯინა გამოთალა. გრძელცხვირა პინოკიო ცოტა მავნე, მაგრამ კეთილი ხის კაცუნაა; ურჩი, ჯიუტი და დაუდგრომელია, თუმცა ამავდროულად – ძალიან მგრძნობიარეც. ზარმაც პინოკიოს არ უნდა სკოლაში სიარული, უყვარს ტყუილები, რის გამოც, ისედაც გრძელი ცხვირი კიდევ უფრო ეზრდება. იგი ხშირად ხვდება უსიამოვნებებშიც: ცბიერი მელა და კატა მოატყუებენ, ციხეშიც ჩასვამენ, სახედრადაც გადაიქცევა და ბოლოს, მშიერი ზვიგენიც გადაყლაპავს. ამასობაში პინოკიო გაიაზრებს სიკეთისა და კარგი საქციელის ფასს და მიხვდება, როგორ უნდა აიხდინოს სანუკვარი ოცნება.
პატარა პრინცი
6,90 ₾ბავშვებს პატიებას ვთხოვ, რადგან ეს წიგნი ზრდასრულ ადამიანს მივუძღვენი. საამისოდ სერიოზული მიზეზი მქონდა _ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, და კიდევ ის ყველაფერში ერკვევა, საბავშვო წიგნებშიც კი და ბოლოს, ის საფრანგეთში ცხოვრობს. ამ ქვეყანაში ახლა შიმშილი და სიცივეა, ამიტომ მას გამხნევება სჭირდება. და თუ ეს ყველაფერი მე არ მამართლებს, მაშინ ამ წიგნს ვუძღვნი ჩემს უფროს მეგობარს, რომელიც ოდესღაც პატარა ბიჭი იყო. დიახ, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, თუმცა ეს ძალიან ცოტას თუ ახსოვს. ამგვარად, ჩემს მიძღვნას ასე შევცვლი: ლეონ ვერტს, როცა ის ბავშვი იყო.
წვიმის წვეთი პაკი
8,90 ₾აკაკი დაუშვილის ზღაპარი „წვიმის წვეთი პაკი“ მარტივი, ბავშვებისთვის იოლად აღსაქმელი სიუჟეტითა და საუცხოო ილუსტრაციებით გამოირჩევა. მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსება ორიგინალური ფაბულა და საინტერესო პერსონაჟების სიმრავლეა. ერთ ღრუბლიან დღეს წვიმის წვეთი, სახელად პაკი, გოგონა მარიცას ქოლგაზე მოადენს ტყაპანს და მთავარი ამბებიც სწორედ აქედან იწყება.
ზღაპარში ბევრი საინტერესო ეპიზოდია, რომელიც პატარა მკითხველს ხან ცრემლს მოჰგვრის, ხან – ღიმილს. ნაწარმოებს შემეცნებით-საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს, რადგან ბავშვებს სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენაზე უამბობს და ხელს უწყობს მათი წარმოსახვის განვითარებას. აქ ადამიანებს, ცხოველებსა და გამოგონილ არსებებს შორის ზღვარი იშლება. ეს ზღაპარი ბავშვებს ცნობისმოყვარეობასა და სიკეთის კეთების სურვილს აღუძრავს.
წადი, საითაც გული გაგიწევს
12,00 ₾ცნობილი იტალიელი მწერლის სუზანა ტამაროს ეს წიგნი გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა და მრავალ ენაზე ითარგმნა (დღემდე გაყიდულია 16 მილიონი ეგზემპლარი). ავტორი ცხოვრების არსსა და აზრზე უბრალოდ და ლაკონიურად წერს, თუმცა მძაფრ ემოციებს იწვევს. წიგნი ეხება თაობებს შორის ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობებში წარმოქმნილ კრიზისებს, აღზრდის პრობლემებს, რელიგიის გავლენას, საზოგადოებრივ მარწუხებს, ქალთა უფლებებსა და მარადიულ ღირებულებებს… ნაწარმოებს ფონად გასდევს მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენები: ომები, ფაშიზმი, კომუნიზმი, რევოლუციები… სათაურში ნახსენები გული მავანთათვის მხოლოდ სხეულის ორგანოა, ავტორის რწმენით კი, არჩევანის წინაშე მდგარმა ადამიანმა სწორედ გულისთქმას უნდა მისდიოს.
წისქვილი ფლოსზე
13,00 ₾ქართულ ენაზე პირველად გაეცნობით ცნობილ ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ელიოტს. დიკენსისა და თეკერეის ეპოქაში მისი გამოჩენა სენსაცია იყო. ეს რომანი მწერლისდროინდელი ინგლისის რეალური ცხოვრების ანარეკლია. აქ ვერ ნახავთ გამოგონილ სვლებს და დამაბნეველ ინტრიგებს. მდინარე ფლოსის ფონზე, რომელსაც ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა აქვს, ავტორი ღრმა ფსიქოლოგიურ ანალიზს გვაწვდის გმირების პირად ცხოვრებაზე, მათ შინაგან განცდებზე, ცხოვრებისეულ შეხედულებებსა და კანონებზე, რომელიც, მათი აზრით, „თაღლითებზე ზრუნვისთვისაა შექმნილი“. ჩვენ თვალწინ კინოკადრივით ერთმანეთს ენაცვლება რომანის მთავარი გმირის, მეგის ცხოვრება. აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვები: რატომ გრძნობს ის სხვებთან შედარებით უპირატესობას? ეს ენერგიული, ფეთქებადი ხასიათის ქალიშ ვილი, რატომ ვერ იტანს მეშჩანებს? რატომ ამბობს უარს ნამდვილ სიყვარულზე?.. მწერალი მეგის აფრთხილებს: „ასეთ ხალხში ცხოვრება გაგიჭირდებათ. თქვენ ყოველგვარი მშვენიე რებისა და კეთილშობილებისგან ყრუ კედელი გმიჯნავთ და დაი ხუთებით“. მიუხედავად დრამატიზმისა, რომანი გაჯერებულია ხალასი იუმორით. და ბოლოს, ალბათ, შეეგუებით დასასრულს და საკუთარ თავს ჰკითხავთ, შეეძლო კი მწერალს რომანი სხვაგვარად დაესრულებინა?
სატანის ელექსირები
12,00 ₾ეს რომანი ქართულ ენაზე პირველად გამოდის. რასაკვირველია, ჩვენს უახლოეს წარსულში, მკაცრი ცენზურის გამო, მას არავინ თარგმნიდა, რადგან რომანში ჭარბადაა რელიგიური თემატიკა, დამაბნეველი სიუჟეტები, ფანტასმაგორიული გარემოებები, დაუოკებელი ლტოლვისა თუ შემზარავი დანაშაულების მაგალითები. ავტორის დახვეწილი ფანტაზია მხოლოდ ინსტრუმენტია ადამიანის პიროვნების შინაგანი სამყაროს ამოსაცნობად, რომელიც ირაციონალური, იდუმალი ძალების ხელშია და საკუთარ ინსტინქტებსა და მაღალზნეობრივ მორალს შორის იხლიჩება. რომანს ლაიტმოტივად გასდევს მეორე „მეს“ თემა. ავტორი არაერთხელ მიმართავს იტალიური რენესანსის უდიდეს მხატვარს ლეონარდო და ვინჩის და ამგვარად ე.წ. რენესანსული მითის შემოქმედად გვევლინება. არც ისაა შემთხვევითი, რომ რომანის მთავარი გმირის, მედარდუსის სულიერი მოძღვარი მისი მოსახელეა. ეს უკანასკნელი ცდილობს, მედარდუსი სექსუალურ ექსცესებს თავისი შორსმჭვრეტელური სუბლიმაციის პათოსით აარიდოს. სწორედ ასეთი პათოსით საუბრობს ზიგმუნდ ფროიდი თავის ფსიქოანალიტიკურ ეტიუდში ლეონარდო და ვინჩის იდუმალ გენიაზე! ამ რომანის მიხედვით 1976 წელს რეჟისორმა მანფრედ პურცერმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი.
რებუსებიანი წიგნი
5,90 ₾ჩემს კრებულში შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული რებუსი-ზღაპრებია თავმოყრილი და განკუთვნილია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებმაც ეს-ესაა წერა-კითხვა ისწავლეს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბავშვები (და არა მარტო ბავშვები) წაკითხულიდან 10 პროცენტს იმახსოვრებენ, დათვალიერებისას – 30 პროცენტს, მოსმენისას კი მხოლოდ – 20 პროცენტს. სწორედ ეს ფაქტორი გავითვალისწინე ჩემს ზღაპრებსა და მეთოდიკაში, რომელსაც უკვე მრავალი წელია, პრაქტიკაში ვიყენებ.
მოთხრობები და იგავები
5,90 ₾წიგნი განკუთვნილია 6–7 წლის ბავშვებისთვის, რომლებმაც ეს–ესაა წერა–კითხვა ისწავლეს და მის განმტკიცებას ცდილობენ. მასწავლებლებს შეუძლიათ კრებულში თავმოყრილი მოთხრობებისა და იგავების კლასგარეშე საკითხავად გამოყენება. ტექსტები სრულად ითვალისწინებს მოსწავლის უნარ–ჩვევებსა და შესაძლებლობებს ამ ასაკში. გააზრებულ კითხვას აადვილებს მარტივი ტექსტები და შესაბამისი ლექსიკა. ქართული ფოლკლორის მოტივებზე აგებული მოთხრობები და იგავები ბავშვს დაეხმარება ფანტაზიის განვითარებაში, ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში
ტელევიზორთან
6,90 ₾ცნობილი ბერძენი მწერლის, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, მაკის ციტასის ეს არაჩვეულებრივი წიგნი ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაზეა; იმაზე, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე ელექტრონული მოწყობილობები. დიდი ეკრანის წინ, ჯადოსნური ამბების ყურებაში, დიდებსაც და პატარებსაც გვავიწყდება, როგორია რეალური, ეკრანს მიღმა ცხოვრება – ნამდვილი ცხოვრება! წიგნში მოთხრობილია ტელევიზორზე მიჯაჭვულ ოჯახზე, მაგრამ, ერთ დღესაც, ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ყველაფერი იცვლება.